შაბათი, ივნისი 7, 2025

ზურაბ ჯაფარიძე – მარშები არ პიარდებოდა წესიერად, არც TV-ებში, არც სოცქსელებში, არ ვიცი, ამის მიზეზი რა იყო, მაგრამ ეჭვი მაქვს, ისევ სტანდარტული „გრუზინული“ ეჭვიანობა, კონკურენცია, უნდობლობა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს.

ჯაფარიძის წერილი მის სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული.

„აქედან ტვინს ბევრს არ მოვ*@%ავ რამდენიმე მიზეზის გამო: პრაქტიკულად, გონზე არ ვარ გარეთ რა ხდება. კი, ადვოკატები მაწვდიან ინფორმაციას ყველაზე მნიშვნელოვან ამბებზე. კი, თუ TV-ს ქონის უფლება მომცეს, ნიუსებს მივადევნებ თვალს ყოველდღიურად, მაგრამ ეს ის საკმარისი ინფორმაცია არ არის, რაც მე მჭირდება დასკვნების გასაკეთებლად და მით უმეტეს, რჩევების მოსაცემად.

ბევრი სხვა სახის ინფო მჭირდება, რომელიც გარეთ „პოლიტიკოსისთვის“ ხელმისაწვდომია, აქ კი არა.

ინფორმაციის იმ მოცულობას, რომელსაც თავისუფლებაზე იღებ ყოველდღიურად, აქ ვერც ადვოკატი შემოგიტანს და ვერც TV მოგაწვდის (რომელსაც გარეთ დიდი ხანია აღარც ვუყურებ).

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტერნეტთან არ გაქვს წვდომა, რაც ამ დროში განცდას გიჩენს, რომ დიდი მოცულობის external drive გამოგაძრეს ან საყოველთაო გონს მოგწყვიტეს.

მინახავს ადამიანს რომ დაიჭერენ ხოლმე, საკნიდან იწყებენ ხოლმე ჭკუის დარიგებას, თითქოს აქედან უკეთ ჩანდეს რა ხდება ქვეყანაში და რა არის გასაკეთებელი. არ ჩანს. პირიქით. ერთადერთი, ერთადერთი!!! უპირატესობა რაც აქ გაქვს, ფიქრის დროა. იფიქრე რამდენიც გინდა, არ არსებობს distraction. მაგრამ ეს ვერ აკომპენსირებს, რაც ზემოთ დავწერე იმას.

ხელით წერას გადავეჩვიე. დიდი ხნის წინ ვამბობდი, ხელით წერა გაქრებათქო და აჰა, carma is a bitch. თუმცა, მეგონა უფრო გამიჭირდებოდა, ბევრი გადასასწორებელი მექნებოდა და მოკლედ დავწერდი. ყველაფერში ვცდებოდი. ახლა მთავარია ეთომ გაარჩიოს რას ვწერ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე (რადგან ხელით ვწერ, ბარემ ასეთებსაც გამოვიყენებ) მარტო იმას დავწერ, რაც გარეთაც სწორი მეგონა და ახლაც 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ სწორია:

1. რუსთაველის პროტესტი

პირველი ამას ვწერ იმიტომ, რომ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია დღეს. ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება საჯარო გამოხატვის ფორმები იმისა, რომ არ დავნებდით და ვიბრძვით. არსად სხვაგან ეს არ ჩანს, ისე, როგორც საღამოობით რუსთაველზე.

პოლიტიკოსის ჩატარებული ბრიფინგი, ან თუნდაც დაჭერილი პოლიტიკოსი მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ვიღაც „პოლიტიკოსი“ იბრძვის.

რუსთაველი აჩვენებს, რომ ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, თუნდაც პოლიტიკოსების გარეშე.

ყველა, ვინც ამის საწინააღმდეგოს წერს, ყველა, ვისაც ეს არ ესმის, რუსთაველზე არ ყოფილა დიდი ხანია.

ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, როგორც უნდა ისე იბრძოლოს, სხვანაირად დაორგანიზდეს, მაგრამ რუსთაველი უნდა შენარჩუნდეს როგორც გამოხატულება იმისა, რომ მიუხედავად მოწყობილი ჯოჯოხეთისა, არ გავტყდით და ვაგრძელებთ ბრძოლას.

2. სალომე ზურაბიშვილი

ტყუილად არ ვწერ მეორედ ამ პუნქტს, ამდენად მნიშვნელოვანი მგონია. ცოტა ვინმე ყოფილა უფრო კრიტიკული სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ვიდრე მე ვიყავი წლების განმავლობაში, მაგრამ:

ა) ჩვენ გვჭირდება რაიმე ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტი. გარეთ სამუშაოდ გვჭირდება. ასეთი მხოლოდ ერთი გვაქვს ამ წუთას.

keep institutions alive – არის ფრაზა, რომელიც ხშირად მომისმენია ჩვენი მეგობრებისგან. სალომე ვერ იქნება ისეთი ქარიზმატული, რომ მასები დაძრას, ვერც საუკეთესო მოდებატე გახდება ქართულად და ვერც ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებს მოჰყვება სხაპა-სხუპით. ასეთი არც არავინაა, მაგრამ მას შეუძლია დასავლეთს ელაპარაკოს, როგორც ერთადერთმა ლეგიტიმაციის მქონე პირმა და ელაპარაკოს მათთვის გასაგებ ენაზე. ესაა მისი როლი და ნუ მოსთხოვთ დიმიტრი გელოვანობას. ყველას საკუთარი ფრონტის ხაზი აქვს.

ბ) მე არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება.

მე მჯერა, რომ ჩვენ ახლა რუსეთს ვებრძვით. ბომბები არ ცვივა, მაგრამ ბევრი ტყუილი ცვივა და თუ არ დაიჯერებ და წინააღმდეგობას გაუწევ, მინივენში გაწამებენ ნიღბიანი ტროგლოდიტები. ამის დამარცხება შეიძლება მხოლოდ ძალით. ძალა ერთობაშია. ძაღლს ჯაჭვით აბამენ.

თუ სადმე არსებობს ძალების გაერთიანების პოტენციალი, ეს ისევ სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმაა“.

ვისაც რა უნდა ის აკეთოს, ვისაც როგორ წარმოუდგენია ისე იბრძოლოს, ამ რეალობაში, ყველაფერი მოსულა, ჩემი აზრით. მაგრამ პოლიტიკურმა პროცესმა და პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა საბოლოო ჯამში თავი უნდა მოიყაროს ერთ ადგილას, და სხვა უკეთესი ადგილი, ვიდრე „წინააღმდეგობის პლატფორმაა” ვერ შევქმენით ამ წუთის მდგომარეობით.

გ) თავს ვერ დავდებ, რომ ადამიანებში საოცრად ვერკვევი და ჩემი პოლიტიკური ცხოვრება უფრო ალბათ საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან ჩემი არც თუ ისე ინტენსიური ურთიერთობის შედეგად გამიჩნდა განცდა, რომ ის ვერ იტანს რუსეთს. დარწმუნდა, რომ ქოცები რუსები არიან. ძალიან გაბრაზებულია, რომ რუსეთს მისცა საშუალება ის გამოეყენებინათ მანამ, სანამ ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენდნენ. ეს ბრაზი მგონია, რომ გამოსაყენებელია. გარეთ ალბათ ამ მესამე პუნქტს არ დავწერდი საჯაროდ, მაგრამ აქედან მოსულა მგონი.

3. სასამართლო

სასამართლო დღეს არის ადგილი, სადაც ბოროტებას შეგიძლია ჩახედო თვალებში. აქ იყრის თავს რეჟიმის ტყუილები და აქ აღსრულდება ყველაზე დიდი ბოროტება – უდანაშაულო ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს. სიცოცხლის დაკარგვა მხოლოდ სიკვდილი არაა. ნებისმიერი ჯარიმა, რომელშიც ათასებს ახდევინებენ ადამიანებს – დაკარგული სიცოცხლეა, რადგან იმ ფულის გამოსამუშავებლად ვიღაცებმა საკუთარი სიცოცხლის დრო დახარჯეს.

ნებისმიერი წუთი, დღე, კვირა, თვე, წელი თავისუფლების გარეშე – დაკარგული სიცოცხლეა, ან სიცოცხლის ნაწილი მაინც. ეს ხდება დღეს, ყოველდღე სასამართლოში – ტყუილების გამო ადამიანებს აკარგინებენ სიცოცხლეს.

მე არ მჯერა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებს საზოგადოება, რომელიც არ აფასებს ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს ამ ბრძოლაში. ამიტომ მგონია პოლიტიკური ტყვეების სასამართლოებზე სიარული მნიშვნელოვანი.

4. ყოველკვირეული მარშები

ვიქენდზე მარშები გახდა წინააღმდეგობის საჯარო დემონსტრირების მეორე რეგულარული ფორმა, რუსთაველის ყოველდღიური პროტესტის შემდეგ. აქ მთავარი სიტყვა „რეგულარულია“. თუ მოხერხდა ამ მარშების შენარჩუნება და ყოველ ვიქენდზე ორგანიზება, იქნება ძალიან კარგი. მაგრამ 2 პრობლემას ვხედავდი, სანამ გარეთ ვიყავი:

ა) ეს მარშები არ პიარდებოდა წესიერად, არც TV-ებში და არც სოც.ქსელებში. არ ვიცი, ამის მიზეზი რა იყო, მაგრამ ეჭვი მაქვს, ისევ სტანდარტული „გრუზინული“ ეჭვიანობა, კონკურენცია, უნდობლობა და ა.შ. ყ*%@ბა მოკლედ.

ბ) ჩემპიონები ვართ ერთმანეთის ენთუზიაზმში ჩა%მაში. საკმარისია, ვინმემ რამე ინიციატივა გამოიჩინოს და ეგრევე იწყება: რატომ მარში? რატომ იქიდან აქეთ და არა აქედან იქეთ? რატომ შუადღისას? რატომ კვირას? მე რატომ არ მითხრეს, რომ გეგმავდნენ? რატომ არ შეიძლება ჩემი გრიზლი წამოვიყვანო? არ იკბინება…

ლენონივით კი გამომივა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ნაცვლად ყველაფერში ჩაჯმისა, ყველა ყველას ყველაფერში ვეხმარებოდეთ, რითიც შეგვიძლია, მათ შორის, მარშზე მისვლითაც. ეგრე უფრო მალე მოვიგებთ, თუ ასე? („ბალანდა“ მოვიდა:))

5. პოლიტიკოსები

დაჭერამდე სადღაც სტატუსი დავწერე, სადაც ვამბობდი, რომ პოლიტიკოსებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავიანთი პრობლემებით და პასუხისმგებლობებით. ვიღაცამ დამიკომენტარა არაო, პოლიტიკოსებს პრივილეგიები გაქვთ და მეტი მოგეთხოვებათო.

მერე ვფიქრობდი, რა პრივილეგიები მაქვს ან მქონიათქო და ვერაფერი გავიხსენე, გარდა იარაღის ტარების უფლებისა (რომელიც ორჯერ შემიჩერეს 3-3 წლით)

ეს ტრენინგებზე ნასწავლი წარმოდგენები პოლიტიკოსებზე პრობლემა მგონია. სადღაც ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ფორმულა ალბათ სწორი იქნებოდა: პრივილეგიები = მეტი პასუხისმგებლობა. მაგრამ აქ, ამ მოცემულობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, რა პრივილეგიებზეა ლაპარაკი?

ყველა პოლიტიკოსი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა, ვისაც აშინებენ, ემუქრებიან, აჯარიმებენ, ცემენ, სამსახურიდან აგდებენ, კვერცხებს ესვრიან, „ზელიონკას“ ასხამენ, იჭერენ და ა.შ ეს არის დღეს ნებისმიერის გარდაუვალი ხვედრი, ვინც რეჟიმს წინააღმდეგობას უწევს.

სადაა აქ პრივილეგია? რომელ ავტორიტარულ რეჟიმში არსებობს პრივილეგიები ოპოზიციური პოლიტიკოსებისათვის?

მოგწონთ პოლიტიკოსები თუ არ მოგწონთ, ამ ბრძოლაში წინა ხაზი მაინც მათზე გადის. ეგ ხაზი თუ ჩამოიშალა, უკანა ხაზების გადათელვა რეჟიმისთვის გაცილებით იოლი იქნება. აი, ჩუმად ვინც არიან და ჰგონიათ, რომ ასე გადარჩებიან, შემდეგი ეგენი იქნებიან გარანტირებულად. ჟანრის კანონია.

თუ არ გავჩერდი, ვხვდები, რომ დაუსრულებლად შემიძლია. აქ სულ დადიხარ, ფიქრობ, აზრები მოგდის და მოწეულზე რო გგონია, ყველა აზრი გენიალურია, ეგრე ხარ:) არ ვიცი რატომ. ტვინს არ მოვტ*%@ავთქო ამით დავიწყე და მაინც ვქენი:)

მადლობის თქმა ვერ მოვასწარი იმ ხალხისთვის, ვინც ჩემს პროცესზე მოვიდა, ამიტომ აქედან გეტყვით: უღრმესი მადლობა!

ჯამში ნორმალურად ვარ, როგორც შეიძლება აქ იყო. ბევრს ვკითხულობ. გავიხსენე, რა მაგარი გრძნობაა წიგნს დილით რომ დაიწყებ და საღამოს დაამთავრებ, რომ არ გამოხვალ იმ სამყაროდან. შევ#&ი playstation-ს. ბოლოს ალბათ 30 წლის წინ თუ მოვახერხე ასე.

ეს „დრო გექნება“, „დაისვენებ“ სირობაა, არ დაიჯეროთ. დროს მაშინ აქვს ფასი, როცა შენს ნებაზე განკარგავ. დასვენებაც მაშინაა დასვენება, როცა შენ გადაწყვეტ რომ დაისვენო. ძალით დასვენების დდშვც და შევე%ი ასეთ დროს BigBang-დან მოყოლებული. თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ.

P.S სასამართლოს დადგენილება ჩამბარდა აქ, 5,000 ლ 4 თებერვალს გზა გადაკეტეო. გამიშვით! ვიხდი!:)”,- აღნიშნულია ჯაფარიძის წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს…“ – ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე

ხაშურში, მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.ნანა ხიხაძე თბილისში გამოიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად.ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების და მისი დედის სავარაუდო მოწამვლის მიზეზი კვლავ უცნობია.დავით ჩიქოვანის თქმით ლუგარის ლაბორატორიამ საკვების ნიმუშების წარდგენაც მოითხოვა.,,გუშინ გავაგზავნეთ ნაცხები პირღებინებიდან და კუჭიდან, შემდეგ მოითხოვეს საკვების ნიმუშებიც. დღეს უკვე ეს დამატებითი მასალები გავაგზავნეთ. ამ ეტაპზე, კვლავ უცნობია მომხდარის მიზეზი. ლუგარის ლაბორატორიიდან დასკვნას ველოდებით“, - ამბობს ჩიქოვანი.შეგახსენებთ, გუშინ ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი - კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 9 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ვარდისფერ ფერებში დაიწყო…” – თათია შარანგია მიმართვას ავრცელებს

პიანისტი, თათია შარანგია, რომელიც იუბილარი იყო, საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის."უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, იმ სითბო და სიყვარულისთვის, რაც უდიდეს ძალას მაძლევს. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც არის ჩემი ცხოვრების საყრდენი და საჩუქარი. მადლობა სამყაროს, რომელიც ჩემს მიმართ ძალიან კეთილად არის განწყობილი, პასტელურ, ვარდისფერ ფერებში დაიწყო ჩემი 36!"

რა ინფორმაციას წერს ტრამპი სოციალურ ქსელში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები მომავალ კვირას ლონდონში სავაჭრო საკითხების განსახილველად შეხვდებიან.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები ჩინეთთან ლონდონში 9 ივნისს უნდა გაიმართოს.ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლატნიკი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი.„შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 1 მგზავრი, 26 დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.კონიას გუბერნატორის განცხადებით, ავარიასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მედიის ცნობით, ავტობუსი მერსინიდან კონიაში მიემართებოდა.ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საინფორმაციო ომების წინააღმდეგ ერთიანდებიან

ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა და ლორდთა პალატის წევრებს. ევროპარლამენტარებმა ორი დღის განმავლობაში, ონლაინ უსაფრთხოების, დეზინფორმაციის და მედიაწიგნიერების საკითხები BBC-სთან და კომუნიკაციების ოფისთან (Ofcom) ერთად განიხილეს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია ნათქვამი.ვიზიტის შემდეგ, ევროპის დემოკრატიული ფარის სპეციალური კომიტეტის EUDS-ის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატალი ლუიზემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ."დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი იზიარებენ ჩვენი დემოკრატიების დასაცავად ერთნაირ აუცილებლობას. ჩვენ, ასევე ვიზიარებთ იგივე მიზნებს ძლიერი დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადობის აღდგენის შესახებ. EUDS-ის ვიზიტი, 2025 წლის 19 მაისს გაერთიანებული სამეფო-ევროკავშირის სამიტიდან ორი კვირის შემდეგ გაიმართა, რასაც ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა. ამაღელვებელია განახლებული ენერგიის ხილვა, ეფექტური თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისთვის.ამ მისიის შედეგი ნათელია - ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, რათა გამოავლინონ, თავიდან აიცილონ და ეფექტურად დაუპირისპირდნენ საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საინფორმაციო ომს და ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ საერთო მოწინააღმდეგეების თავდასხმებს. ამავდროულად, უნდა გავამყაროთ ჩვენი მოქალაქეების ნდობა", - განაცხადა ნატალი ლუიზემ.

ბოლო სიახლეები