24-25 ივნისს ჰააგაში NATO-ს სამიტზე უკრაინაცაა მიწვეული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
Zoom-ში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ მიგვიწვიეს NATO-ს სამიტზე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
თუმცა ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა სახით იქნება უკრაინა წარდგენილი სამიტზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუტესთან სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ საუბრა. რუტემ და ზელენსკიმ ასევე განიხილეს უკრაინის შემდგომი დახმარების ნაბიჯები.