სამშაბათი, დეკემბერი 24, 2024

ზურა ხაჩიძე მიმართვას ავრცელებს

„თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ! ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად! ჩავალთ ყველგან, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება და ქვეყნისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცებთ!“, – ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მიუხედავად ბულინგისა და ღვარძლისა, რომელიც ლიბერალების მხრიდან მოდის, ჩვენ ვიმღერებთ ყველა ქალაქში და შევქმნით ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას, არავის აქვს უფლება ბავშვებს ახალი წელი მოჰპაროს, თქვენგან ნასროლი ტალახი ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან მის საპირწონედ ყოველ ქალაქში სადაც ჩავდივართ, დიდი სითბო და სიყვარული გვხვდება, სიყვარული, რომელსაც ვერ იყიდი!

პ.ს. თქვენ მე მასწავლით სამშობლოს სიყვარულს? ღმერთმა არ ქნას, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ იცოდეს, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ხელში იარაღს აიღებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას დაიცავს, მათ შორის, თქვენც დაგიცავთ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ტალახს მესვრით.

პ.ს.ს. ცნობისთვის, ეს ვიდეო კონცერტის დაწყებამდეა გადაღებული, სადაც კარგად ჩანს ის გულწრფელი სითბო და ემოცია, რომელსაც თითოეულ ქალაქში ვიღებთ. ამბროლაური“, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სამშობლოს გადარჩენის დროა და არა აპლოდისმენტების – ნიკა გვარამია

"ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია - სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვე", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი წევრი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ამ ფონის მიუხედავად, არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტიურად გაიუქმოს და პროცესს ჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები. "ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია - სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვემაგრამ, არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტიურად გაიუქმოს. არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს, პირიქით, ძალიანაც პირიქით. ვინც რაც არ უნდა თქვას, გინდა ქუჩაში მდგომმა და გინდა სახლში თუ კამერის წინ მჯდომმა.ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა ბუნდოვანი ემოციური ტექსტები, რომელიც გულის მოფხანის და (მაქსიმუმ) აპლოდისმენტების იქეთ არ მიდის. არაა ახლა დრო საკუთარი თავის მოწონების პროცესში, დროა პროცესის მოწონების საკუთარ თავში. სამშობლოს გადარჩენის დროა და არა აპლოდისმენტების. ბრძოლის დროა და არა პროცესით ტკბობის. რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ტრამპმა ზღვარი გაავლო ამერიკასა და ამჟამინდელ ევროპას შორის. ის მარტო დატოვა უკრაინის ომში და დრო მისცა ლიბერალური ღირებულებების გადასაფასებლად. ეს კი ორი მთავარი გზავნილია...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე დონალდ ტრამპის პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ორი ძირითადი მესიჯი უკრაინაში ომის დასრულება და ღირებულებების გადაფასებაა, ქართული ოპოზიცია კი არც ერთ სტანდარტში არ ჯდება. „ისინი ალბათ, ტრამპსაც მონურ მორჩილებას შესთავაზებენ, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი ღირებულებებით მართავს პოლიტიკას, მისთვის პარტნიორობაც ამას უნდა ეფუძნებოდეს“, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ქართული ოპოზიცია ისევ უკრაინისა და ლგბტ თემის დროშებს აფრიალებს - ეს კი ვერ იქნება მათი სავიზიტო ბარათი აშშ-ს ახალ პრეზიდენტთან. თამარ ჩიბურდანიძის თქმით, დონალდ ტრამპი ამჯერად მაკკეინის ჯგუფთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს, მათ შორის, არც საქართველოსთან მიმართებით, მითუმეტეს როდესაც ვიქტორია ნულანდი ჩვენს რეგიონში აშშ-ს პოლიტიკას აღარ განაგებს. ექსპერტის განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის მოლოდინები დონალდ ტრამპის მიმართ ფუჭია და ეს ყველაფერი მათ წაგებულ თამაშზე მიუთითებს. „ამერიკის ახალი პრეზიდენტის ყველა განცხადება ევროკავშირზე, გაფრთხილებაა მათ მიმართ. ევროპა ან გაითვალისწინებს მის შეხედულებებს, ან არა და დარჩება მისი მუდმივი, ყველაზე დიდი პარტნიორის გარეშე. დღეს თუ სადმე დუღს პოლიტიკა, ყველაზე მეტად სწორედ ევროპაში. ტრამპმა ზღვარი გაავლო ამჟამინდელ ევროპასა და ამერიკას შორის. ის მარტო დატოვა უკრაინის ომში და დრო მისცა ლიბერალური ღირებულებების გადასაფასებლად. ტრამპს ორი ძირითადი მესიჯი აქვს: - უკრაინის ომი უნდა დასრულდეს და მოხდეს ღირებულებების გადაფასება, ჭეშმარიტი ფასეულობების უპირატესობით. არც ერთ და არც მეორე სტანდარტში ქართული ოპოზიცია არ ზის. ისინი კვლავ უკრაინის და ლგბტ დროშებს აფრიალებენ. ეს კი ვერ იქნება მათი სავიზიტო ბარათი ამერიკის ახალ პრეზიდენტთან. ამის სანაცვლოდ ისინი ალბათ, ტრამპსაც მონურ მორჩილებას შესთავაზებენ, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი ღირებულებებით მართავს პოლიტიკას, მისთვის პარტნიორობაც ამას უნდა ეფუძნებოდეს. აქედან გამომდინარე, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ხელისუფლება ყველაზე დიდ სიურპრიზს დონალდ ტრამპისგან მიიღებს, მხოლოდ მათ წაგებულ თამაშზე მიუთითებს. ოპოზიცია მაკკეინის ფრთის ქვეშ არის, ტრამპის გუნდი კი ბევრად უფრო ძლიერია და მისთვის ვეღარ იქნება გასათვალისწინებელი მაკკეინის იდეები. თუკი პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპმა ბევრი რამ დათმო მაკკეინის ჯგუფთან, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით, ის ამჟამად აღარ დათმობს ამ ხაზს და ეცდება პირდაპირი კავშირი ჰქონდეს ჩვენს ხელისუფლებასთან. მითუმეტეს, სააკაშვილის პირადი მეგობარი ვიქტორია ნულანდი აღარ განაგებს ამერიკის პოლიტიკას ჩვენს რეგიონში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოპოზიციის მოლოდინები ფუჭია და რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას, მით უკეთესი იქნება მათივე იმიჯისთვის, რომელიც უკვე ისედაც განადგურებული აქვთ”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ზუსტად ვიცი, რას და რატომ აკეთებს ჩვენი გუნდი ამ ქვეყნისთვის და ისიც ვიცი, რომ ისტორია ამას სწორად შეაფასებს – კახა კალაძე

"მე ზუსტად ვიცი, რას და რატომ აკეთებს ჩვენი გუნდი ამ ქვეყნისთვის და ისიც ზუსტად ვიცი, ისტორია ამას სწორად შეაფასებს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანაში ბოლო ხანებში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული, მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს. "ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ საქმეზე. სამწუხაროდ, მომიწია ასევე გამეკეთებინა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა დედაქალაქში წინა დღეების განმავლობაში. ვერაფერს ვიზამთ, სამწუხაროდ, ასეთია დღეს მოცემულობა. მე ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის; ზუსტად ვიცი, რას და რატომ აკეთებს ჩვენი გუნდი ამ ქვეყნისთვის; ზუსტად ვიცი, ისტორია ამას სწორად შეაფასებს, მიუხედავად იმისა, ვინ რა ეპიტეთებით ვამკობთ დღეს ერთმანეთს და რა განცხადებებს გავაკეთებთ ერთმანეთის მიმართ. ისტორია, რა თქმა უნდა, ყველაფერს სწორად შეაფასებს. ეს ყველაფერი ჩაივლის, ყველაფერი იმაზე მალე დალაგდება, ვიდრე ბევრს ჰგონია და საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული, მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს. საქართველო იქნება ევროპის ნაწილი, თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული დედაქალაქი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოსახლეობას მივულოცო დამდეგი ახალი წელი, ვუსურვო უპირველეს ყოვლისა მშვიდობა, გამარჯვება და კეთილდღეობა", - განაცხადა თბილისის მერმა.

ხალხი თუ ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე, მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება -სააკაშვილი

ხალხი თუ ჩამოგვყავს რეგიონებიდან მაგალითად, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე, თუ ძალიან ბევრ ხალხს ვკრიფავთ, ეს არის იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ხალხი ერთ წრეზე არ უნდა ატარო. „ვიდრე ხალხი არის ქუჩაში, არის იმედი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, მაგრამ ხალხი ქუჩაში უსასრულოდ არ უნდა იყოს. ხალხს სჭირდება შედეგი, ერთ წრეზე სიარული არ უნდა დავუშვათ. თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრ ხალხს ვკრიფავთ, ეს არის იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ. მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება. საბოლოო ჯამში, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. არ უნდა გაგვისხლტეს ხელიდან ეს გამარჯვება. საქართველო იმსახურებს და მიიღებს ბევრად მაგარ მომავალს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

თბილისში 16 წლის ბიჭის დაჭრეს – დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი 14 წლის მოზარდია

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. სავარაუდო თავდამსხმელი 14 წლის მოზარდია. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, 16 წლის გიორგი ბლიაძეს თავს რამდენიმე პირი მაშინ დაესხა, როცა ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა. თავდამსხმელებს, ერთი პირის გარდა, სახეზე ნიღაბი ჰქონდათ ჩამოფარებული. დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი და ეჭვმიტანილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარსულშიც მოხდა, თუმცა მაშინ ეჭვმიტანილზე სამართლებრივი დევნა მისის ასაკის გამო არ განხორციელდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი მოზარდი სასწავლებლად სხვა სკოლაში გადავიდა, ის 16 წლის გიორგი ბლიაძეს რამდენჯერმე ჩაუსაფრდა. გარდა ამისა, როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას დაჭრილის დედა ამბობს, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 წლის მოზარდი მასაც აედევნა. დაჭრილი, ამ დროისთვის პირველ სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გაიჩხრიკა ეჭვმიტანილის სახლი, საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა დაჭრილის დედა და ძმა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დააკავეს. მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებოთ გამოძიება სისხლის სამარტრლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინმარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები