ჩემი შვილები, ჩემი ნანიკო და სესე. ძალიან მაგარი გოგოები არიან. ვერ ვისაუბრებ, როგორ მიყვარს ისინი, მაგრამ, გარდა ამისა, რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს ორივე, როგორც ადამიანები, როგორც პერსონები. მუდმივად აღფრთოვანებული ვარ მათით, მაგრამ მათ ნაკლსაც ვხედავ, შენიშვნასაც ვაძლევ, მკაცრი და დისციპლინირებული დედა ვარ.
მე მგონია, რომ თუ სწორად დაგეგმე დრო, ოჯახი და კარიერა შეთავსებადია. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი აქვს ჩემს მეუღლეს, მას ძალიან კარგად ესმის, რომ ღამე შეიძლება გავატარო რეპეტიციაზე ან გადაღებაზე. მენდობა და არ მამოწმებს, მართლა იქ ვარ თუ არა და მართლა ამას ვაკეთებ თუ არა, მნიშვნელოვანია გვერდით ვინ გყავს, ზურგს ვინ გიმაგრებს, მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეუღლეს კარგი მოთმინების უნარი აქვს”, – ამბობს თათული ედიშერაშვილი.