კვირა, ივლისი 6, 2025

ზვიად შალამბერიძე – იმერეთში, ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში 4 მილიარდ ნახევარი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენაზე იმერეთში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
მხარის რწმუნებულის განცხადებით, იმერეთში ბოლო წლების განმავლობაში, სახელისუფლებო გუნდის ,,ქართული ოცნების“ პერიოდში, რეგიონში 4 მილიარდ ნახევარი ლარის პროექტებია განხორციელებული. ასევე, 450 სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია განხორციელდა. გამომდინარე აქედან რეგიონის 542 სოფლიდან თითქმის 80 პროცენტში არის საავტომობილო გზა. 2012 წლამდე კი გზა დაახლოებით 80-მდე სოფელს ქონდა.
ზვიად შალამბერიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონის გაზიფიცირებაზე. მისი თქმით, თერჯოლა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც სრულად არის გაზიფიცირებული. იმერეთის 542 სოფლიდან 239 სოფელი უკვე გაზიფიცირებულია. 2012 წლამდე და 2012 წელსაც მხოლოდ 59 სოფელს მიეწოდებოდა გაზი. მხარის რწმუნებულის განცხადებით, მხოლოდ ამ შედარებიდანაც შეგვიძლია დავინახოთ ვინ აკეთებს სახალხო საქმეს და ვინ არ აკეთებს და მანამდე ვიზე იყო ყველაფერი მორგებული.
„წინა მთავრობის პერიოდში პროექტები ხორციელდებოდა რამდენიმე ადამიანის სურვილით,  მათი ბელადი გადაწყვეტდა და ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავდნენ პროექტებზე, რომლებიც ნამდვილად არ იყო სიკეთის მომტანი მოსახლეობისთვის. შემიძლია ერთ მაგალითზე ვისაუბრო, აქედან არც თუ ისე შორს, ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელზე 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. 360 მილიონი ლარით ჩვენ შეგვეძლო იმერეთში 150-მდე სოფელში მიგვეყვანა ცენტრალური გზა. ადგილობრივებს მუდმივად ვეკითხებით თუ რა სურთ, რა უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტში. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ  მუნიციპალიტეტებში. თერჯოლა არის გამორჩეული განათლების კუთხით. რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია.  ეს პროცესი გაგრძელდება და ნამდვილად იქნება შეუქცევადი. ყველა სკოლა, ყველა ბაღი, რომელშიც ჩვენი შვილები სწავლობენ იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ამ პროცესში,  დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ როლს შეასრულებს მომავალი მერი. მომავალშიც ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, რომელიც თერჯოლის რეგიონს მეტ შესაძლებლობებს მისცემს‘’ –  განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია.ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთან ბანაკში იმყოფებოდნენ. ამ დრომდე მაშველებმა დაახლოებით 850 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

ბოლო სიახლეები