ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025

ზურაბ სიხარულიძე – ნარკოპოლიტიკა საართველოში ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ნარკოპოლიკად, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რომელ ლიბერალურ პოლიტიკაზეა საუბარი

მე არ ვიცი, როდის არ იყო ამ ქვეყანაში მკაცრი ნარკოპოლიტიკა, – ასე უპასუხა ექიმმა ნარკოლოგმა, ზურაბ სიხარულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, იყო თუ არა საჭირო ნარკოპოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც დღეს არსებობს ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით.

„ნარკოპოლიტიკა საართველოში ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ნარკოპოლიკად და შესაბამისად, ჩემთვის ცოტა გაუგებარია და ყოველთვის გაუგებარი იყო, რომელ ლიბერალურ პოლიტიკაზეა საუბარი. ერთადერთი ლიბერალიზმი შეიძლება, ჩაითვალოს და ისიც იყო საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მარიხუანასთან დაკავშირებით, რაც დღესაც არსებობს და დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა შემდგომ გარკვეული კანონები იქნა მიღებული, რომელიც ამკაცრებდა მარიხუანას მოხმარებას ღია სივრცეში, რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო“, – განაცხადა სიხარულიძემ.

მისი თქმით, გასაღება საქართველოში ისედაც მკაცრად ისჯებოდა, 12 წლით, ან უვადო პატიმრობით და თუ ახლა 15 წელი გახდება, მისი აზრით, ეს მნიშნელოვნად არ შეცვლის რეალიზატორთა დამოკიდებულებას რეალიზაციასთან დაკავშირებით.

„მე არ ვთვლი, რომ ახლა ორი წლით რაღაც ვადის მომატება გასაღებასთან დაკავშირებით რაღაცას შეცვლის“, – განაცხადა სიხარულიძემ.

როგორც ექიმმა ნარკოლოგმა განაცხადა, ქვეყანაში ვერასოდეს ვერ დადგინდა ის მინიმალური დოზა, რის გამოც მომხმარებელი არ უნდა წავიდეს ციხეში.

„ანუ, ამწუთას დიდი საშიშროება დგება, რომ ადამიანს, რომელსაც არა გაყიდვისთვის, გასაღებისთვის, თუ გადაცემისთვის, არამედ პირადი მოხმარებისთვის ექნება რაღაც გარკვეული რაოდენობა და ისჯებოდა მინიმალური რაოდენობით ეს რაოდენობა, ახლა ეს რაოდენობები განახევრდა და არა რეალიზატორი, არამედ ამ კანონში მოხვდება მომხმარებელი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ კანონში, ამ გამკაცრებაში და დოზების შემცირებაში. როგორც მე ვიცი, ჰეროინის დოზა თუ იყო დიდი ოდენობა 1 გრ, ახლა გახდა 0,5გრ. ერთი გრამიც დღეს არაფერი ოდენობა არ არის რეალურად ადამიანისთვის, რომელიც დამოკიდებულია. დღე-ღამის განმავლობაში კი, შეიძლება, მაღალი დოზაა, მაგრამ დავუშვათ, ევროპაში ნახევარი გრამი ჰეროინი პირადი მოხმარებისთვის საშუალო დოზად ითვლება“, – განაცხადა სიხარულიძემ.

როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია გადაცემის ცნება, რომელიც შემოდის და გახდა ასევე ძალიან მკაცრად დასჯადი, თუმცა, რა თქმა უნდა, არის დადებითი მხარე ამ კანონში ის, რომ გასაღება და კომერციული მიზნით გასაღება ერთმანეთისგან გაიმიჯნა, თუმცა სასჯელი ორივე შემთხვევაში არის.

„მე ვთვლი, რომ დამდებების მიმართ საერთოდ, ზოგადად უნდა შეიცვალოს მიდგომა და უფრო მეტად უნდა იყოს მათთან პრევენციული მუშაობა, ამ ტიპის ახალგაზრდებთან. სასჯელით ვერ შეაშინებ რეალიზატორს, სამწუხაროდ. ნარკობიზნესს სხვა კანონები აქვს და შავ ბაზარს სხვა კანონები“, – განაცხადა სიხარულიძემ.

მისივე თქმით, კანონის გამკაცრებით ცდილობენ, მიწოდება შეამცირონ, თუმცა, რაც არ უნდა ვებრძოლოთ მიწოდებას, თუ მოთხოვნა იქნა, მიწოდება არ შემცირდება.

ამასთან, ექიმმა ნარკოლოგმა თქვა, რომ მომხმარებელი დღეს ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგას და ამ გამკაცრებამ შეიძლება, ბაზარზე გააჩინოს ძალიან მძიმე და ცუდი ხარისხის ნარკოტიკები, რომლებიც ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი იქნება.

„შესაბამისად, როგორც კი დეფიციტი შეიქმნება, რაც წინა ხელისუფლების დროს ნულოვანი ტოლერანტობის შემთხვევაში მოხდა, გაჩნდა სააფთიაქო ნარკომანია, რამაც დაღუპა ქვეყანა და დღესაც გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც ახლაც დამოკიდებულია სააფთიაქო ნარკოტიკზე და დღესაც გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც სააფთიაქო ნარკოტიკი იყიდება არალეგალურად“, – განაცხადა სიხარულიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა მაღალი მოთხოვნა და როგორ უნდა შემცირდეს ის, ზურაბ სიხარულიძემ განაცხადა, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია და კანონის გამკაცრება არ არის ორიენტირებული მის შემცირებაზე.

„მოთხოვნის შემცირება არის რამდენიმე კომპონენტი, ეს არის რეაბილიტაცია, მკურნალობა, ზრუნვა, ზიანის შემცირება, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ამ ქვეყანაში და ეს არის პრევენცია. ეს კოპონენტები თუ ერთმანეთთან არ იქნა გადაბმული და ჩვენ მარტო მიწოდებას ვებრძოლეთ, აბსოლუტურად არასწორია“, – განაცხადა სიხარულიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„იერუსალიმში სალოცავად ჩადიოდა, ბინა კი ხატებით ჰქონდა სავსე…“ – ვინ იყო, კაცი რომელმაც ქალიშვილები გააუპატიურა და მათივე ხელით მოკვდა

ვინ იყო მიხაილ ხაჩატურიანი - კაცი, რომელიც ქალიშვილებზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა და რომელიც ქალიშვილების ხელითვე მოკვდა.ბიოგრაფიახაჩატურიანის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ის ბაქოში დაიბადა, 80-იანი წლების ბოლოს კი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ახალგაზრდობაში მიხაილ სერგეევიჩი მსახურობდა ავღანეთში.ოფიციალური სამსახურის გარეშე მან იყიდა ორი ბინა ერთი კორპუსის სხვადასხვა სართულზე და გააერთიანა.მეზობლებს იგი ერთგვარ ადგილობრივ „კრიმინალურ ავტორიტეტად“ მიაჩნდათ. მიხეილ ხაჩატურიანი კონფლიქტური პიროვნება იყო, მან ერთ-ერთ მეზობელს ფეხებში ესროლა.ინტერნეტში მრავლადაა ფოტოები, სადაც მიხეილი საეკლესიო სამოსშია გამოწყობილი. მისი ნაცნობები ჰყვებიან, რომ ის წელიწადში რამდენჯერმე იერუსალიმში სალოცავად ჩადიოდა, სახლში ხშირად მასპინძლობდა სასულიერო პირებს სხვადასხვა რიტუალების ჩასატარებლად. ბინა კი ხატებით ჰქონდა სავსე.პირადი ცხოვრებახაჩატურიანმა ცოლი, ეროვნებით მოლდოველი აურელია დუნდუკი სახლიდან დიდი ხნის წინ გააძევა და ქალიშვილებთან ურთიერთობა აუკრძალა. ხოლო თავისი ვაჟი სერგეი სახლიდან 2013 წელს გააგდო. მეზობლების თქმით, მამა ქალიშვილებს სწავლის საშუალებას არ აძლევდა და ხშირად სცემდა მათ.ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, რომ დებმა მამა გააგიჟეს, არ უვლიდნენ, როდესაც ავად იყო. სასამართლოში წარმოდგენილი აუდიოჩანაწერები, სადაც მიხაილი ყვიროდა და ბავშვებს ემუქრებოდა გოგონებმა განზრახ ჩაიწერეს.მიხაილ სერგეევიჩის დედა ხშირად სტუმრობდა სახლს მისი არყოფნისას, ამოწმებდა, რას აკეთებდნენ შვილიშვილები, მიაჩნდა, რომ ისინი შეუსაბამოდ იქცეოდნენ და თუ რამე არ მოეწონებოდა — მაშინვე შვილს ურეკავდა. დაბრუნების შემდეგ ხაჩატურიანი სახლში სკანდალს აწყობდა — არ არკვევდა, ვინ იყო მართალი და ვინ — დამნაშავე. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი მეზობელი ღიად ამბობდა, რომ ოჯახის თავმა თვითონ მოაწერა ხელს საკუთარ განაჩენზე.მკვლელობასაქმის მასალების მიხედვით, ხაჩატუროვს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა ყელისა და გულ-მკერდის არეში. მის სხეულზე 36-დან 45-მდე დანით მიყენებული ჭრილობაა აღმოჩენილი. მკვლელობის შემდეგ უფროსმა დამ თავად დარეკა პოლიციაში და მომხდარი აცნობა. დები ყველაფერს აღიარებენ.არსებობს ვერსიით, რომ ხაჩატურიანი ლიფტისკენ მიიწევდა და გაქცევას ცდილობდა რა დროსაც, ერთ-ერთმა ქალიშვილმა სახე ჩაქუჩით ჩაუმტვრია.მიხეილ სერგეევიჩის საბანკო ანგარიშებიდან თანხა გაუჩინარდა. ოჯახის ახლობელის ინფორმაციით, ხაჩატურიანი შვილების ისრაელში გადაყვანას გეგმავდა, რათა მათ დიდი ქალაქის ცდუნებებისგან დაეცვა, და უკვე დაგროვებული ჰქონდა სოლიდური თანხა ბინის შესაძენად სხვა ქვეყანაში. თითქოს დებმა ამის შესახებ იცოდნენ და წასვლა არ სურდათ, შიშობდნენ, რომ იქ მამის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდებოდა.

ამინდის განახლებული პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 აპრილს ზოგან მოთოვს. ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

გთხოვთ გაავრცელოთ-თბილისში 13 წლის ბიჭს ეძებენ

თბილისში 13 წლის გიორგი დანელიანს ეძებენ.როგორც ოჯახის ახლობელმა ისაუბრა, ბავშვი ვარკეთილიდან, გუშინ, 23 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, დაიკარგა. გიორგი ბოლოს ისნის მეტროში ნახეს.ბავშვმა არ იცის ქართული. საუბრობს სომხურად და რუსულად.ბიჭს ოჯახის წევრებთან ერთად ეძებს პოლიციაც.თუ ვინმემ ნახეთ, ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დარეკეთ ნომერზე: 555 169 775.

„როცა შენს ხალხს, შენს მომხრეებს ვერ იცავ, ეს რომ არ შეგიძლია, მინიმუმ წინ მაინც ხომ უნდა იდგე?…“ – იაგო ხვიჩია

„როცა შენს ხალხს, შენს მომხრეებს ვერ იცავ, ეს რომ არ შეგიძლია, მინიმუმ წინ მაინც ხომ უნდა იდგე?...“ - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„,,სრულიად რაციონალურად რომ შევხედოთ ყველაფერს, გვარამია და ხაზარაძე ამ არჩევნებზე გაიცნო საზოგადოებამ?! როგორ შეიძლებოდა, რომ ამათ 10% აეღოთ?!...“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

📽️„უკრაინის ხელისუფლების ჩამწკრივებული ყველა თანამდებობის პირი, არსებული თუ წასული თანამდებობიდან პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ კურდღლები ხართ და ვერ იწყებთ ომსო…“ – გურამ მაჭარაშვილი

„უკრაინის ხელისუფლების ჩამწკრივებული ყველა თანამდებობის პირი, არსებული თუ წასული თანამდებობიდან პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ კურდღლები ხართ და ვერ იწყებთ ომსო...“ -  ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„რა მტკიცებულება უნდა დაიდოს, როცა უკრაინის ხელისუფლების ჩამწკრივებული ყველა თანამდებობის პირი, არსებული თუ წასული თანამდებობიდან პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ კურდღლები ხართ და ვერ იწყებთ ომსო. თქვენ არ ხართ ის მთავრობაო - არესტოვიჩმა პირდაპირ განაცხადა, პრეზიდენტის მრჩეველმა, რომ ომი დაიწყოთო და აგერ მოვა სააკაშვილი, რომელიც დაიწყებს ომსო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა. 

ბოლო სიახლეები