ორშაბათი, მაისი 5, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზადაა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში პირველი კლასტერების გასახსნელად, თუმცა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ევროპაში

უკრაინა მზადაა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში პირველი კლასტერების გასახსნელად, თუმცა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ევროპაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პრაღაში, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან, პეტრ ფიალასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ფაქტობრივად გაიარა მოლაპარაკებების პირველი ეტაპები.

„ჩვენ მზად ვართ, უახლოეს მომავალში გავხსნათ პირველი კლასტერები მოლაპარაკებებში, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ევროპაში. გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს სწორედ ევროპამ, და არა ვიღაც ერთმა, ვინც ცდილობს, მანიპულირება მოახდინოს მთელ ევროპაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინული მედია წერს, სავარაუდოდ, ზელენსკი გულისხმობდა უნგრეთის პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის დაბლოკვის შესახებ.

შეგახსენებთ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ზელენსკი „უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პაატა მანჯგალაძე -ხალხისთვის, ვინც მზად არის აქტიური ბრძოლისთვის, რეესტრი გავაკეთოთ

საზოგადოებაში გაბნეულია ბრაზი, ამიტომ მისი აკუმულირებისა და მიზნისკენ მიმართვისთვის საზოგადოებაში აქტიური ადამიანების რეესტრის შექმნაა საჭირო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.„ავხსნი, რასაც პაატა ბურჭულაძე საუბრობდა. ამ პროტესტმა დაანახა, რომ საზოგადოებაში ბრაზი არის გაბნეული. ის , რომ ახლა 3 000 ადამიანი გამოდის, არ ნიშნავს იმას, რომ 200 000 ადამიანი, რომელიც გამოდიოდა არ თანაუგრძნობს ამას. საუბარი იყო იმაზე, რომ ამ „გაბნეულ პროტესტს“ რაღაც მიზანი მივცეთ და ამის კარგი საშუალება იქნება თუ თქვენ შეძლებთ საზოგადოებასთან ერთად რაღაც ისეთის შეთავაზებას ...ერთ-ერთი ქმედება, რაც განხილული იყო არის, რომ მარტო თბილისში არ არის ნეგატიური მუხტი და ბრაზი, რეგიონებშიც არის, ამის აკუმულაცია მათ შორის, რეგიონებშიც გავაკეთოთ. ხალხი, ვინც მზად არის აქტიური ბრძოლისთვის რეესტრი გავაჩინოთ, რომ კონკრეტულ დღეს შევძლოთ ამ ხალხის კონკრეტულ აქციაზე მოხმობა. საქართველოს ვისაც აინტერესებს, იმ ხალხის გაერთიანება და კონკრეტულ დღეს, კონკრეტული პროტესტის დაფიქსირება შევძლოთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიქტორ ორბანი – არასდროს იქნება ისეთი ვითარება, როცა კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე

ზელენსკის სურს უკრაინის მიმართ მეგობრული მთავრობა უნგრეთში, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.როგორც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი იუწყება, აღნიშნულის შესახებ ორბანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინამ ბრიუსელთან შეთანხმებას მიაღწია „ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების“ შესახებ და ახლა ელოდება, რომ უნგრეთი ამას მოიწონებს.„ზელენსკის სურს, უნგრეთში ხედავდეს უკრაინის მიმართ მეგობრულ მთავრობას. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე არიან ზელენსკის მეგობრები“, – აღნიშნა ორბანმა.მისივე თქმით, ეს მოლოდინები არ გამართლდება.„არასდროს იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გაკოტრებას გამოიწვევს.ამასთან, ორბანმა უნგრელებს მოუწოდა, გამოხატონ თავიანთი აზრი უკრაინის გაწევრიანების შესახებ ხმის მიცემით.შეგახსენებთ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ზელენსკი „უნდა შეეგუოს აზრს, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე“.

ვლადიმერ ბოჟაძე დოიაშვილზე: სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან

სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ დოიაშვილზე საუბრისას.მისივე თქმით, აღნიშნულიდანაც ჩანს მათი დამოკიდებულება და თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ღირებული სახელმწიფოს ინტერესები.„მინდა დოისაც და ყველას წარმატებები ვუსურვო. ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთში დასის შესარჩევად კასტინგი ჰქონდა და ბეიჯინგში სპექტაკლი უნდა დადგას.

სოზარ სუბარი – ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე იყო რეჟიმის შემზარავი სახე, სადაც არ არსებობდა ადამიანის არცერთი უფლება და თავისუფლება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გოჩა კაკოიშვილის უფლებების შელახვის განხილვისას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მედიის მუშაობის პრინციპი გაიხსენა.დეპუტატმა აღნიშნა, რომ ნაწამები გოჩა კაკოიშვილის ამბის მოსასმენად ყველა ტელევიზია მივიდა, თუმცა მხოლოდ ერთმა მცირე ტელევიზიამ გააშუქა.„კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ის შემზარავი დუმილი, რაც მაშინ ქართულ მედიაში იყო გამეფებული. როდესაც ასეთ ნაწამებ ადამიანთან მიდიან ჟურნალისტები ყველა ტელევიზიიდან და ბოლოს არცერთი, ერთი პატარა ტელევიზიის გარდა, არ აშუქებს ამ ფაქტს, ეს ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს რეჟიმის შემზარავ სახეს, სადაც არ არსებობდა ადამიანის არცერთი უფლება და თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება არათუ არ არსებობდა, უარესი – მედია მთლიანად რეჟიმის სამსახურში იყო ჩამდგარი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 26 მაისთან დაკავშირებით „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ უცხოელი მეგობრები მოიწვია

დისტანციური შეხვედრა გაიმართა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და ჩვენი მეგობრების, რომლებიც არიან გაერთიანებული საქართველოს მეგობართა ჯგუფში, მათ წარვუდგინეთ ახალი პლატფორმა, მისი მიზნების, მოქმედების და მუშაობის მთავარი წესები, ასევე ის ჯგუფები, რომლებიც შეიქმნა და უშუალოდ მათთან კავშირზე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, დისტანციურ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპარლამენტარები, ევროპის ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე აშშ-ის კონგრესისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.„შეხვედრაზე ითქვა, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმა“ დაფუძნებულია „ქართულ ქარტიაზე“ და ჩვენ ერთობლივი მიზანია ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება. ეს პლატფორმა უკვე სხვებთან ერთადაც მუშაობს. დღეს გვქონდა საშუალება, რომ პროტესტის ორგანიზაციებთან, არასამთავრობოებთან, კულტურის ორგანიზაციებთან ერთად ვგეგმავთ 26 მაისს და ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები ამ დღეს, რომ ქართველ ხალხთან ერთად ამით გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა. ჩვენ ასევე აღვწერეთ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა. განვიხილეთ ბოლო გადაწყვეტილებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ასაღებს ბრიტანულად. ეს ყველაფერი არის ფორმა, რომლითაც ასაღებენ რუსულ კანონებს. ეს არის რეპრესიის გაგრძელება და ამას სჭირდება მეტი რეაგირება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ამ დისტანციურ შეხვედრას ესწრებოდა ჯო უილსონის სტაფერი, რომელმაც მოგვახსენა ბოლო მოვლენები და ასევე იყო საუბარი „მეგობარი აქტის“ დღევანდელ განხილვაზე. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები