შაბათი, აპრილი 26, 2025

ვრცელდება დედის და ბებიის დაკავების კადრები, რომლებმაც 8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს

სამეგრელოში დააკავეს დედა და ბებია, რომლებმაც 8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი – 1981 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1955 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს.

არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და “დ”ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ემანუელ მაკრონი – უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე, ახლა პრეზიდენტს პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა

უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე, ახლა პრეზიდენტს პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში ზელენსკისთან რომში გამართული შეხვედრის შემდეგ დაწერა.მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან პოზიტიური საუბარი ჰქონდა.„უკრაინაში ომის დასრულება არის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპთან. უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს მე ეს დამიდასტურა. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან მუშაობა ამის შესასრულებლად. ახლა პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ამ ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინაში სრულ და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ემანუელ მაკრონთან განიხილა ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისკენ გზა და ამის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობა.

ილია მეორე – დიდად ვწუხვართ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანის და დიდი მეცენატის, ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო

საქართველოს საპატრიარქო ზურაბ წერეთლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის, ილის მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს.„დიდად ვწუხვართ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანის და დიდი მეცენატის, ბატონი ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო. მიუხედავად იმისა, რომ იგი, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სამშობლოზე ფიქრი მას არასოდეს შეუწყვეტია და ცდილობდა, თავისი შესაძლებლობები საქართველოს საკეთილდღეოდ გამოეყენებინა.თბილისში განთავსებული მისი ქანდაკებები, მონუმენტი, – საქართველოს მატიანე, თანამედროვე ხელოვნების მისი მუზეუმი, აფხაზეთის ზღვის სანაპიროს მოზაიკური სცენები … მუდამ ყველას შეახსენებს ბატონი ზურაბის სახელს და შეინახავს მის ხსოვნას.რა თქმა უნდა, მისი ნამუშევრები სხვა ქვეყნებშიც არაერთია, მაგრამ სამშობლოს სხვა სითბო აქვს.აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია ილის მეორის სამძიმრის წერილში.მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში 22 აპრილს გარდაიცვალა. ზურაბ წერეთელი დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

დღევანდელ აქცია-მსვლელობაზე სტუდენტებმა პროკურატურასთან მიმართვა წაიკითხეს – გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ „ქართული ოცნება“ სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს

ქართველი ხალხის მოთხოვნა არის შემდეგი, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ „ქართული ოცნება“ სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს, – ამის შესახებ დღევანდელი აქცია-მსვლელობის მონაწილეებმა პროკურატურასთან განაცხადეს, სადაც სტუდენტებმა საკუთარი მიმართვა წაიკითხეს.როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათი მოთხოვნა უნდა მოისმინონ ოპოზიციურმა პარტიებმაც და შეასრულონ ხალხის დაკვეთა.„მალე საქართველო სრულ კრიზისში აღმოჩნდება. გამოსავალი არის ძალების კონსოლიდირება. ერთიანი ძალა შევქმნათ, რომელიც დაამარცხებს „ქოცების“ ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებას. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვის ვებრძვით: არჩევნების გაყალბების შემდეგ საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ დაამყარა ავტორიტარიზმი, ქვეყანას მართავს რუსული ტიპის რეჟიმი. ერთადერთი გამოსავალი მათი ერთობლივი ძალებით ქვეყნიდან გაძევებაა. ხედავთ, როგორ აწყობენ ცირკს სასამართლოებში. „ქართული ოცნება“ აპირებს მოქალაქეების წლობით ციხეში გამოკეტვას. გააუქმებენ ყველა თავისუფალ პარტიას, ყველა კრიტიკულ მედიას. მოსპობენ სამოქალაქო სექტორს, ყველა მოქალაქეს დევნა და დაპატიმრება გველის, თუ არ ვიბრძოლებთ უკომპრომისოდ და უშიშრად. გახსოვდეთ, ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული. ყველამ კარგად გაიგოს და მოისმინოს: ქართველი ხალხის მოთხოვნა არის შემდეგი, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ „ქართული ოცნება“ სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს. ჩვენი მოთხოვნა უნდა მოისმინონ ოპოზიციურმა პარტიებმაც და შეასრულონ ხალხის დაკვეთა. ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს და არავითარი ვაჭრობა და მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“. გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. ერთობის გზა აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, – აცხადებენ სტუდენტები.დღეს, მეტროსადგურ დიდუბიდან საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ავარია მარნეული-თბილისის გზაზე

ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე.დამტვრეულია სამი ავტომობილი.შემთხვევის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. 

დონალდ ტრამპი – უკრაინაზე ბოლო იერიშები მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, პუტინს არ სურს ომის დასრულება და მასთან საჭიროა „საბანკო“ ან „მეორადი სანქციების“ გზით მოპყრობა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინის ბოლო იერიშები უკრაინის დასახლებებზე აფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას არ სურს ომის დასრულება და საჭიროა მასთან სხვანაირი მოპყრობა „საბანკო“ ან „მეორადი სანქციების“ გზით. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.„პუტინს არ ჰქონდა არანაირი მიზეზი, რომ რაკეტები ესროლა სამოქალაქო რაიონებისთვის, ქალაქებისა და სოფლებისთვის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას არ სურს ომის დასრულება, ის უბრალოდ აჭიანურებს და საჭიროა მასთან სხვანაირი მოპყრობა „საბანკო“ ან „მეორადი სანქციების“ გზით? ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, – წერს ტრამპი.ამასთან, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ და მისი ჟურნალისტი პიტერ ბეიკერი.„რა შეთანხმებაც არ უნდა დავდო რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი იქნება ის, სულ რომ საუკეთესო შეთანხმება იყოს, რაც კი ოდესმე დადებულა, წარუმატებელი „ნიუ იორკ თაიმსი“ მასზე ცუდად ისაუბრებს. „თაიმსის“ ძალიან მიკერძოებულმა და უნიჭო მწერალმა, პიტერ ბეიკერმა თავისი რედაქტორის მოთხოვნა შეასრულა და დაწერა, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები, მათ შორის, ვვარაუდობ, ყირიმი და სხვა სულელური თხოვნები, რათა შეწყდეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი მკვლელობები. რატომ არ ამბობს ეს მსუბუქწონიანი რეპორტიორი, რომ ობამამ დაუშვა, რუსეთს უკრაინისთვის ყირიმი მოეპარა ყოველგვარი გასროლის გარშე?“ – წერს ტრამპი.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას არაფერი ჰქონდა საერთო უკრაინაში მიმდინარე ომთან.„მე არაფერი მქონდა საერთო ამ სულელურ ომთან, გარდა სულ დასაწყისისა, როდესაც მე უკრაინას „ჯაველინები“ მივეცი და ობამამ ზეწრები მისცა. ეს არის მძინარა ჯო ბაიდენის ომი და არა ჩემი. ის იყო წამგებიანი პირველი დღიდანვე და არასდროს უნდა მომხდარიყო. არც მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ პრეზიდენტი. მე უბრალოდ ვცდილობ, დავალაგო ის არეულობა, რომელიც ობამამ და ბაიდენმა დამიტოვეს“, – აღნიშნავს ტრამპი.

ბოლო სიახლეები