დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მხარდაჭერისთვის, – განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად. გავმართავ მოლაპარაკებებს უკრაინის მედეგობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
-0:10
