შაბათი, დეკემბერი 6, 2025

ზვიად დევდარიანის საქმეზე შსს გამოძიებას დაიწყებს

“როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, შსს თავს ვალდებულად თვლის, რომ ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში ოფიციალური მიმართვა არ შესულა, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ უწყებამ გამოძიება დაიწყოს.„ყველასთვის სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის მოუმართავს. ჩვენთან შეტყობინება ან განცხადება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით არ შემოსულა, არც ჟურნალისტების მხრიდან, არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, არც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც შესაძლოა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ.

როდესაც ვსაუბრობთ ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, დიახ, ჩვენ დავინტერესდით ამ ფაქტებით, შევისწავლეთ თითოეული განცხადება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩვენ არ მოგვმართეს, ჩვენ დავინახეთ გარკვეული დანაშაულის ნიშნები ინტერნეტ საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებში და ფაქტობრივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს.

როდესაც მსხვერპლები, მითუმეტეს ქალბატონები, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ თამამად, როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვალდებულად თვლის, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და ვნახოთ, გამოძიებით რა დადგინდება.

დავკითხავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს,  ვინც შესაძლოა, ინფორმაციას ფლობდეს და შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა შს მინისტრმა.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა სექსულური შევიწროების შესაძლო მსხვერპლ პირებს მიმართა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

„მოვისმინე, რომ მსხვერპლები ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, თუმცა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლებს, იმისთვის რომ მაგალითი მისცენ სხვა ადამიანებს, მოვუწოდებ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, გამოძიების მხრიდან მათი დაბარების შემთხვევაში“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ზვიად დევდარიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს აღმასრულებელი დირექტორობის პოსტი დატოვა.

17 მარტს, გამოცემა „ტაბულამ“ 4 ქალის ნაამბობი გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

მანამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა.

ერთ-ერთი ვერსიით, დევდარიანთან დაკავშირებული სკანდალი არასამთავრობო სექტორში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს წევრობისთვის კონკურენციას მოჰყვა.

ამ პოზიციისთვის რამდენიმე უფლებადამცველი ერთდროულად იბრძოდა, მათ შორის ქალთა უფლებების დამცველი, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივის ბორდის წევრად პარლამენტს ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარუდგინა.

სკანდალის შემდეგ ომბუდსმენმა დევდარიანის კონკურსიდან ჩამოშორება მიზანშეწონილად მიიჩნია, კონკურსს გამოეთიშა ბაია პატარაიაც. ზვიად დევდარიანის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტოკიოს გრანდ სლემის პირველ დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს

6 დეკემბერს იაპონიაში ძიუდოს მსოფლიო ტურის 2025 წლის ბოლო ტურნირი, ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსტიჟულ შეჯიბრებად ითვლება.პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა შორის 90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ქალებში კი – 48, 52, 57 და 63 კგ-ში.6 დეკემბერს საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი იჭიდავებს:-90 კგ – გიორგი ჯაბნიაშვილი-100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი+100 კგ – ირაკლი დემეტრაშვილი-57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე-90 კგ 23-წლამდელთა შორის მოქმედი ევროპის ჩემპიონი გიორგი ჯაბნიაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს. მისი პირველი მეტოქე რუს ეგორ მალკინსა და პოლონელ პაველ დრზიმალს შორის გამარჯვებული იქნება.-100 კგ ილია სულამანიძე აღნიშნულ ტურნირზე პირველად გამოვა. სასტარტო დაპირისპირებაში ის იაპონელ ნოზომუ მიკისა და კორეელ იეუპ ჰანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამავე კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე შვედი კარლ ბათი იქნება.+100 კგ მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი პირველ წრეში ეგვიპტელ მოჰამედ აბორაკიას დაუპირისპირდება.-57 კგ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს, ის კორეელ შინსა და სლოვაკელ გაჯიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.ნახალგაზრდა ნინო ლოლაძე კი ასპარეზობაში 1/16-ფინალიდან ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე მონღოლი სოსორბარამ ლხაგვასურენი იქნება.ტოკიოს გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკის დაწყება კი 12:00 საათიდან არის დაგეგმილი.

მიხეილ სააკაშვილი – ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით

ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, გამარჯვებულებს ერთ კვირაში გამოავლენენ.„საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება (გავუგზავნით) ჩემი წიგნით, პირადი მიძღვნის ხელმოწერით. გამარჯვებულებს გამოვავლენთ ერთ კვირაში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

BBC-ის ფილმთან დაკავშირებით, სუსში, ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს

BBC-ის ფილმთან დაკავშირებით სუსში შს ყოფილი მინისტრი და ვახტანგ გომელაური და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს.BBC-ის ფილმში საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა. 

ტატა ხვედელიანი – ბიუროს სხდომაზე დავაინიცირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, „ბიბისის“ სიუჟეტი ადასტურებს, რომ აქციების დაშლისას იყო დარღვევები, რაც საერთაშორისო გამოძიების ჩატარების საფუძველს ქმნის

ერთ-ერთი საერთაშორისო მედიასაშუალებით გასული საგამოძიებო სიუჟეტი ადასტურებს, რომ აქციების დაშლის დროს დარღვევები იყო. ეს ქმნის საფუძველს, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და პასუხები გაეცეს ნებისმიერ კითხვას, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ტრიალებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.ხვედელიანის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული მოწმეების განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.„არ აქვს მნიშვნელობა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ, როგორ პანიკაშია ჩავარდნილი „ქართული ოცნების“ მთელი სახელმწიფო ვერტიკალი. ვნახეთ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადება. დაადასტურა, რომ ქიმიური ნივთიერებები შერეული იყო წყლის ჭავლში მაშინ, როდესაც ეს აკრძალულია. მან იმ ვარაუდებზე საუბარი დაიწყო, რომ გასარკვევია, რომელი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული. ეს ფაქტობრივად ადასტურებს, რომ იქ რაღაც ისეთი იყო. რაც კანონსაწინააღმდეგო იყო. რამაც ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და კიდევ არ ვიცით. რა შედეგებს გამოიღებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს.ჩვენ ბიუროს უახლოეს სხდომაზე დავაინიცირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზნით. მნიშვნელოვანია, პასუხები გაეცეს თავისუფალი გამოძიებით საერთაშორისო მხრიდან იმ შეკითხვებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობაშია და ასეთი შემთხვევების პრევენცია მოხდეს. ამ ყველაფრით ჩვენს ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიაყენეს. საერთაშორისო მიმართულებითაც, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ჩვენ შეგვიძლია, გამოვიძიოთ ისეთი ფაქტები, რომლებმაც ჩვენს მოსახლეობაზე ასეთი მძიმე შედეგები იქონია. ვინც მხარს არ დაუჭერს ჩვენ მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობაც პერსონალიზირებულად უნდა გადაინაწილოს, რომ მას არ სურს ის, რომ ასეთი მძიმე ფაქტების შესახებ სიმართლე გაირკვეს“, – განაცხადა ხვედელიანმა.ცნობისთვის, „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ბოლო სიახლეები