კვირა, აპრილი 13, 2025

ზვიად ძიძიგური – საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მისვლასთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი

„გახარია საქართველოსთვის” წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, 14 აპრილს გახდება ცნობილი, მივა თუ არა პარტიის ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია საქართველოში გუშინ დაბრუნდა და საკითხთან დაკავშირებით პარტიაში თათბირი გაიმართა, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

„ჩემი პოზიცია იყო და არაერთ ეთერში დავაფიქსირე, არ ვარ კატეგორიული პოზიციის მომხრე, რომ იქ მისვლა არ შეიძლება და, რომ მისვლა ღალატია. რეზონანსია და გარკვეული ტიპის დატვირთვაა – მიხვიდე კომისიაზე, თქვა შენი სიმართლე, დააფიქსირო შენი პოზიცია ძალიან მკვეთრად და წამოხვიდე. ასეთი მიდგომის მომხრე ვიყავი და ვარ. გიორგი გახარია საქართველოში არ იყო, გუშინ დაბრუნდა, გუშინ პარტიაში იყო თემასთან დაკავშირებით პატარა შეკრება. აზრი გაყოფილია, არიან მისვლის მხარდამჭერები, ასევე არმისვლის მხარდამჭერები არიან. ორშაბათს გაირკვევა. როგორც მისვლას, ასევე არმისვლას აქვს თავისი არგუმენტები, თუმცა არმისვლის სასარგებლოდ უფრო მეტი არგუმენტი დაიდო თათბირზე, მაგრამ გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გოგოზე, რომელმაც 13 წლის მოზარდზე სასტიკად იძალადა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

17 წლის მოზარდს მოზარდს, რომელმაც 13 წლის გოგოზე სასტიკად იძალადა ბრალი წარუდგინეს.ინფორმაციას ადასტურებს ადვოკატებს ადვოკატი.ნახეთ კურიერი P.S-ის ანონსი ⇓

მარიამ ქვრივიშვილი – შვეიცარიული ავიაკომპანია „ედელვაისის“ მიერ პირდაპირი ფრენების დაწყება უდიდესი მიღწევაა ჩვენი ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის

მორიგი წარმატება აქვს ჩვენს ქვეყანას – საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი, ევროპული ავიაკომპანია შემოემატა. დღეს ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველად მივიღეთ შვეიცარიული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ედელვაისის“ პირდაპირი რეისი, რაც, რა თქმა უნდა, არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, ამ წარმატებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომლებიც წარმატებით დასრულდა.„ედელვაისის“ შემოსვლა არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის და  დივერსიფიკაციის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის. საქართველოში შემოვა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისი მოგზაური, ამ შემთხვევაში შვეიცარიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ  მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების სეგმენტი დაგვემატება. ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ პირველივე რეისი, რომელიც დღეს თბილისის აეროპორტმა მიიღო, სრული დატვირთვით შესრულდა,  რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ შვეიცარიიდან საქართველოსთან მიმართებაში მოთხოვნა არის, იზრდება და თავად ავიაკომპანიაც აღნიშნავს, რომ შემდეგ რეისებზეც მოთხოვნა და დატვირთულობა ასევე მაღალი იქნება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აპირებს განახორციელოს საკმაოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები შვეიცარიასთან, მათ შორის, ავიაკომპანია „ედელვაისთან“, ისევე, როგორც ავიაკომპანია „იზიჯეტთანაც“, რომელმაც უკვე დაიწყო ფრენა ჟენევა-თბილისის მიმართულებით.„შეიძლება ჩაითვალოს, რომ წლევანდელი წელი ნამდვილად ისტორიული და რეკორდული წელია, რადგან, მათ შორის, შვეიცარიასთან, ჩვენ უკვე გვაქვს ჟენევიდან კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი ფრენები, ისევე, როგორც ციურიხიდან და ეს, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეებს, კიდევ უფრო მეტად განავითარონ საქმიანობა ტურიზმის სექტორში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის და ავიარეისებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ახორციელებს. ავიაკომპანია Edelweiss საქართველოში ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.კომპანიის საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, საქაერონავიგაციის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა. მიღებას ასევე დაესწრნენ ციურიხიდან პირველი რეისით ჩამოფრენილი ავიაკომპანიის წარმომადგენლები და შვეიცარიელი ჟურნალისტები, კომპანია „ტავ ჯორჯიას“ თანამშრომლები.

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს.სახარების მიხედვით, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ქრისტე პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩავიდა. ის ქალაქში ვირზე ამხედრებული შევიდა, მოსახლეობა კი ზეიმით შეეგება. ისინი მაცხოვარს საკუთარ სამოსელსა და პალმის რტოებს უფენდნენ და გალობდნენ: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (77 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველი ფინალში სომეხ ამოიანთან დამარცხდა.ტურნირზე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 17 წლის ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში სომეხი მანველ ხაჩატრიანი 8:1 დაამარცხა.კონტინენტის პირველობაზე ხვალ, 13 აპრილს, შეჯიბრის დასკვნით დღეს სამი ქართველი ფალავანი შეეცდება ბრინაჯოს მედლის მოპოვებას.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეულ რეფორმაზე საკუთარ ხედვას ორშაბათს წარადგენს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეულ რეფორმაზე საკუთარ ხედვას ორშაბათს წარადგენს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, რეჟიმი შეტევას ახორციელებს არამარტო ეროვნულ ღირსებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიებზე.„მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს. რას არ იტყვი რუსეთის დავალებების პირნათლად შესასრულებლად, მაგრამ რად უღირთ, რომ მათ მომავალ თაობებს ეს შავ ლაქად დარჩებათ. რეჟიმი შეტევას ახორციელებს არა მარტო ეროვნულ ღირსებაზე და ისტორიულ მეხსიერებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და ასევე პოლიტიკურ პარტიებზე, ამიტომ ჩვენც უფრო შეტევით წინააღმდეგობაზე უნდა გადავეწყოთ.რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ძირეული რეფორმირების ჩემეულ ხედვას ორშაბათს გაგაცნობთ“, – წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები