შაბათი, ივნისი 14, 2025

თავდაცვის სამინისტრო – სამხედრო მოსამსახურეები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში იმერეთის რეგიონშიც აქტიურად მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯარისკაცები არიგებენ საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს.

„მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა მოსახლეობას ბაღდათში, სადაც ტექნიკური საშუალებებით გადაადგილება გართულებულია, საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს. სამხედროები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც აქტიურად ეხმარებიან.

ბაღდათის რაიონის გარდა, მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის არეალი მოიცავს სამტრედიის, ვანის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის რაიონებსა და მიმდებარე სოფლებს. საჭიროების შემთხვევაში, მაღალმთიანი სოფლებიდან ჯარისკაცებს ბავშვიანი ოჯახები და მოხუცები, დროებით, მარტივად მისადგომ და უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ.

პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრის მიზნით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა იმერეთის რეგიონის საკოორდინაციო შტაბიდან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, რათა უცხოელმა მოქალაქეებმა ირანის დატოვება შეძლონ

აზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, რათა უცხოელმა მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება შეძლონ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობის, ასტარას საკონტროლო-გამშვები პუნქტი პირველმა ჯგუფმა უკვე გადაკვეთა, მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 86 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ამჟამად აზერბაიჯანშია ევაკუირებული. ისინი ძირითადად, ჩაიკოვსკის სიმფონიური ორკესტრის წევრები არიან.ევაკუირებულთა შორისაა ყაზახეთის ექვსი მოქალაქე.

უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

14 ივნისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.ამის შესახებ სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს.უკრაინაში აცხადებენ, რომ უახლოეს დროში ექსპერტიზა ჩაინიშნება, რათა დადგინდეს, რომ ნამდვილად უკრაინის მოქალაქეთა ცხედრებია.უკრაინამ დახმარებისთვის მადლობა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს გადაუხადა.ამავე დროს რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინულ მხარეს რუსეთისთვის დღეს არცერთი ცხედარი არ გადაუცია.

ნიკოლ ფაშინიანი – ერევანი გმობს ირანზე ისრაელის თავდასხმას

ერევანი ირანზე გმობს ისრაელის თავდასხმას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჩეხეთში მიმდინარე GLOBSEC 2025-ის ფორუმზე განაცხადა.ფაშინიანის თქმით, ეჭვქვეშ დგება რეგიონის მყიფე სტაბილურობა.„ეს ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს რეგიონში მყიფე სტაბილურობას და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ“, – თქვა ფაშინიანმა.ამასთან, განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.„ირანზე ცალმხრივი თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის წინ, რაც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო ძალისხმევას, ასევე რეგიონულ სტაბილურობას და გლობალურ მშვიდობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. 

თითქმის 4000 ადამიანია ევაკუირებული… – დუბაიში, 67 სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა

დუბაიში, 67 სართულიან ცათამბრჯენში ხანძარი გაჩნდა - შენობიდან თითქმის 4000 ადამიანია ევაკუირებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.მაშველებმა ევაკუაცია ოპერატიულად განახორციელეს და აცხადებენ, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას ექვსი საათი დასჭირდა. მაშველებმა 764 ბინიდან 3 820 ადამიანი გაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, საერთო ჯამში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ცხრა მეცნიერისა და ექსპერტის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, საერთო ჯამში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ცხრა მეცნიერისა და ექსპერტის ლიკვიდაცია განახორციელეს.მათივე ინფორმაციით, მათ შორის არიან ექსპერტები მექანიკის, ფიზიკისა და მასალების ინჟინერიაში.მეცნიერების დაღუპვას ადასტურებენ ირანშიც. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული იყო ექვსი მეცნიერი.

ბოლო სიახლეები