რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს? – შესაბამისი გამოკითხვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უკრაინა-რუსეთის თემაზე სკანდალური ტვიტი გამოაქვეყნა.
მანამდე უკრაინა-რუსეთის თემაზე ილონ მასკმა შემდეგი შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა:
„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
– ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.
– ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
– ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
– უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – დაწერა ილონ მასკმა.