თავდასხმა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე – ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

Read Time:31 Second

თავდასხმა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე. ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია. უმრავლესობის წარმომადგენელი, რომელმაც ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ მმართველი გუნდის პოზიცია გააცნო მედიას, გამოსვლისთანავე სამიზნედ იქცა.

შეტევის ავტორები ის ადამიანები არიან, რომლებიც ქალთა უფლებებს ფასადურად იცავენ. თავდასხმაში ჩართულები იყვნენ ის ოპოზიციონერებიც, რომლებიც პარლამენტში ქალთა უფლებების დაცვაზე ხშირად საუბრობენ. ოპოზიცია წამოწყებული შეტევის გამართლებას სხვადასხვა მიზეზებით ცდილობს. სახელისუფლებო გუნდისთვის კი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ მიმართული კამპანია რადიკალების ღირებულებებზე მეტყველებს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოკავშირეების ხელწერაა.

შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია სახალხო დამცველისთვისაც. მისი თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მისამართით რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი, ან დამამცირებელი კომენტარები, რადგან მათ ამ სფეროში ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსთავში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი – რას ჰყვებიან თვითმხილველები
Next post მეუფე შიო: ადამიანის ბუნება – ეს არ არის რაღაც სიცარიელე ან არარაობა, არამედ საკუთარ თავში მოიცავს ღმერთის შვილობას, როგორც საფუძველს