ოთხშაბათი, თებერვალი 11, 2026

ზელენსკი ზურაბიშვილს მადლობას უხდის – “აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე კიდევ ერთხელ გამოხატული სოლიდარობისთვის.

„აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X–ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – უკრაინაში ომის დროს არჩევნების ჩატარება ნამდვილად არ არის კარგი გამოსავალი

უკრაინაში ომის დროს არჩევნების ჩატარება ნამდვილად არ არის კარგი გამოსავალი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.მისი თქმით, ევროპული ქვეყნების უმეტესობას კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი, რომ ომის დროს არჩევნები არ ტარდება.„არჩევნების დროს ყოველთვის შიდა ბრძოლა მიმდინარეობს სხვადასხვა ფრაქციას შორის, ხოლო როდესაც გარე თავდასხმები გაქვს, მაშინ უბრალოდ ვერ ჩაატარებ არჩევნებს, რადგან შენი მოწინააღმდეგე გარეთაა და ყველა ძალისხმევა ამისკენ უნდა მიმართო. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება ომის მიმდინარეობისას ნამდვილად არ არის კარგი გამოსავალი. შესაძლოა, არსებობს იმედი, რომ მშვიდობა დადგება, მაგრამ, ამავდროულად, ვერ ვხედავ, რომ რუსები ამჟამად რაიმე ძალისხმევას მიმართავენ მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა კაია კალასმა.შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, საპრეზიდენტო არჩევნებსა და ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის გეგმის გამოცხადებას აპირებს. ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებიც და რეფერენდუმიც მაისში ჩატარდეს.

მასუდ ფეზეშქიანი – ჩვენ არ ვცდილობთ ბირთვული იარაღის მოპოვებას, ჩვენ ეს არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვართ ნებისმიერი შემოწმებისთვის

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა ბირთვული პროგრამის ნებისმიერი შემოწმებისთვის.„ჩვენ არ ვცდილობთ ბირთვული იარაღის მოპოვებას. ჩვენ ეს არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვართ ნებისმიერი შემოწმებისთვის“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.ამასთან, ირანის პრეზიდენტის თქმით, ის არ დაემორჩილება გადაჭარბებულ მოთხოვნებს ამ საკითხთან დაკავშირებით.„ირანი არ დაემორჩილება მათ გადაჭარბებულ მოთხოვნებს. ჩვენი ქვეყანა არ დახრის თავს აგრესიის წინაშე, მაგრამ ჩვენ მთელი ძალით ვაგრძელებთ დიალოგს მეზობელ ქვეყნებთან, რათა დავამყაროთ მშვიდობა და სიმშვიდე რეგიონში“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთსა და ირანს შორის სტრატეგიული ურთიერთობების მუდმივ განვითარებასა და გაღრმავებას

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთსა და ირანს შორის დამყარებული სტრატეგიული ურთიერთობების მუდმივ განვითარებასა და გაღრმავებას, – ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მისალოც შეტყობინებაში, რომელიც მან ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ირანის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავთან დაკავშირებით გაუგზავნა.ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ ქვეყნები გააღრმავებენ მრავალსექტორულ თანამშრომლობას, განახორციელებენ სტრატეგიული მნიშვნელობის ახალ ინიციატივებს, რაც ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის დამყარებასა და სტაბილურობის განმტკიცებას.„იმედი მაქვს, ჩვენს ორ ქვეყანას შორის დამყარებული მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება სომხეთისა და ირანის ხალხების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მისალოცი შეტყობინება გაუგზავნა ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსაც, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთსა და ირანს შორის მეგობრული ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე, გულწრფელობასა და ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული.„თბილად მახსენდება თქვენი ვიზიტი ერევანში გასულ წელს, რომლის დროსაც განვიხილეთ სომხურ-ირანული ურთიერთობების მრავალმხრივი დღის წესრიგი და რეგიონული მოვლენები, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების მიმართ“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.

ვიქტორ ორბანი: 2027 წლისთვის ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა

ბრიუსელის ელიტას სურს, უნგრეთის მთავრობა ნებისმიერი საშუალებით გადააყენოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.ორბანის თქმით, ეს არის ბრიუსელის და კიევის ომის გეგმა.„ბრიუსელის ელიტის ოფიციალურმა გამოცემამ, „პოლიტიკომ“ ბრიუსელისა და კიევის უახლესი საომარი გეგმა, ზელენსკის ხუთპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ. ეს ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებას წარმოადგენს. ისინი უგულებელყოფენ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილი აქვთ, ნებისმიერი საშუალებით გადააყენონ უნგრეთის მთავრობა. მათ სურთ, რომ პარტია „ტიზა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, რადგან ამ შემთხვევაში აღარ იქნება ვეტო, აღარ იქნება წინააღმდეგობა და აღარ იქნება მათ კონფლიქტში ჩაურევლობა. ამ აპრილში საარჩევნო ყუთთან უნგრელებმა უნდა შეაჩერონ ისინი. „ფიდესი“ ერთადერთი ძალაა, რომელიც უნგრეთსა და ბრიუსელის მმართველობას შორის დგას და უნგრეთის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტია“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.ცნობისთვის, გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ამუშავებს 5-ნაბიჯიან გეგმას 2027 წელს უკრაინის ევროკავშირში ნაწილობრივ გასაწევრიანებლად.

„დილის პროდუქტების“ დირექტორი – ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება, გავაძვირეთ 9 იანვრიდან, პრემიერის გამოსვლის შემდეგ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ ეს მოხდა ჩვენი მოგების...

ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან. პრემიერის გამოსვლის შემდეგ შესაბამისი ნაბიჯიც გადავდგით საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ დავუბრუნდით ჩვენი მოგების ხარჯზე, – ამის შესახებ „დილის პროდუქტების“ დირექტორმა, გია ლობჟანიძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ფასის ცვლილება ობიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.„ჩვენი კვერცხის მომავალი წლის ფასი ყოველთვის დგება ოქტომბრის თვეში, როდესაც რუსეთიდან იწყება ხორბლისა და სიმინდის შესყიდვა. ტენდენციას ვუყურებთ, რა ვითარება არის. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ამინდზე, ფასზე, მოსავალზე. ასევე არის აქციზები, როცა უნდათ, გააკეთებენ, როცა უნდათ – არა. როცა უნდათ, რიგებს გააკეთებენ, როცა უნდათ – არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთანხმება სუპერმარკეტებთან, რომ ერთი თვით ადრე უნდა მივწეროთ კვერცხის გაძვირების შესახებ, რაც მოხდა წელს. მივწერეთ სუპერმარკეტებს, ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან.25 დეკემბერს იყო პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთნაირად გამოჩნდა, თითქოს საბოტაჟთან გვქონდა საქმე. კიდევ კარგი, საშუალება გვქონდა, სხვადასხვა ორგანიზაციისა და პრემიერისთვისაც პირადად აგვეხსნა ვითარება, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. შესაბამისი ნაბიჯიც გადავდგით საიმისოდ, რომ დავბრუნებოდით ძველ ფასებს, მაგრამ იმიტომ არა, რომ დიდი მარჟა გვქონდა. ჩვენი მოგების ხარჯზე დავუბრუნდით ძველ ფასებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე, როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი, ვერ დავუშვებ, ჩემი წარმოება იყოს დაუცველი, არ ვიშოვო იმდენი ფული, რომ დარგი რისკების გარეშე ვამუშაო. მით უმეტეს, ეპიდემიოლოგიური კუთხით დღესდღეობით ძალიან ცუდი ვითარებაა ჩვენ ირგვლივ ქვეყნებში. დიდი ყურადღებით, გულისყურით ვაკვირდებით ამ ყველაფერს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონკრეტულად ჩემს საწარმოს კვერცხის ერთი თეთრით გაიაფების საშუალება არ აქვს. თუკი იქნება კომპლექსური მიდგომა და ამ შემთხვევაში რაღაც დაწევა, თუ დაიწევს 18-27%-ით, რა თქმა უნდა, კომისიასთან, კონკრეტულ ორგანოებთან ერთად შეგვიძლია დავსხდეთ და დავწიოთ ფასი“, – განაცხადა გია ლობჟანიძემ.

ბოლო სიახლეები