bpn.ge-ს ინფორმაციით, ცნობილი ქართველი კალათბურთელის, NBA-ს ორგზის ჩემპიონ ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში ჰესის მშენებლობას გეგმავს – მთავრობამ მიწა 49 წლის ვადით გადასცა.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, შპს “სადმელი ჰესს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა და მასზე განთავსებული უძრავი ქონება 49 წლის ვადით გადაეცა, რათა მდინარე რიცეულაზე ჰიდროელექტროსადგური ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს.

