„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან გირაოს გადახდის საკითხს ეხმაურება.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჯაფარიძე წერს, გირაოს გადახდის გამო ადამიანების დამუნათება არასწორია.
„პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით. გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი. ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით. ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში“, – წერს ჯაფარიძე.