პარასკევი, მაისი 16, 2025

თაკო ჩარკვიანი – მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ ჩატარდეს სახალხო არჩევნები, არ შეიძლება, ხელისუფლებას შეჰყვე არჩევნებში, ერთობის თვალსაზრისით კარგი კონტურები გამოიკვეთა

საუბარია გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ მართლა სახალხო არჩევნები ჩატარდეს და ეს არ იყოს ხელისუფლების არჩევნები. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მუშაობა, – ამის შესახებ ყოფილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პაატა ბურჭულაძის მიერ დაორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩარკვიანის თქმით, დღეს გარკვეულად ერთობა შედგა და შეხვედრა საინტერესო იყო.

„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დღეს ნამდვილად შედგა, ასე ვთქვათ, გარკვეულად ერთობა და ძალიან საინტერესო იყო. წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა პარტია, მაგრამ კარგი ის არის, რომ სამოქალაქო სექტორი, მოქალაქეები არიან მოსული და ძალიან საინტერესო იყო. ვერ გეტყვით, რომ რაიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მუშაობის პროცესია. ხელისუფლება არჩევნებზე როდესაც საუბრობს, ბუნებრივი, ადამიანები კითხვას სვამენ, მათ პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ხომ ვხედავთ, რასაც აკეთებენ, ამას არ სჭირდება დიდი ოპოზიციონერები, მიხვდე, რომ ხელისუფლება მკვეთრად დაპირისპირებულია დასავლეთთან. ამიტომ, ახლა ვკითხულობ, რა დემოკრატიულ არჩევნებზეა საუბარი. ბრეჟნევიც ატარებდა ასე არჩევნებს, ამიტომ, ამაზე მიდის ზუსტად მსჯელობა. ხელისუფლება როდესაც საუბრობს, რომ ემზადება არჩევნებისთვის, ბუნებრივია, რიგით მოქალაქეს უჩნდება კითხვა, რა დემოკრატიაზეა საუბარი, ყოველ წამს ვიღაცას იჭერენ, სასამართლო არ არის თავისუფალი, დასანქცირებული მოსამართლეები გვყავს, რაღაც უხერხული ვითარებაა და რა არჩევნებზეა საუბარი. საუბარია გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ მართლა სახალხო არჩევნები ჩატარდეს და ეს არ იყოს ხელისუფლების არჩევნები. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მუშაობა. ეს არ არის ბოლო, გადაწყვეტილი, ზუსტად ამიტომ არის შეხვედრები. დღეს მესამე შეხვედრაა. ვფიქრობ, ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა  იყო დღეს. უფრო გამოიკვეთა ის აზრი, რომ ამ ხელისუფლებას არ შეიძლება, შეჰყვე არჩევნებში, რადგან ეს არ არის დემოკრატიული მექანიზმით მომუშავე ხელისუფლება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, „ოპოზიცია ცალკე აპირებს არჩევნების ჩატარებას?“, ჩარკვიანმა აღნიშნა: „არ არის ასე, კონკრეტულად არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მსჯელობა არის ამაზე. ჩვენ ვთქვით, რომ ამ ხელისუფლებას არჩევნებში არ უნდა შევყვეთ, შემიძლია, ეს აზრი ღიად დაგიფიქსიროთ. რა, როგორ, რა მექანიზმით იქნება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა“.

ამასთან, თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ერთობის თვალსაზრისით კარგი კონტურები გამოიკვეთა.

„სხვათა შორის, არ ველოდი და ძალიან საინტერესო დღე იყო ჩემთვის, საკვირველი რაღაც. ერთობის თვალსაზრისით კარგი კონტურები გამოიკვეთა. მე ყოველთვის მიხარია ერთობა, ძალიან საინტერესო იყო ეს შეკრება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანს ასევე კითხვა დაუსვეს, იყვნენ თუ არა მიწვეული ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, რაზეც ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძემ ყველას დაურეკა.

„პაატამ აბსოლუტურად ყველას დაურეკა, მათი გადასაწყვეტია. მგონი, გახარიამ მკვეთრად თქვა, რომ ის მონაწილეობას იღებს არჩევნებში. ვფიქრობ, ამიტომაც არ მოვიდა, არ ვიცი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პაატა ბურჭულაძის მიერ დაორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდნენ, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გია ბუღაძე, კობა ხაბაზი, პაატა მანჯგალაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

მარიამ შენგელიამ ევროვიზიაზე მონაწილეობა დაასრულა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია მეორე ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.საქართველოს წარმომადგენელი მე-10 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Freedom შეასრულა.დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.17 მაისს ევროვიზია 2025-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. ასევე მის შემადგენლობაში შედიან: სერგეი კისლიცა – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ალექსანდრე პოკლადი – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე; ოლეგ ლუგოვსკოი – საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ალექსეი შევჩენკო – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე; ვადიმ სკიბიცკი – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე; ევგენი შინკარიოვი – უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსანდრე დიაკოვი – უკრაინის საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსეი მალოვაცკი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული სამმართველოს საერთაშორისო და საოპერაციო სამართლის სამმართველოს უფროსი; ალექსანდრე შერიხოვი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი საოპერაციო სამმართველოს უფროსი ოფიცერი; გიორგი კუზმიჩევი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის პროტოკოლის ოფიცერი; ალექსანდრე ბევზი – პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.შეგახსენებთ, რომ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა 16 მაისს გაიმართება. რუსეთის დელეგაციაში კი იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ფომინი.

BBC-23 წლის ბლოგერი TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს

მექსიკაში, 23 წლის ცნობილი ბლოგერი, TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს.ვალერია მარკესი გვადალახარაში, საკუთარ სილამაზის სალონში იყო, როდესაც მამაკაცი შენობაში შევიდა და მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.თავდასხმის მოტივი  დადგენილი არ არის, თუმცა საქმეზე გამოძიება ფემიციდის მუხლით არის დაწყებული.ცნობისთვის, გენდერული ძალადობა მექსიკაში ფართოდ არის გავრცელებული, სადაც გაეროს მონაცემებით, ყოველდღიურად 10 ქალს ან გოგონას კლავენ პარტნიორები ან ოჯახის წევრები.

„თბილისში ჯადოა…. მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია…“ – ეზოტერიკოსი

თბილისში ჯადოა.... მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია... - ამის შესახებ ეზოტერიკოსი ნინუშკა ლისენკო საუბრობს და თბილისში მოხშირებულ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხმიანება.„თბილისში ჯადოა და ფაქტებიც არის. ძალიან უცნაურად, კარგი მძღოლები საერთოდ არაფრიდან ვარდებიან მტკვარში. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეამჩნია, როგორ დევს მთელ თბილისში უცნაური ნივთები, ქათმის ფეხები, საბავშვო ტანსაცმელები და ა.შ. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ეს ფაქტები ისე ემთხვევა ერთმანეთს... ჯადოს და დესტრუქციულ ძალებს სასულიერო პირებიც არ უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს ენერგია არსებობს. ადამიანები, რომლებიც ეზიარებიან და მათ გულში ბოროტება არ არის, არანაირი ჯადო არ ემუქრებათ. ვიცი, რომ მტკვართან ბევრი მაგიური ქმედებები ხდება. მტკვარში ყრიან ბოქლომებს. რატომ ხდება მტკვარში, რადგან მოძრავი წყლის ენერგიაა. არ არის გაჩერებული. ეს ცუდი ენერგია კონკრეტულად მტკვრისკენ მიდის.ტარო ამაზე ჯერ არ გამიშლია, მაგრამ ჩემი შეგრძნებებით, ჯადოა“, - ამბობს ეზოტერიკოსი.

ბოლო სიახლეები