სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

ზაალ ანჯაფარიძე: „გვარამვიზიაზე“ გასულ სრულიად ამაზრზენ ე.წ. „ჟურნალისტური გამოძიებას,“ შაქარაშვილის დაღუპვის გარემოებებზე და მცდელობას, როგორმე ივანიშვილთან დააკავშირონ ეს ამბავი, ჟურნალისტიკასთან საერთო არ აქვს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანჯაფარიძის თქმით, ნაცებმა და მათმა სატელიტმა მედიამ გადაწყვიტეს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

როგორც ანალიტიკოსი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ამ თემას აიტაცებს და განავრცობს „ნაცების“ მომსახურე ტელევიზიების სამეული, რაც იქნება კიდევ ერთი ლუსტრატორი, როგორ ცდილობს ბოლო ხავსს ჩაებღაუჭოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გრძნობს, რომ კარგავს ქვეყანაში ამომრჩევლის მხარდაჭერას.

„ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“ – ვერ მოხდება „ნაცმოძრაობის“ მისი განშტოებების შეცვლა, ვერანაირად. ნაცებმა და მათმა სატელიტმა მედიამ, როგორც სჩვევიათ და ეს, რაც უკვე არა ერთხელ ვნახეთ, გადაწყვიტეს ახალგაზრდა კაცის გიორგი შაქარაშვილი ტრაგიკული სიკვდილი, საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ზუსტად ასეთივე სცენარით ცდილობდნენ სათავისოდ გამოეყენებინათ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია.

ამის მკაფიო მაგალითია მათ „მთავარ“ რუპორზე „გვარამვიზიაზე“ გასული სრულიად ამაზრზენი ე.წ. „ჟურნალისტური გამოძიება,“ შაქარაშვილის დაღუპვის გარემოებებზე და მცდელობა როგორმე ივანიშვილთან დააკავშირონ ეს ამბავი, რომელსაც რა თქმა უნდა არავითარი საერთო ჟურნალისტიკასთან არ აქვს და განხილვასაც კი არ საჭიროებს. ყველაფერი აგებულია სუბიექტურ განცდებსა და შეკვეთილ ნარატივზე. დიდი ალბათობით ამ თემას აიტაცებს და განავრცობს „ნაცების“ მომსახურე ტელევიზიების სამეული, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრატორი, თუ როგორ ცდილობს ბოლო ხავსს ჩაებღაუჭოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გრძნობს, რომ კარგავს ქვეყანაში ამომრჩევლის მხარდაჭერას და რაც კი დარჩენია, ეს არის ის ჰებელსის საუკეთესო ტრადიციებში დეზინფორმაციის გავრცელება. თუმცა იგივე ჰებელსი ამბობდა რომ პროპაგანდა ძალას კარგავს როგორც კი ნამეტანი აშკარა ხდებაო”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გრიპის ვირუსს ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს

ექიმი, ივანე ჩხაიძე საზოგადოებას მიმართავს:მისი თქმით, გრიპის ვირუსი  პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი.„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“ – საპატრიარქო მიტროპოლიტ სერაფიმეზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს.„თუ ომი 2025 წელს არ დასრულდება, უკრაინა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის მარტო არ გადის ასეთ რთულ პერიოდს და რომ ჩვენ გვაქვს უპირველეს ყოვლისა ფინანსები, და არა მხოლოდ მეგობრული სიტყვები“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის შეთანხმებული სამშვიდობო გეგმა არ არსებობს. ​ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში მას მსგავსი დოკუმენტი არ უნახავს და სამშვიდობო შეთანხმებაზე შემდგომი ნებისმიერი სამუშაო შეერთებული შტატების მონაწილეობით უნდა წარიმართოს.„უცნაურია, როცა საუბარია რუსეთის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჯერ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა და ვერც აშშ-ის პრეზიდენტმა ვერ შეძლო, რომ აიძულოს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა…“ – გოგა ხაინდრავა

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა...“ - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.სხვდასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულებს შორის არიან ლეილა ცომაია, ნინია კაკაბაძე, ირაკლი კალანდაძე, გურამ ქუხილავა, ნანა ჯაფარიძე და ანუკა გამსახურდია.ისინი სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ბოლო სიახლეები