უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
ზელენსკიმ ყოფილ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მთავრობის ახალი მეთაური იულია სვირიდენკო და მინისტრები წარადგინა.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:
- უკრაინის პრემიერ-მინისტრი – იულია სვირიდენკო;
- უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი – მიხაილო ფედოროვი;
- თავდაცვის მინისტრი – დენის შმიგალი;
- საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი სიბიგა;
- პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის მინისტრი – ალექსეი კულება;
- ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილე – ტარას კაჩკა;
- ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი – მატვეი ბედნი;
- იუსტიციის მინისტრი – ჰერმან გალუშჩენკო;
- ენერგეტიკის მინისტრი – სვეტლანა გრინჩუკი;
- უკრაინის სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის მინისტრი – დენის ულიუტინი;
- უკრაინის ვეტერანთა მინისტრი – ნატალია კალმიკოვა;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი – იგორ კლიმენკო;
- განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ოქსენ ლისოვოი;
- ჯანდაცვის მინისტრი – ვიქტორ ლიაშკო;
- ფინანსთა მინისტრი – სერგეი მარჩენკო;
- ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ალექსეი სობოლევი;
განახლებული მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრა 17 ივლისს რადას სხდომაზეა დაგეგმილი.