ზურიკო დავითაშვილის კომენტარი მნიშვნელოვანი მატჩის წინ

Read Time:44 Second

ზურიკო დავითაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მოახლოებული პირველი მატჩისთვის მზადებაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ გუნდში არსებული გარემო შედეგებზეც აისახება.

„მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით. ჯერჯერობით უფრო მეტად საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულნი, თუმცა ვიწყებთ მეტოქის განხილვასაც. იმედია, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა და სასურველ შედეგს მივაღწევთ.

სასიამოვნოა, როდესაც შენი ქვეყნიდან ვარჯიშზეც კი ამდენი გულშემატკივარი მოდის. თამაშზე ბევრად მეტი ქომაგი იქნება, რაც მოტივაციას შეგვმატებს.

ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფსიქოლოგიური მზადყოფნაა. ჩემი აზრით, ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც თითოეულ მოთამაშეს ეტყობა. გუნდში ძალიან მაგარი გარემოა და იმედია, ამ ყველაფერს თამაშის დროს მოედანზე გადავიტანთ“.
16 ივნისს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 17 ივნისს „ჯვაროსნები“ დორტმუნდში, თურქეთთან მატჩის მასპინძელ სტადიონ „BVB არენაზე“ ივარჯიშებენ. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. მატჩი დორტმუნდში საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კალანდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ჩამოტანაზე: არ შეიძლება, ამ მოვლენას არ ვუწოდო დიდი კულტურული, ეროვნული მნიშვნელობის ფაქტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად ოქროს ასოებით ჩაიწერება
Next post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების მართვის აქტუალობის შესახებ პლენარული დისკუსია გაიმართა