ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

თავიდან ბოლომდე ჩამოინგრა ოპოზიციის პიარ-ნარატივი, თითქოს საქართველოს რუსული ხელისუფლება ჰყავს, ევროკომისიის რეკომენდაცია უმნიშვნელოვანეს სტატუსთან ერთად, ცრუ ნარატივების ნგრევის რეკომენდაციაც იყო – ლევან ნიკოლეიშვილი

თავიდან ბოლომდე ჩამოინგრა ოპოზიციის პიარ – ნარატივი, თითქოს საქართველოს რუსული ხელისუფლება ჰყავს. ევროკომისიის რეკომენდაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტატუსთან ერთად ცრუ ნარატივების ნგრევის რეკომენდაციაც იყო, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, მოქმედმა ხელისუფლებამ რადიკალების გამუდმებული საბოტაჟის ფონზე მოიპოვა.

„თავიდან ბოლომდე ჩამოინგრა ოპოზიციის პიარ – ნარატივი, თითქოს საქართველოს რუსული ხელისუფლება ჰყავს. ევროკომისიის რეკომენდაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტატუსთან ერთად ცრუ ნარატივების ნგრევის რეკომენდაციაც იყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ოპოზიციაში გადაბარგებული რადიკალები მთელი ძალებით ცდილობდნენ, “ქართული ოცნება” რუსულ ძალად გაესაღებინათ. ამ დროს, მოქმედი ხელისუფლება შევა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, რამე თუ ყველაზე მეტად დაუახლოვა საქართველო ევროპას. ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი – ეს ყველაფერი მოხერხდა რადიკალების გამუდმებული საბოტაჟის ფონზე. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ღარიბაშვილის და კობახიძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა ძალამ სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ქვეყნის ისტორიაში და თაობებს ეცოდინებათ, ვინ მიიყვანა საქართველო ევროკავშირის კართან.“ – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ვარშავაში დონალდ ტუსკს შეხვდება

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება. 2025 წლის პირველი იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მანამდე საბჭოს ექვსი თვის განმავლობაში უნგრეთი ხელმძღვანელობდა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის განმავლობაში პოლონეთი ეცდება, უკრაინა სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოს.

ვინ დაესხა თავს გიორგი გახარიას- რას ყვება ზვიად ქორიძე

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ბათუმში მდებარე სასტუმრო "შერატონში" მას რამდენიმე ადამიანმი თავს დაესხა. "სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბად, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე. დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზედაც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბად, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ექიმი: გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, ჩაუტარდა კვლევები – კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. როგორც კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ  განუცხადა,  გიორგი გახარიას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. „მოქალაქე მოიყვანეს 02:34 წუთზე, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მისი გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გაეწერა კლინიკიდან. საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მაგრამ საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.   შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ – ის კლინიკაშია გადაყვანილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა თავდასხმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. თავდასხმას პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

თეთრი სახლი – პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს

პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს. განცხადება აღნიშნულის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო. ამის შემდეგ კუბაში განაცხადეს, რომ ეტაპობრივად გაათავისუფლებენ 553 პატიმარს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ დაკავებული. კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა განაცხადა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება არის ნაბიჯი „სწორი მიმართულებით“. კუბა ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში დონალდ ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, 2021 წელს დააბრუნა, რითიც აკრძალა აშშ-ის ეკონომიკური დახმარება და ქვეყანაში იარაღის ექსპორტი. ამჟამად კუბა ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასა და ირანთან ერთად არის აშშ-ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ ისინი მიჩნეული არიან ქვეყნებად, რომლებმაც „არაერთხელ გაუწიეს მხარდაჭერა საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“.

ბოლო სიახლეები