შაბათი, თებერვალი 22, 2025

“თაზო ცემით ჰყავს მოკლული, ცოცხალ-მკვდარი ბიჭი სახლში ჩაკეტეს… საშაურმეში მუშაობდა ისიც და ბრალდებულებიც” – ცნობილია თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა

თბი­ლის­ში სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი 20 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. თა­ზოს ოჯა­ხი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყვეს.

რო­გორც გა­ირ­კვა, იმ დროს როცა ოჯა­ხი ბიჭს ეძებ­და, ის უკვე მოკ­ლუ­ლი ჰყავ­დათ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა ერთ-ერთი დამ­ნა­შა­ვის სახ­ლში მოხ­და, რის შემ­დეგ ცხე­და­რი ბი­ნა­ში ჩა­კე­ტეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. ეს ფაქ­ტი მას შემ­დეგ გახ­მა­ურ­და, როცა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დედა სახ­ლში დაბ­რუნ­და და უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდა. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ცხე­და­რი ბი­ნა­ში, შვი­ლი კი სახ­ლი­დან გაქ­ცე­უ­ლი იყო.

მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი და სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ი­წყეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი დიდ­ხანს მი­დი­ო­და, ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი. უწყე­ბის ცნო­ბით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 376-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი და უზრუნველყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები

ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი და უზრუნველყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. საუბრის დეტალების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „მე მქონდა პროდუქტიული საუბარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან. ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი და უზრუნველყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებისგან განუყოფელია. ჩვენ შევაჯერეთ ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა, ერთობლივი ნაბიჯები და მზადება მომავალი კვირისთვის, რომელიც ძალიან აქტიური იქნება. დიდი ბრიტანეთი და მისი ხალხი უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის ინფორმაციით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება. ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ასეთი შეხვედრის ორგანიზების მცდელობები ადრეულ ეტაპზეა და მისი განხორციელება „ინტენსიურ მოსამზადებელ სამუშაოს“ მოითხოვს. „ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სვლის დაწყებაზე, გზების მოძიებაზე ყველაზე მწვავე და პოტენციურად ძალიან, ძალიან საშიში სიტუაციების გადასაჭრელად, რომელთაგან ბევრია, მათ შორის უკრაინაში“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა. აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა ერ-რიადში 18 თებერვალს შედგა.

ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონია. სან-პაულოში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ტურნირი მიმდინარეობს. ქართველმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან იაპონელ ანრი საკურაისთან ანგარიშით 14:15 დათმო. სან-პაულოს ტურნირზე ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ჩემპიონობა იზეიმეს, გვანცა ზადიშვილი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა. დღეს რაპირით ორთაბრძოლებში ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ჩაერთვებიან.

„დიდი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი“ – რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური

ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამჯერად ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც იგი თოვლიან ეზოში ვარჯიშობს: „დიდი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი!“, - წერს ბექაური ვიდეოზე.

112-ი მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს: ,,გაცნობებთ, რომ 23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები