ზუგდიდში მიუსაფარმა ძაღლმა, რომელიც სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, სამი ახალშობილი ლეკვი „იშვილა“. ინფორმაციას რადიო „ათინათი“ ავრცელებს.
სავაჭრო ობიექტში მომუშავეების თქმით, ძაღლს ადამიანებმა სცემეს, რის გამოც მან მკვდარი ლეკვები გააჩინა. შემთხვევა დაახლოებით, ერთი კვირის წინ მოხდა.
„სცემა ვიღაცამ და დაეღუპა თავისი ლეკვები, საშინელ დღეში იყო. დილით სამსახურში მოსულს მკვდარი ლეკვები მანახა, ტიროდა ადამიანივით, საცოდაობა იყო ამის ყურება. ძალიან დაგვეხმარა ახლოს მომუშავე ვეტ-ექიმი, ბატონი ემზარი, რომელმაც აუცილებელი ნემსები გაუკეთა. წუხელ კი ვიღაცამ აქვე ახლოს ნაგვის ურნასთან დასვა თვალაუხელელი ლეკვები. ჩვენმა “ბუძღუკამ” სათითაოდ ყველა გადმოიყვანა, გალოკა და აგერ ხედავთ თქვენც, როგორ უვლის“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მისივე თქმით, ცხოველთა მიმართ აგრესიული და სასტიკი მოპყრობის ფაქტები ხშირია