მოლოდინი არის, რომ სავარაუდოდ დამაკავებენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„წინასწარ მქონდა გაცხადებული, რომ არ ვაპირებ ამ რეჟიმის მიერ დაწესებული რაღაც უგუნური განცხადებების შესრულებას. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ მასკარადში მივიღო მონაწილეობა.
ჩემმა ადვოკატმა მოითხოვა რამდენჯერმე თეა წულუკიანის მოსვლა აქ, რომ აეხსნა, რა უნდა საერთოდ, რატომ მეძახის რაღაც მასკარადში. ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი, რამდენჯერმე გავასაჩივრეთ ეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.