,,გულწრფელად გმადლობთ თქვენი თანაგრძნობისა და ზუსტი ხედვისთვის. თქვენს ანალიზში ერთ არსებით საკითხს შეეხეთ: იმას, რომ ზოგჯერ ხალხის გვერდით „დარჩენა“, საფრთხის გააზრება და საკუთარ ბედისწერასთან პირისპირ დადგომა თავად იქცევა ისტორიულ ქმედებად.
შიიტურ ტრადიაციაში ჰუსეინ იბნ ალის აჯანყება და მოწამეობრივი სიკვდილი შთაგონებად იქცა. ეს შთაგონება აღიქმებოდა, როგორც ხალხის გვერდით დგომა, თუნდაც არათანაბარ პირობებში. როდესაც ერის ლიდერი გადაწყვეტს, არ დატოვოს ქვეყანა და საკუთარი ბედი არ გამიჯნოს ხალხის ბედისაგან, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ არის; ეს არის ზნეობრივი და ისტორიული გზავნილი. ასეთი გადაწყვეტილება, ნებისმიერი სამხედრო თუ პოლიტიკური შედეგის უწინარეს, იქცევა საერთო ბედისწერისა და პასუხისმგებლობის სიმბოლოდ.
ისტორია მსგავს მაგალითებსაც იცნობს. ისლამურ სამყაროში პიროვნებები, რომლებმაც მოვალეობიდან განზე განდგომას სიკვდილი არჩიეს, კოლექტიური სინდისის მტკიცე სიმბოლოებად იქცნენ. ყველა ამ შემთხვევაში, რაც ხსოვნას შემორჩა, არა პოლიტიკური ძალაუფლება, არამედ „წინააღმდეგობისა და სიმტკიცის ნარატივი“ იყო.
ხანდაზმული ლიდერის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა თავშესაფარზე ან ქვეყნის დატოვებაზე, თუ ეს რწმენითა და შეგნებით არის ნაკარნახევი, შეიძლება მის მხარდამჭერებისთვის სულიერ სიმდიდრედ იქცეს; რადგან აჩვენებს, რომ სიტყვასა და საქმეს შორის განსხვავება არ არსებობს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბუნებრივი სიკვდილი ყოველი ადამიანის ხვედრია; თუმცა ის, თუ როგორ შეხვდება ადამიანი მას, არის ის, რაც ერების ისტორიულ მეხსიერებაში რჩება.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ანალიტიკური და თანაგრძნობით სავსე ხედვისთვის. ისტორიის გარდამტეხ მომენტებში, ის რაც ყველაზე მკაფიოდ იკვეთება, არის გულწრფელობა, საკუთარი ბედის ხალხთან დაკავშირება და მოვალეობის აღსრულება სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.
სეიედ ალი მოჯანი
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში- ამის შესახები ირანის ანი მოჯინი facebook- ზე წერს.

