ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომს უკრაინის ომიდან „ფოკუსი გადააქვს. როგორც BBC-ი წერს, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეს რუსეთის ერთ-ერთი მიზანია. „უკრაინაზე ფოკუსი შემცირდება. ეს ფაქტია. ჩვენ ამას შედეგებით ვხედავთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მან უარყო ის ფაქტი, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ჩიხში შევიდა. როგორც BBC-ი წერს, უკრაინის კონტრშეტევას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჯერჯერობით დიდი წარმატება არ მოჰყოლია.