ორშაბათი, მარტი 17, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენთვის უმთავრესია, რომ არც ამერიკა, არც არავინ არ წავიდეს რუსულ „მაგრამზე“, ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა მოდიოდეს „მაგრამთან“ ერთად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუ კრემლი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას არ დაეთანხმება.

„ჩვენთვის უმთავრესია, არც ამერიკა, არც არავინ არ წავიდეს რუსულ „მაგრამზე“. ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა მოდიოდეს „მაგრამთან“ ერთად, რადგან ეს არის ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით. ეს არ არის სამუდამო, ეს არის 30 დღე-ღამე, სადაც ყველა მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, აჩვენოს ომის დასრულების სურვილი ან პირიქით. არის აშშ-ის წარმომადგენელი, რომელიც შეხვდა რუსებს. ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ, კოორდინირებულია რაღაც პოზიციები. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება კოორდინაცია აშშ-თან შემდგომი ნაბიჯების შესახებ. რუსები თუ არ ეთანხმებიან პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია იქნება მკაფიო, მკაცრი და პირდაპირი პუტინის მიმართ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკი ასევე მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, შეიძლება, 30 დღეზე მეტხანს გაგრძელდეს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში საჭიროა შეთანხმების შემუშავება ომის დასასრულებლად შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, ტერიტორიებზე კონტროლის საკითხი„რთულია“ და მოლაპარაკებების გზით შემდგომ უნდა გადაწყდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენლებს უკრაინისთვის არ წამოუყენებიათ დამატებითი პირობები ომის დასრულების თაობაზე.

„დაე, ამერიკამ ახლა აიძულოს პუტინი, გადადგას პირველი ნაბიჯი. შემდეგ განვიხილავთ ყველა დანარჩენ ნაბიჯს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გურამ მაჭარაშვილი – სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციაში ვერ იტანდნენ, ვამბობდით, პოსტიდან როცა წავა, თავზე დააცხრებიან-თქო და ეს დღეც დადგა

როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძე მიხვდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მზეც ჩაესვენა და ახლა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მზეც ესვენება. ამიტომ გადაწყვიტა, იქით შეუტიოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?“.„როდის იყო ზურაბიშვილი ძლიერი, ახლა რომ ამბობს, სუსტიაო? მაშინ, როცა ქვეყანას ღალატობდა, პრეზიდენტის ფუნქციები ჰქონდა და მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებდა? – ახლა არც ფუნქციები აქვს და მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად დადის. გახსოვთ, როცა მომხრე ვიყავით, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედროშე ყოფილიყო? ზურაბიშვილი ვუსურვეთ და ლიდერად მიიღეს. ახლა წუწუნი გვიან არის იმაზე, რომ ზურაბიშვილი სუსტია და ასე შემდეგ. ზურაბიშვილი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ლიდერად არც მანამდე უნდოდა, მაგრამ მათ არავინ შეეკითხა. ზურაბიშვილიც და კოლექტიური „ნაცმოძრაობაც“ უცხოეთიდან მართულები არიან. შესაბამისად, უცხოური ძალა ზურაბიშვილის ლიდერობას არც გუბაზ სანიკიძეს და არც ლევან ხაბეიშვილს არ ჰკითხავდა. როგორც დაალაგეს, ისე შეასრულეს. ზურაბიშვილს ოპოზიციაში ვერ იტანდნენ. ვამბობდით, როცა პოსტიდან წავა, თავზე დააცხრებიან-თქო და ეს დღეც დადგა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კაია კალასი – შეშფოთებული ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო, ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც სჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო, ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც სჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.ჟურნალისტმა მას ჰკითხა, განიხილება თუ არა შეხვედრაზე საქართველოს საკითხი.„რაც შეეხება სხვა საქმეებს, ეს საკითხი აუცილებლად დადგება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ადამიანების დაკავებების გამო. ჩვენ ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც სჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“, – განაცხადა კალასმა.ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილება უკრაინის საკითხი და დაგეგმილია ვიდეოკონფერენციის რეჟიმში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან მოსაზრებების გაცვლა. ევროპელი მინისტრები ასევე იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, ღაზის სექტორთან, სირიაში განვითარებულ მოვლენებთან და ირანთან დაკავშირებით. ამას გარდა, მინისტერიალის დღის წესრიგშია აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხი.საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გაიმართება კონფერენცია სირიის საკითხზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია.ეს განაჩენი უკვე მეორეა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილის საქმეზე გამოიტანა. მას ახლა მხოლოდ ერთი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დარჩა, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება.

გურამ მაჭარაშვილი – ხაბეიშვილს უნდა დავეთანხმოთ, რომელმაც თქვა, ერთმანეთს ვჭამთ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო, ამბავი დასრულდა, რასაც აღქმებით ქვეყნების მართვა ჰქვია

სულ ვსაუბრობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მის ანასხლეტებში გაერთიანების, ერთიანი სიის და მით უმეტეს, კოალიციური ხელისუფლების არანაირი რესურსი არ იყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.„დღეს უკვე ხაბეიშვილი დაგვეთანხმა და თქვა, ერთმანეთს ვჭამთ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო. ამ შემთხვევაში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხაბეიშვილს უნდა დავეთანხმოთ – რა კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარი, ერთ განცხადებასა და მიდგომაზე ვერ თანხმდებიან. ეს ის მოცემულობაა, რამაც პრაქტიკულად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შეჭამა. შესაბამისად, ამბავი დასრულდა, რასაც აღქმებით ქვეყნების მართვა ჰქვია. ვინ პენსიაზე წავა, ვინ ლექციებს წაიკითხავს და ვინ უცხოეთში, აგენტურაში, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამას დროებითი საგამოძიებო კომისიის მხრიდან რეჟიმის დასკვნა წამოეწევათ. კარგი პროცესი იქნება, როცა ქართულ პოლიტიკას „ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება. ეს ველი ჯანსაღი ძალებით შეივსება“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

პაატა მანჯგალაძე – ნუ დაველოდებით ლიდერის გამოჩენას, ჩვენვე უნდა გავხდეთ ცვლილების ლიდერი

პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის, მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.„ნუ დაველოდებით ლიდერის გამოჩენას – ჩვენვე უნდა გავხდეთ ცვლილების ლიდერი! არ დაიჯერო, რომ რეჟიმი ურღვევია! – მისი ძალა ჩვენს შიშზეა აგებული. ნუ გაჩუმდები, როცა სიმართლე იცი! – დუმილი ბოროტებას აძლიერებს. ნუ დაელოდები სხვას! – თავისუფლება თავისით არ მოვა, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ!  და ბოლოს – არ იყო მონა და ლაჩარი!ეს არის პასუხი რიტორიკულ კითხვაზე, გვეშველება რამე? კი, თუ ამ წესებს ყველა დავიცავთ!“ , – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ბოლო სიახლეები