ორშაბათი, მარტი 10, 2025

ზურაბ ქადაგიძე კაია კალასის განცხადებაზე: პუტინის ინტერესები რაც არის, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და თქვენ როდიდან გაარკვიეთ, სანქციების პარალელურად თქვენი ქმარი რუსეთში ბიზნესს რომ აწარმოებდა, თუ მას შემდეგ, რაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარი ბინძური პოლიტიკა დაგანახათ?

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად, პუტინს არ აინტერესებს მშვიდობა და ევროკავშირმა სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

ქადაგიძის განცხადებით, პუტინის ინტერესები რაც არის, საქართველოს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, თუმცა, საინტერესოა, კაია კალასმა როდიდან გაარკვია რუსეთის პრეზიდენტის ინტერესები.

“პუტინის ინტერესები რაც არის, ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და თქვენ როდიდან გაარკვიეთ ქალბატონო, ყველა სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა როცა დაბლოკეთ, სამი წლის განმავლობაში ვერაფერი დაუპირისპირეთ და სანქციების პარალელურად – თქვენი ქმარი რუსეთში ბიზნესს რომ აწარმოებდა თუ მას შემდეგ, რაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სარკეში ჩაგახედათ და საკუთარი ბინძური პოლიტიკა დაგანახათ? რომელი უფრო დიდი ნაძირალაა – ეს ესტონელი “ჩარჩი” თუ ტერორისტების დაქალი, გერმანელი “ენჯეოშნიცა” – ბერბოკი? – საკითხავი ეგ არის.” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„საქართველოში ხდება და ყურადღებით იყავით!“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 9 მარტით თარიღდება. ეზოტერიკოსი მრავალ საკითხზე საუბრობს და მსმენელს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.ვრცლად ↓

📽️გულით, გულით უნდა გიყვარდეს ღმერთი…როცა შემოგთავაზებენ უღალატე ღმერთს ან მოგკლაო, ან ბევრ ფულს მოგცემ და უღალატეო, შენ, ისე უნდა ქნა რომ ფულზე უარი თქვა,...

მამა შალვა კეკელიას შვილის ემოციური ვიდეოგულით, გულით უნდა გიყვარდეს ღმერთი. როცა შემოგთავაზებენ უღალატე ღმერთს ან მოგკლაო, ან ბევრ ფულს მოგცემ და უღალატეო, შენ, ისე უნდა ქნა რომ ფულზე უარი თქვა, რადგან ყველაზე დიდი ჯილდო ღმერთთან ყოფნაა და როცა შენ მაგას შვები, ღმერთთან მიდიხარ და უფრო დიდი ჯილდოა ვიდღე ფული.

ჯაბნიაშვილი ავსტრიის გრანპრის გამარჯვებულია

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი უნდა გამართულიყო, მაგარამ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი ტურნირს ტრავმის გამო ჩაეხსნა და შეჯიბრის გამარჯვებული 21 წლის გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა.დღევანდელი ფინალურ ბლოკის ბოლოს გურამ თუშიშვილი ავსტრიის გრანპრის ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს შეხვდება. კიდევ ერთი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა გასული ორი საშეჯიბრო დღე უმედლოდ დაასრულა.

დონალდ ტრამპი-უკრაინა „შესაძლოა, ვერ გადარჩეს“ რუსეთთან ომში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა „შესაძლოა, ვერ გადარჩეს“ რუსეთთან ომში, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან გაწეული დახმარებისა.ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.„ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა შესაძლოა, ვერ გადარჩეს. ის ომი არ უნდა მომხდარიყო და ის მოხდა. ასე რომ, ახლა ჩვენ ამ არეულობაში გავიჭედეთ“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობდა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებაზე, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა შეიძლება, ვერ გადარჩეს.დონალდ ტრამპის თქმით, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ისეთი მკაცრი, როგორიც თავად. ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ის მოსკოვის მხარეზე დადგა.„მე ვფიქრობ, რომ ვიყავი ძალიან მკაცრი რუსეთის მიმართ, უფრო მკაცრი, ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა. მე ვარ ის, ვინც შეაჩერა რუსული გაზსადენი, ნორდ სტრიმ 2. მე შევაჩერე ის. ბაიდენი მოვიდა და მან დაამტკიცა ის. მე ვარ ის, ვინც რუსეთს სანქციები დაუწესა. მე ვარ ის, ვინც ჯაველინები გასცა რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან მკაცრი ვიყავი, მაგრამ პუტინთან კარგად ვმეგობრობდი. ბაიდენი არ ყოფილა მკაცრი. ბაიდენს არაფერი გაუკეთებია. სუსტი, პათეტიკური კაცი იყო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ახერხებს კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე კიმ ჩენ ინთან და სი ძინპინთან. ამასთან, მინერალების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, შეთანხმება გაფორმდება. Fox News-ის წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა ის ვოლოდიმირ ზელენსკის დაბრუნებას და მინერალების შეთანხმების ხელმოწერას, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ასე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, ეს მოხდება“.დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებმა – 100 მილიარდი დოლარი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს დისბალანსი მიუღებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა კონფლიქტთან და, შესაბამისად, მეტ საფრთხეშია, ვიდრე ამერიკა, რომელსაც ოკეანე აშორებს.„ბაიდენს არასდროს უნდა გამოეყო 350 მილიარდი დოლარი. მას უნდა გაეთანაბრებინა ევროპასთან. როგორ შეიძლება ეს, როცა ჩვენს შორის ოკეანეა. ჩვენ არ ვართ ისეთ საფრთხეში, როგორშიც ისინი არიან. ისინი არიან გაცილებით დიდ საფრთხეში, თუ თქვენ ამას საფრთხეს უწოდებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ და ამით რუსეთს უფრო მეტ ფულს აძლევენ, ვიდრე უკრაინისთვის დახმარებაზე ხარჯავენ.

ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერილ კანდიდატს რუმინეთის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს – მედია

კალინ ჯორჯესკუ რუმინეთის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. გადაწყვეტილება რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ მიიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ მიზეზს მოგვიანებით განმარტავენ.ჯორჯესკუმ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. "ერთად ვუჭერთ მხარს ტრამპი-ვენსის ადმინისტრაციას ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, კერძოდ, მშვიდობის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის", – განაცხადა ჯორჯესკუმ.ცნობისთვის, რუმინეთში, კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ, გამოძიება ექვსი სხვადასხვა ბრალდებით მიმდინარეობს. მათ შორისაა ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და საარჩევნო დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს.რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. 22%-ით, დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. მოგვიანებით, არჩევნებში რუსეთის შესაძლო გავლენის შიშის გამო, ეს შედეგები გააუქმეს.რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისსაა ჩანიშნული.

ბოლო სიახლეები