9თავისუფლების მოედანზე აქცია „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოითხოვეს და ოკუპაცია გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს. აქციაზე ფლეშმობი “ომი არ დასრულებულა”.
ასევე გაიმართა სპეციალურად მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, რომელიც რუსეთის ოკუპაციას შეეხებოდა.
ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია თბილისის პარალელურად საქართველოს 12 ქალაქში გაიმართა.