საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ მორიგ აქციას და იქ შეკრებილებთან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“დღეს გუშინდელზე ორჯერ მეტი ხალხი შეუკრიბეს სალომეს. ანუ მათი დათვლით 400 ათასი ადამიანი.
რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000.
ისე, რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას თავაზობენ მოცემულობით – “ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა” და თავგანწირული სლოგანით “მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა”, – წერს მამუკა მდინარაძე.