ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

ზაზა შათირიშვილი – არც ჩვენ და არც სხვა ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა ვიქცეთ მტრის ხელში უნებლიე იარაღად, კონკრეტულ დინასტიებს არ უნდა მივცეთ საშუალება, საკუთარი ხელით დაგვანგრევინონ სამშობლო

არც ჩვენ და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა შევცდეთ, არ უნდა წამოვეგოთ პროპაგანდას და არ უნდა ვიქცეთ მტრის ხელში უნებლიე იარაღად. არ უნდა მივცეთ საშუალება კონკრეტულ დინასტიებს, საკუთარი ხელით დაგვანგრევინონ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ისტორია, რწმენა და ტრადიციები, რაზეც საუკუნეებია, დგას არა მხოლოდ ქართული, არამედ ძირძველი ევროპული ცივილიზაცია, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.

შათირიშვილის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხალხი აღჭურვილი იყოს ანალიზზე დაფუძნებული სიმართლით.

„განვლილ თვეებში არაერთი წერილი მაქვს გამოქვეყნებული, რომელშიც კონკრეტული ფაქტების ანალიზით არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, უმეტესად „დიფ სთეითის“ სახელით ცნობილი ჩრდილოვანი ძალები, სახეცვლილების მცდელობაში ვამხილე, ხოლო აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციაზე ასევე მტკიცებულებების დონეზე დავადასტურე, რომ ისინი არათუ ებრძვიან ოლიგარქიულ ძალებს, არამედ პირდაპირ მათ დავალებას ასრულებენ და ეგრეთ წოდებული რებრენდინგის პროცესში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ. ვინაიდან დღევანდელ სამყაროში საინფორმაციო ნაკადების მიმოსვლა არნახული სისწრაფით ხდება და საზოგადოებას, რომლიც გადატვირთულია პირადი თუ სამსახურებრივი საქმეებით, ნაკლები დრო რჩება, გააანალიზოს გეოპოლიტიკური პროცესები, ასევე დაინახოს კულისებს მიღმა არსებული რეალობა, ჩემს ერთ-ერთ მოვალეობად მივიჩნევ, ქართველი ხალხი შევაიარაღო სიმართლით. ჩვენისთანა პატარა ერს ამ მოცემულობაში მხოლოდ და მხოლოდ გონივრული კოლექტიური გადაწყვეტილება გადაგვარჩენს, რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხალხი აღჭურვილი იყოს ანალიზზე დაფუძნებული სიმართლით. მით უმეტეს, რომ ხსენებული ჩრდილოვანი ძალები დღეს სრულად აკონტროლებენ არა მხოლოდ ფსევდოლიბერალურ მედიას, არამედ ვითომდა კონსერვატიულ საინფორმაციო წყაროებსაც, საბოლოოდ კი, მრავალშრიანი პროპაგანდის ნიაღვარში სიმართლის გარკვევა უფრო და უფრო რთული ხდება. როდესაც აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა, იყო განსაკუთრებული მოლოდინი, რომ დაიწყებოდა რეალური ბრძოლა ოლიგარქიული ოჯახების წინააღმდეგ. ამაზე მიუთითებდა პერსონალურად მისი განცხადებები, ამაზე მიუთითებდა მარკო რუბიოს, ჯეი დი ვენსის, ტულსი გაბარდის და სხვა მაღალჩინოსნების მძაფრი რიტორიკა, რომლებიც ყველა ბოროტების სათავედ სწორედ „დიფ სთეითს“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა) ასახელებდნენ. სიტყვებს მიღმა თითქოს ახალი ადმინისტრაციის ქმედებებიც გარკვეული იმედის საფუძველს იძლეოდა, როდესაც ტრამპის ბრძანებით ჯერ ამხილეს, ხოლო შემდეგ დაფინანსება დაუხურეს და საქმიანობა შეუჩერეს ისეთ ფონდებს, როგორებიცაა USAID, NED და სხვა კრიმინალური დაჯგუფებები, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე ცხადი გახდა, რომ საქმე გვაქვს არა „დიფ სთეითის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ დადგმულ სპექტაკლთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, საკუთარი მოქმედების ფორმებსა და მექანიზმებს, რაც საზოგადოებისთვის აშკარა და მიუღებელი გახდა, სახე უცვალონ. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე „დიფ სთეითი“ – ეს არის ერთი ჯგუფი, ერთი შინაარსისა და ფორმის მქონე 10-15 ოჯახი, რომლებიც რამდენიმე საუკუნეა, ერთად მოდიან, ერთად ძარცვავენ მსოფლიოს და მართავენ მსოფლიო ეკონომიკის დიდ ნაწილს, სრულად მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ღრმად აქვთ გადგმული ფესვები სხვა ქვეყნებში, თუმცა ამაზე საუბარს ახლა არ ვაპირებ.

დავუბრუნდეთ დონალდ ტრამპის ყალბ ბრძოლას „დიფ სთეითის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ და რამდენიმე მოცემულობა გავაანალიზოთ. მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნისა და სხვა ჩინოვნიკების რიტორიკა არაფორმალური გავლენების დანგრევის აუცილებლობისკენ იყო მიმართული, თუ გახსენდებათ, ოდესმე მათ დაესახელებინოთ რომელიმე გავლენიანი ოჯახის გვარი, დაესახელებინოთ „ბლექროკი“ და „ვანგარდი“, კორპორაციები, რომლებიც ფლობენ უდიდეს აქტივებს და აერთიანებენ ამერიკის მთლიან სიმდიდრეს… თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე, თუნდაც განცხადების დონეზე, ეხსენებინა „დიფ სთეითთან“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან) „მებრძოლ“ ადმინისტრაციას რომელიმე რეალური ოლიგარქის დინასტია? ვერ გაიხსენებთ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. USAID, NED, ჯორჯ სოროსი, სპეცსამსახურები, შუა რგოლის მენეჯერები – როდესაც მოქმედი ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას) უტევს, ძირითადად ამ სინდიკატს ახსენებს, მაგრამ საზოგადოება სულელი არ არის და კარგად აცნობიერებს, რომ ფონდებიც, ხელოვნურად შექმნილი ბიზნესმენებიც და შუა რგოლის მენეჯერებიც სპეცსამსახურებში მხოლოდ შემსრულებლები არიან, მათ უკან კი სწორედ 10-15 ოლიგარქიული ოჯახი დგას, რომლებიც განკარგავენ ყველაფერს და ასე გამალებით ცდილობენ საკუთარი ცოდვების ჩამორეცხვას, უხეშად რომ ვთქვათ – აყროლებული თემების გვერდზე გაწევას და რებრენდინგს.

სწორედ არაფორმალური ოლიგარქების შემოგდებული თემაა ბოლო პერიოდში წამოწეული ტერმინები – ევროპული და ამერიკული „დიფ სთეითი“, თითქოს აშშ-ში ეს ძალა მარცხდება, ხოლო ევროპაში ძალებს იკრებს. ეს ყველაფერიც ტყუილია – არანაირი ევროპული და ამერიკული ოლიგარქები არ არსებობენ. ჩემ მიერ ხსენებული 10-15 ოჯახი, ასეულობით წელია, ერთად მოდიან, ერთად მოქმედებენ, უბრალოდ, ახლა რებრენდინგის გეგმას აწყობს ფორმალური გაყოფა, რომ როგორმე ამერიკას ყურადღება მოაშორონ და სიმძიმის ცენტრი ევროპაზე გადმოიტანონ. არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი თემა, რაც აქამდე არ მიხსენებია და რაც პირდაპირ ამხელს ტრამპის სიყალბეს „დიფ სთეითთან“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან) ბრძოლაში. უფრო მეტიც, პირდაპირ ამხელს, რომ ის ოლიგარქიული ოჯახების მოკავშირეა და მათი დავალებით „რებრენდინგის“ პროცესში მონაწილეობს. კარგად გახსოვთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომ რამდენიმე თვე დონალდ ტრამპი ხმალამოღებული ებრძოდა ლგბტ იდეოლოგიას, იმუქრებოდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გააუქმებდა და დაისჯებოდა ყველა, ვინც ცხოვრების ამ გაუკუღმართებული წესის პოპულარიზაციასა და დანერგვაში მონაწილეობდა. ჰოი, საოცრებავ – იცით, რამდენიმე დღის წინ რა მოხდა? იცით, რა არ გააშუქა არც ლიბერალურმა და არც კონსერვატიულმა ამერიკულმა მედიამ? რესპუბლიკური პარტიის კვოტით, დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა უზენაესმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო ერთნაირსქესიანი პირების ქორწინების გაუქმების სარჩელი. არადა, ტრამპის ადმინისტრაცია, უშუალოდ პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიას სწორედ ამ თემაზე აგებდა და მართალიც იყო, როდესაც ამბობდა, რომ ლგბტ პროპაგანდა, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის. ამის პარალელურად, სწორედ ტრამპი იყო ის ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობას აძლევდა ამერიკელ ხალხს, რომ მკაცრად დასჯიდა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ხელს უწყობდნენ სხვადასხვა მეთოდით სქესის შეცვლის ოპერაციებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამერიკაში ყოველწლიურად 10 000 ადამიანი იცვლის სქესს ქირურგიული ჩარევით, ხოლო ამის მიღმა არაოფიციალური სტატისტიკა, მინიმუმ, სამმაგია. ეს ოპერაციები ჩაატარეს კონკრეტულმა ექიმებმა კონკრეტულ კლინიკებში, დააფინანსეს კონკრეტულმა ფონდებმა და ამ პროცესს პროპაგანდას უწევდა კონკრეტული მედიასაშუალებები. გინახავთ ვინმე დასჯილი? გინახავთ ეს თემა ტრამპის დღის წესრიგში? გინახავთ რომელიმე ექიმი განსასჯელის სკამზე? ცხადია, არა – ეს თემაც ისევე ჩახსნა ტრამპმა დღის წესრიგიდან, როგორც ბევრი სხვა დაპირება „დიფ სთეითის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ დაანონსებულ ბრძოლაში.

ამ საკითხების მიღმა, გასულ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაც კითხვის ნიშანსაც კი აღარ ტოვებს, რომ პროცესებს მთლიანად ოლიგარქები მართავენ და გეგმაზომიერად, მწყობრად აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას. უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებში იქამდე მონაწილე კუშნერსა და უიტკოფს, მათივე ეროვნების გავლენიანი პირი, ოლიგარქების ერთ-ერთი მთავარი კორპორაციის, „ბლექროკის“ მმართველი ლარი ფინკი შეუერთდა. ანუ, რა გამოდის – არაფორმალური მმართველების უშუალო წარმომადგენელი, რომელსაც ბევრად უფრო დიდი გავლენები აქვს, ვიდრე თავად ამერიკის პრეზიდენტს, პირადად ხელმძღვანელობს ევროპის კონტინენტზე ვითარების გადალაგების პროცესს. ამიტომ მინდა, მივმართო აშშ-ის პრეზიდენტს, რომელ „დიფ სთეითს“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას) ებრძვის? ვის გამოუცხადა ბრძოლა? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა. ამას ხომ უკვე პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს.

ცალკე ანალიზის თემაა ის მოვლენები, რაც დღეს ევროპის და ევროკავშირის გარშემო ვითარდება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ცინიზმია ის, რა განცხადებებსაც ვისმენთ დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის და მათი მოკავშირეების მხრიდან ევროპის შესახებ. „დემოკრატია აღარ არსებობს“, „ევროპის ეკონომიკა ინგრევა“, „მიგრანტები ანადგურებენ ევროპას“, „ევროკავშირში დიქტატურაა“… გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ეს განცხადებები გააკეთეს დონალდ ტრამპმა, ილონ მასკმა, ჯეი დი ვენსმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. საკამათო არცერთი მოსაზრება არ არის, მაგრამ მთავარ კითხვას ყველა გაურბის: ვინ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ევროკავშირი? მიიყვანა სწორედ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რომლის ხელდასმით, აგენტურული მთავრობები, სულ მცირე, 17 წელია, მიზანმიმართულად ანგრევენ ევროპას და მის ეკონომიკას. სწორედ ახლა თავიანთი გაფუჭებულის სააშკარაოზე გამოტანით და წვრილფეხა აგენტებზე, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მეთაურებსა და ევროკავშირის აგენტურულ ხელმძღვანელობაზე გადაბრალებით მათ სისრულეში მოჰყავთ გეგმის შემდეგი ნაწილი, რომელსაც ევროკავშირის დაშლა, ქვეყანათა შორის არსებული ეკონომიკური კავშირების საბოლოოდ გათიშვა და გაერთიანების გაუქმება უნდა მოჰყვეს. აკი „გაჟონა“ კიდეც მედიაში საიდუმლო გეგმამ, რომელიც ევროკავშირიდან რამდენიმე ქვეყნის გამოსვლას ითვალისწინებს. საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების, გერმანიის, საფრანგეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკაზე არიან მთლიანად დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ნუ დაგვავიწყდება, რომ იქამდე ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროპას სრულად ჩაუხსნეს რუსეთისგან მომავალი იაფი ენერგორესურსი, ხოლო კიდევ უფრო ადრე გამოგონილი „მწვანე პოლიტიკით“ უარი ათქმევინეს და დაახურინეს ატომური ენერგიის მასშტაბური წყაროები. სწორედ ოლიგარქების დავალებით, ევროკავშირის დასაშლელად მოქმედებს დღეს „დიფ სთეითის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) მიერ მართული აშშ-ის ადმინისტრაცია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის მძაფრი რიტორიკა, ევროკავშირში არსებული მანკიერებების ზედაპირზე ღიად გამოტანა. მაშინ, როდესაც უკვე ყოფილი ევროკავშირის წევრი ქვეყნები უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან და ამაზე თვალის დახუჭვა უკვე შეუძლებელი იქნება, ამოქმედდება ოლიგარქიული ოჯახების გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები, რომელთა რეიტინგი დღეს 15%-ის ფარგლებში მერყეობს და, ცხადია, ესეც „დიფ სთეითის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა) მიერ დალაგებული გეგმის ნაწილია, ვეღარ აიღებენ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ქვეყნის მართვაზე. ისინი მიმდინარე პროცესებით სრულად იძარცვებიან მინიმალური ლეგიტიმაციისგან, ამიტომ დღის წესრიგში დადგება არსებული ეგრეთ წოდებული „დემოკრატიული სისტემის“, სახელმწიფოს ინსტიტუციის სრულად გაუქმების და ახალი მოდელის დაფუძნების საკითხი. ახალი მოდელი კი იქნება კორპორაციული მმართველობა. ჩემი გათვლებით – უახლოეს რამდენიმე წელიწადში ეს მოდელი საცდელად ერთ-ერთ ქვეყანაში დაინერგება. ხალხს ეტყვიან, რომ პოლიტიკამ და, ზოგადად, არჩევნებმა ამოწურა საკუთარი თავი, კორპორაციული მმართველობა კი იქნება „სასიამოვნო სიახლე“ საცდელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ცხადია, იმ ერთ ქვეყანაში ყველაფერი იმდენად სწრაფად გამოსწორდება, იმდენად მალე დაიძლევა კრიზისი, რომ დაშლილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა იქით მოითხოვს მოდელის დუბლირებას მათ ქვეყნებში. ეს იქნება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირი დაკანონება. ისინი უკვე არა პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურის ხელით, არამედ დანიშნული მენეჯერებით მომართავენ ქვეყნებს, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით აღაზევებენ ლგბტ პროპაგანდას, კიდევ მეტი ინტენსივობით განავრცობენ ფსევდოლიბერალურ იდეებს და ადამიანს გადააქცევენ სრულიად უუფლებო, არჩევანწართმეულ და უფლებააყრილ არსებად, რომელსაც აღარ ექნება არც იდეოლოგია, არც რწმენა, არც ოჯახის სიყვარული, არც იდენტობა. კორპორაციული მმართველობის პირობებში საერთოდ გაუქმდება სახელმწიფოს არსი, ხოლო მოქალაქეები გახდებიან კონკრეტული ოჯახების მომსახურე პერსონალი. რაც ყველაზე ტრაგიკულია, ლგბტ პროპაგანდის შედეგად ადამიანთა უმეტესობა უარს იტყვის საკუთარ სქესზე და მოგონილი „გენდერული იდენტობის“ საფარქვეშ ცხოვრების გაუკუღმართებული წესი ნორმად დაკანონდება. სწორედ ეს არის ის დიდი მიზანი, რომლისკენაც არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები მიმდინარე პროცესებით მიიწევენ.

მოცემულ ვითარებაში ოპტიმისტური განწყობის შექმნა ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რა შესაძლებლობები აქვთ ოლიგარქებს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ამ დიდ ძალას დავუპირისპიროთ, არის სიმართლე. არც ჩვენ და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა შევცდეთ, არ უნდა წამოვეგოთ პროპაგანდას და არ უნდა ვიქცეთ მტრის ხელში უნებლიე იარაღად. არ უნდა მივცეთ საშუალება კონკრეტულ დინასტიებს, საკუთარი ხელით დაგვანგრევინონ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ისტორია, რწმენა და ტრადიციები, რაზეც საუკუნეებია, დგას არა მხოლოდ ქართული, არამედ ძირძველი ევროპული ცივილიზაცია“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შეიძლება თუ არა ბავშვის ბანაობა ვირუსული ინფექციის დროს – ივანე ჩხაიძე საუბრობს

მიმდინარე პერიოდში სეზონური ვირუსები აქტიურდება. მშობლებისთვის კი ეს განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგანაც ვირუსი საბავშვო ბაღსა და სკოლებში უფრო სწრაფად ვრცელდება.ხშირად მშობლები ბავშვს, რომელსაც ვირუსი აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, არ აბანავებს, უფრო თბილად აცმევს და ოთახსაც არ ანიავებს. ასევე, ანტიბიოტიკიც შესაძლოა, თვითნებურად გამოიყენოს - რამდენად სწორია ეს მიდგომა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ შვილის სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელი შეუწყოს და ზოგადად, რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში, თემაზე გადაცემაში "დღის პოსტი" იაშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს:- ახლა ყველაზე აქტიური რინოვირუსია. ეს არის ვირუსი, რომელსაც გაციების სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. პაციენტს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. რინოვირუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 50%-ზე მეტი რინოვირუსია. შემთხვევებმა მოიმატა. რინოვირუსი 5-7 დღე გრძელდება. თუმცა, პირველი 3-4 დღე უფრო მეტად გამოხატულია. მას მძიმე მიმდინარეობა, მაგალითად, ფილტვების ანთების განვითარება, ძალიან იშვიათად ახასიათებს.ანტიბიოტიკი ვირუსის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ზოგჯერ, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მშობლის, არამედ ექიმის რეკომენდაციაცაა, რომ თუ ბავშვს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს სიცხე და ყელი ძალიან წითელი აქვს, ანტიბიოტიკი უნდა გამოიყენონ. არც ერთი ეს რჩევა რეალურ შედეგთან ახლოსაც არ არის. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს შეიძლება. სეზონურ ვირუსებთან საბრძოლველად, რაც არ უნდა კარგი, ძვირად ღირებული ანტიბიოტიკი გამოვიყენოთ, უშედეგო იქნება. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკი გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობითა და სიმძიმით, ერთ-ერთი გამორჩეული მედიკამენტია. ამიტომ, უნდა მოვერიდოთ და მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს. ექიმიც ამ გადაწყვეტილებას დიაგნოზის საფუძველზე იღებს. ეს შეიძლება, იყოს: ფილტვების ანთება, ყელის ჩირქოვანი პროცესი, ყურის ჩირქოვანი ანთება და ასე შემდეგ. ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი უფრო მეტად მტერია, ვიდრე მოყვარე.ბანაობის აკრძალვა არასწორია. ასევე, ოთახის ხშირი განიავებისა და ფანჯრის გაღების შიში არასწორია. გარდა ამისა, ბევრი ტანსაცმლის ჩაცმაც არასწორია. პირიქით, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს, მას რაც შეიძლება, ნაკლები უნდა ჩააცვათ იმიტომ, რომ ამით სითბოს გაცემას ხელს უწყობთ, რაც ტემპერატურას ამცირებს.ოთახის განიავება აუცილებელია, რადგან თუ თქვენ ოთახში ხელოვნურად 24-25 გრადუსი გექნებათ შექმნილი, ბავშვის ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.ვირუსებს, რომლებიც ახლა ცირკულირებს, გაციების გამოწვევა შეუძლია. გაციება ზოგადი მდგომარეობის დამრღვევი დაავადება არ არის. თუ ბავშვს შესაძლებლობა და სურვილი აქვს, რომ გაისეირნოს, გავასეირნოთ. თუმცა, ასეთ დროს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. ბავშვმა, რომელიც გაციებულია, არ შეიძლება, ფეხბურთი ითამაშოს ან ვარჯიშზე წავიდეს.იხილეთ გადაცემა ვრცლად: 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – საჭიროა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება

საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა უნდა დაუბრუნდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვაზე პასუხისას ჟურნალისტებს განუცხადა.„ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია, რასაც ერთი წლის წინაც მოვუწოდებდით. საჭიროა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და ამის შემდეგ, შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ პროცესების დეგრადირებასა და დემოკრატიის უკუსვლას. ეს იმედგაცრუებას იწვევს. განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიეტუველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოლოდინები, რაც მათ ევროპული პერსპექტივის მიმართ აქვთ. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერები ვართ. მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ მდგომარეობას და ზომები, რომელსაც ამჟამინდელი რეჟიმი იღებს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ამ ტენდენციას ვხედავ“, - აღნიშნა მინისტრმა.მისი თქმით, იმედი აქვს, მომავალ წელს ევროკავშირი გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და რომ „ქართული რეჟიმი შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიას, სად არის საქართველოს ადგილი“.„როცა ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება მსოფლიოში, ეს ახლა უდიდესი კითხვაა, მათ შორის თბილისშიც - სად ვართ ახლა. მსოფლიოს რომელ ნაწილს ვეკუთვნით", - აღნიშნა ბუდრისმა.

გია ვოლსკი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, არც მალავენ, რომ რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ, საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ

პოლიტიკურ ველზე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აღარ არსებობს. თავის თავს რაც არ უნდა უწოდონ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვს, რათა მათ სალაპარაკო ჰქონდეთ“.„არ შეიძლება, მუდმივად რევოლუციური სცენარი მოქმედებდეს. არც მალავენ, რომ პოლიტიკური სუბიექტებიდან რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ ამის კონსტატირება უნდა მოახდინოს. საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ. თავადვე აღიარებენ და იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ არ არსებობენ, როგორც პარტია და არსებობენ, როგორც რევოლუციური კომიტეტები. სტრასბურგის სასამართლოს თავად აქვს ნათქვამი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა და მათი მეთოდებით ქვეყნის მართვა სისტემური იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ფავლენიშვილი – 4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმა, თუმცა პროვოკაციებმა და ღალატმა გეგმები არია. ფავლენიშვილის თქმით, ამის შესახებ თავად 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში ჩართული პირები საუბრობენ.„არაერთხელ გვითქვამს, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმები, როგორც საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ აქციის გამოცხადებასა და სხვა პროცესებში. თვითონ ისაუბრეს, რა პროვოკაციები მოაწყვეს, რამაც არია მათი მშვიდობიანი აქციის გეგმები. ამიტომ ამ თემაზე უფრო კომპეტენტურ ხალხს აქვს გაცემული პასუხი, ჩემი დამატება არ არის საჭირო, ისედაც ისაუბრეს ბატონმა პაატამ და სხვა ადამიანებმა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც მათ მიერ არ იყო გათვლილი და საქმე ჰქონდათ ღალატთან, რამაც არია მათი გეგმები, აქციის თავდაპირველი გეგმა ვერ აღსრულდა პროვოკაციული ჯგუფების გამო“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორთა და მისი შეფასებაა, რომ პროვოკაცია უშიშროებამ მოაწყო.„ეს ადამიანები მისული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტისთვის. ორგანიზატორებიც ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც, მათი აზრით, მოაწყო უშიშროებამ. ჩემი აზრითაც, სხვას ვის უნდა მოეწყო? ამ პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მოტივაციით იყვნენ აქციაზე მისული. ეს ხალხი იმავე წარმატებით დადიოდა წლების მანძილზე აქციაზე და არასოდეს არ მიუღიათ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებაში. ძალადობა რომ იყოს მათი გამოხატვის ერთადერთი ფორმა, მანამდეც იძალადებდნენ. მშვიდობიანი პროტესტისთვის იყვნენ მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი და ამან გამოიწვია შემდგომში ეს პროვოკაცია, რამაც, სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური პატიმრები დაგვიმატა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, თურქეთის მოქალაქე მუშა დენის დარტყმის შედეგად ადგილზე დაიღუპა.არსებული ინფორმაციით, ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს სწორედ 30 წლამდე მამაკაცი ასრულებდა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პირველადი დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადა.შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები