ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

ზვიად შალამბერიძე: უმნიშვნელოვანესი კანონები მივიღეთ და ერთ-ერთია „ფარა“. ძალიან კარგი მაგალითია გუშინდელი აქცია ორგანიზებული ერთ-ერთი „ენჯეოს“ მიერ. ასეთი პრეცედენტები, როდესაც გახდება თვალნათელი, ჩვენი ყველა მოქალაქე გამოიტანს დასკვნას

უმნიშვნელოვანესი კანონები მივიღეთ და ერთ-ერთი მათგანი არის „ფარა“, რომლის მოქმედებაც 60 დღის შემდეგ დაიწყება. რომელიც არის ზუსტი ასლი ამერიკული კანონმდებლობის და ფაქტობრივად, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ არა მარტო მთავრობამ, თითოეულმა ადამიანმა დაინახოს თუ საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური სუბიექტები თუ ის მოძრაობები, რომელიც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან დაორგანიზებული და განხორციელებული, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ.

მან მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული აქცია მოიყვანა, რომელიც გუშინ გაიმართა. ზვიად შალამბერიძის თქმით, მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროს შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, რათა მან სწორი დასკვნები გამოიტანოს და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღოს.

„ძალიან კარგი მაგალითი გვქონდა ჩვენ გუშინდელი დღე. ჩვენ დავინახეთ, რომ მთლიანად ეს აქცია იყო დაორგანიზებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელიც უშუალოდ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებისგან არის დაფინანსებული. ასეთი პრეცედენტები, როდესაც გახდება თვალნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის, უკვე ჩვენი ყველა მოქალაქე გამოიტანს დასკვნას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია „მაუწყებლის შესახებ“ კანონი, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რაც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ყველა აპროტესტებდა იმას, რომ ტყუილების დიდი ნაკადი, რომელიც მოდის ოპოზიციური ტელევიზიებიდან, ამაზე რატომ არ გვაქვს რეაგირება და ა.შ. დღევანდელ დღეს, ერთი მაგალითი, რომ მოვიყვანოთ ნებისმიერ ოპოზიციურ ტელევიზიას შეუძლია გამოაცხოს ურცხვი ტყუილი, რომელიც შეიძლება მიაწოდოს ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა, შემდეგ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი, მოგვყავს ფაქტები და ა.შ. აშუქებენ ის ტელევიზიები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ყველა საკითხს და არ აშუქებენ ის ტელევიზიები, რომლებიც არიან მიკერძოებული. გარკვეულ ჩვენს მოქალაქემდე ეს ფაქტებით უარყოფილი სიცრუე აღარ მიდის. თავისთავად, ჩვენს საზოგადოებას რჩება ის განაცხადა, რომ ვიღაცა რაღაცას აქ არასწორად აკეთებს. აქედან გამომდინარე, მათ შეეზღუდებათ ნებისმიერი სახის ტყუილების თქმა და არა ობიექტური ინფორმაციის გადაცემა“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

პარლამენტმა დღეს რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა. მათ შორის მიიღო კანონი, რომელიც ამერიკული „ფარას“ ანალოგია. ასევე, დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა იყო

იაპონიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა.ბიძგები ადგილობრივი დროით, დაახლოებით 14:03 საათზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ნიშინომოტესთნ ახლოს დაფიქსირდა, რომლის მოსახლეობა 14 ათასზე მეტი ადამიანია.სეისმოლოგების ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი 26 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მსხვერპლისა და ცუნამის საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისტორიაში პირველად – ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა.ზურაბ კინწურაშვილი რეიტინგულ სიაში 62.00 ქულით ლიდერობს.მან სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო. 2024 წელს ზურაბ კინწურაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

ანა წითლიძე – სალომე ზურაბიშვილს Slay queen-ს რომ ეძახდნენ, ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ხალხს იმედი გაუცრუვდებოდა

აქციებისას სალომე ზურაბიშვილს Slay queen-ს რომ ეძახდნენ, ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ხალხი ძალიან იმედგაცრუებული იქნებოდა, მარტივი დასანახი იყო, არ ვთვლი, რომ ვიღაც ერთზე უნდა გადატყდეს ყველაფერი და ვთქვათ, რომ სალომეს შეეძლო და არ გააკეთა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პარტია „გირჩის“ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა.წითლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილი არასოდეს ყოფილა განხილული როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ლიდერის სტატუსი აიღოს.„სალომე ზურაბიშვილი როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, იქიდან მოყოლებული, ყველას ახსოვს, რომ იმ აქციების ორგანიზატორი მე ვიყავი. მათ შორის სალობიეში რომ დავადექით. სადაც მიდიოდა, მასთან მე ეს დამოკიდებულება მქონდა პირველივე დღიდან, ომზე მისი განცხადებების გამო და ა.შ. მერე, როდესაც უკვე გასაოცრად ნორმალური პოზიციები ჰქონდა, მე მისი ბრძოლის ამ ეტაპს ნამდვილად ვაფასებ. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი არასოდეს ყოფილა განხილული ჩვენი პარტიის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ვმონაწილეობდით ყველა მის ერთობაში, კოორდინაციაში, როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლიდერის სტატუსი აიღოს. ჩემთვის უცხოც კი იყო.აქციებისას Slay queen-ს რომ ეძახდნენ, მაშინაც ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ეს ხალხი ძალიან იმედგაცრუებული იქნებოდა. ეს ძალიან მარტივი დასანახი იყო ჩემთვის, ჩემი პოლიტიკური პარტიისთვის. არ ვთვლი, რომ ვიღაც ერთზე უნდა გადატყდეს ყველაფერი და ვთქვათ, რომ სალომეს შეეძლო და არ გააკეთა. ობიექტური, რეალური სიტუაცია არის ის, რომ რეჟიმი გვმართავს, რომელსაც ყველა რესურსი აქვს და შენ აქეთ არაფერი გაქვს. შესაბამისად, გააპროტესტებ – გიჭერს, სასამართლო, პროკურატურა მაგის ხელშია, უბედურებებს ატრიალებს. ამ მოცემულობაში ერთი ღმერთი ვერ გამოჩნდება, რომელიც ამ ყველაფერს შეცვლის და ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, არც სალომეს“, – აღნიშნა წითლიძემ.მისივე თქმით, „საზოგადოებასაც ადეკვატური მოლოდინები უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერზე, მაგრამ ხალხს პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა უბიძგონ, რომ არასწორი მოლოდინები არ შეუქმნან“.„რას იძახიან? რეჟიმი ყანყალებსო – რა სიგიჟეა. კი, პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“, რადგან ლეგიტიმაცია მათთვის პრობლემაა საერთაშორისო დონეზე, ეს აქციებიც პრობლემაა, მაგრამ ეს არ არის ის, რომ რეჟიმი ამით რამდენიმე დღეში ჩამოინგრევა. ამიტომ, ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ, რომ ეს ხუთდღიანი ბრძოლა არ არის“, – განაცხადა წითლიძემ.ამასთან, წითლიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის გაკეთებული ანალიზი, რეალურად რა მოხდა არჩევნებზე.„ვინმემ გააკეთა ანალიზი, არჩევნებზე რა მოუვიდა, რა მოხდა? რაღაც ორსაათიან პრეზენტაციებს რომ გვანახებდნენ ხოლმე, „ახლებს“ ცესკო-ს ოქმები რომ ჰქონდათ მიტანილი, ისიც ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები რომ იყო და ეგონათ, ეგ იყო გაყალბების მასალები. ამ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის ანალიზი გაკეთებული, რა უქნა მათ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილმა. არ იციან, აზრზე არ არიან, ამიტომ, ყველა არჩევნებზე, სადაც გავლენ, ისევ მაგას გაუკეთებს ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს აზიის საფრთხეებს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს აზიის საფრთხეებს.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვაზე, რომ აშშ შესაძლოა, ჩინეთთან ომს გეგმავს, რუტემ აღიარა აშშ-ის შებრუნება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ, თუმცა გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ევროპის დატოვებას არ გეგმავს.„ამერიკელებმა არაერთხელ განაცხადეს, ნატო-ს ერთგულები არიან. მე-5 მუხლის ერთგული არიან. ეს ვალდებულება მოყვება ნათელ მოლოდინს, რომ ატლანტიკის ოკეანის ამ მხარეს და კანადის მხარეს, ჩვენ უფრო მეტს დავხარჯავთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვის შემდეგ – ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი – თავი საბავშვო ბაღში მეგონა

არანაირი საპარლამენტო კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი - ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, - ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ განაცხადა.ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, მას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან არ ჩაბარებია კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის დაბარებაზე.„თავი მეგონა საბავშვო ბაღში - „რა სიტყვებით მოვიხსენიე მიხეილ ქარელი სოციალურ ქსელში“. „მეკუთვნის თუ არა კონკრეტული გვერდი სოციალურ ქსელში“, „რა პოსტები მქონდა გამოქვეყნებული ბოლო პერიოდში კომისიასთან დაკავშირებით“ და ანალოგიური არასერიოზული კითხვები იყო.არანაირი ვალდებულება ე.წ. კომისიაში მონაწილეობის არ მქონია იმიტომ, რომ არ ჩამბარებია შესაბამისი წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემს დაბარებაზე. წულუკიანის წერილი არ ნიშნავს გადაწყვეტილებას. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში ერთსულოვნად, კენჭის ყრით. ანალოგიურად უნდა დავებარებინე მეც “, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ბოლო სიახლეები