პარასკევი, მაისი 23, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – სწორედ რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ უკრაინაში ომი დღემდე გრძელდება, მსოფლიოს მხრიდან ზეწოლის გარეშე ეს ვერ შეიცვლება

უკრაინა მზადაა მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯების გადადგმისთვის, რათა ფრონტზე ცეცხლი შეწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთია დამნაშავე, რომ ომი დღემდე გრძელდება და ეს მსოფლიოსთვის აშკარაა.

„ჩვენი, უკრაინის ინტერესია, არ გავაჭიანუროთ ომი, მაგრამ ვიყოთ მზად სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის. მსოფლიოსთვის აშკარაა, რომ სწორედ რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ ომი დღემდე გრძელდება. უკრაინა მზადაა მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებისთვის. საჭიროა რუსეთის სარკისებური მზაობა. ახლა ეს არ არსებობს და მსოფლიოს მხრიდან ზეწოლის გარეშე ეს ვერ შეიცვლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა თავის წილ ზეწოლას ახორციელებს, კერძოდ, თავისი თავდაცვითა და აქტიური მოქმედებებით. ზელენსკის თქმით, ფრონტზე არსებული სიტუაციისა და შემდგომი მოქმედებების შესახებ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა მთავარსარდალთან და თავდაცვის სამინისტროსთან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ევროკავშირთან ჩვენი დამოკიდებულება გულწრფელია, თუ იქნება ჯანსაღი პროცესი, მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გვეუბნებიან, ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ

ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია, თუ იქნება ჩვენ შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ ფასდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახლა, გაყინულია თუ შეინიშნება რაიმე ტენდენცია ყინულის დნობის თვალსაზრისით.„ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია. ღია ვართ ჩვენ, თუ იქნება ჩვენ შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. ამისთვის მზად ვართ. მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გეუბნებიან, ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ. მარტივია, რომ სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საგარეო მინისტრი თუ სხვა ვინმე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორი ამინდი იქნება 23 მაისს – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

23 მაისს საქართველოს უმეტეს ქალაქში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.გაგრა +24  - უმეტესად მზიანისოხუმი +25 - უმეტესად ღრუბლიანიზუგდიდი +28 - უმეტესად ღრუბლიანიმესტია +19 - უმეტესად ღრუბლიანიფოთი +24 - უმეტესად მზიანიბათუმი+ 24 - უმეტესად ღრუბლიანიოზურგეთი +27 - უმეტესად ღრუბლიანიქუთაისი +29 - უმეტესად ღრუბლიანიამბროლაური +26 - უმეტესად ღრუბლიანიახალციხე +25 - უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი +21 - უმეტესად ღრუბლიანიბაკურიანი +19 - უმეტესად ღრუბლიანიგორი +23 - უმეტესად ღრუბლიანიცხინვალი +22 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +15 - უმეტესად ღრუბლიანიგუდაური +11 - უმეტესად ღრუბლიანითელავი +22 - უმეტესად ღრუბლიანირუსთავი +25 - უმეტესად მზიანითბილისი +24 - უმეტესად ღრუბლიანი.

ნუცა ცისკარიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„აღარ გვყავს ოთარი პაპა, ამიერიდან ვეღარასოდეს ავალთ ერთად მთაში ხატობას...“, - წერს ნუცა ცისკარიშვილი.

მეუფე შიო – მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას, სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს...

სულიწმინდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან… მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება – წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, მსწრაფლშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი მხოლოდ იქ არის, სადაც არის ნამდვილი ბრძოლა ვნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნიკოლოზობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, „წმინდა ნიკოლოზს უნდა ვევედროთ, რომ ვნებებთან ბრძოლის გზაზე გაგვაძლიეროს”.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს – ნიკოლოზობას, ღირსი შიო მღვიმელისა და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.როდესაც ვეცნობით ასეთი დიდი წმინდანების ცხოვრებას, მათ ღვაწლს, ჩვენ ვუკვირდებით მათი სიწმინდის თავისებურებებს და შთაგონებას ვიღებთ ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ყოველი მათგანი თავისებურია, განუმეორებელია, რადგან, საერთოდ, ყოველი ადამიანი განუმეორებელია; ზოგადად, სიწმინდეს არ გააჩნია რაიმე შაბლონი ან ტრაფარეტი. ამიტომ ჩვენ ვეძებთ მათში ამ თავისებურებას, რომ მივბაძოთ, განვახორციელოთ და გავხსნათ ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებაც განუმეორებელია და არ ჰგავს სხვისას. ქრისტიანული ცხოვრება და ღვაწლი არ შეიძლება იყოს სხვანაირი, რადგან სულიერი ცხოვრების მიზანია სულიწმინდის მოპოვება და ჩვენში ღვთის ხატების გახსნა. ეს არის მიზანი. ამიტომ უნდა ვბაძავდეთ წმინდანებს, ვინც ამას მიაღწია, მადლიც მოიხვეჭეს და მათში ბრწყინავს ხატება ქრისტესი, მაგრამ ბრწყინავს ყოველ მათგანში განსხვავებულად.რა იყო წმინდა ნიკოლოზის სიწმინდის თავისებურება? მის ტროპარში რა სიტყვებს ვგალობთ ჩვენ?„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე”. ე.ი. ამ სიმდაბლეზეა საუბარი, იმ საოცარ სიმდაბლეზე, რომლითაც იგი ამაღლდა ასეთ დიდ სულიერ საფეხურზე. ეს ის სიმდაბლე და სიმშვიდეა, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვითხოვთ დილის ლოცვებში, საღამოს ლოცვებსა თუ სხვადასხვა ლოცვებში.ძვირფასო ძმებო და დებო, რატომ არის ტროპარში ასე ხაზგასმული, რომ სიმდაბლით მოიპოვე სიმაღლე? – იმიტომ, რომ სულიერ ცხოვრებაში არსებობს ღვთისგან დადგენილი ნორმები და კანონები; მხოლოდ ამ კანონებისა და სულიერი ნორმების შესრულებით შეიძლება მიაღწიო სიწმინდესა და სულიერებას.ამ კანონთა შორის უპირველესი არის სულიერი კანონი სიმდაბლის შესახებ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სულიწმინდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან და, რა თქმა უნდა, ამას მოსდევს სიმშვიდეც. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება.მაშ, რა გვაკლია? – სიმდაბლეც გვაკლია და სიმშვიდეც, მაგრამ სიმდაბლის მოპოვება რთულია, სიმშვიდის მოპოვებაც რთულია. ეს არის ჯვრის ზიდვა, მაგრამ გავიხსენოთ დღეს წაკითხული უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ვინც არ აღიღებს თავის ჯვარს და არ შემომიდგება, ის არ არის ჩემი ღირსი“(მთ. 10, 38). ამდენად, ჯვრის ზიდვა არის აუცილებელი, მაგრამ ეს დაკავშირებულია ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლასთან, ცოდვები კი შედეგია იმისა, რომ ჩვენ არ ვებრძვით ჩვენს ვნებებს; განსაკუთრებით, არ ვებრძვით ყოველივე იმას, რაც გვართმევს სიმდაბლეს, რაც ხელს გვიშლის სიმდაბლის და სიმშვიდის მოპოვებაში. ამ დროს კი გზა ქრისტესკენ მხოლოდ ამ თვისებებზე გადის.წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, მსწრაფლშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი მხოლოდ იქ არის, სადაც არის ეს ნამდვილი ბრძოლა ვნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ვევედროთ წმინდა ნიკოლოზს, რომ გაგვაძლიეროს ამ გზაზე, ვნებებთან ბრძოლის გზაზე, ჩვენს ამპარტავნებასთან, ქედმაღლობასთან, არაწმინდებასთან, სხვადასხვა ვნებასთან და მეოხ გვეყოს, შეგვეწიოს, ევედროს უფალს, რომ ღმერთმა მოგვივლინოს სულიწმინდის მადლი, ჩვენი განმამტკიცებელი ამ გზაზე.ასევე შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს: იყავით წმინდა, როგორც მამა თქვენი წმინდა არს (ღმერთზეა საუბარი). რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთი სიწმინდე ვერ გვექნება, როგორიც ამ დიდებულ წმინდანებს ჰქონდათ, მაგრამ ვალდებული ვართ, მივბაძოთ მათ და ამ სიწმინდის გზაზე ვიაროთ, თუ ვართ ქრისტიანები.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზმა გაგახაროთ, დაგლოცოთ. წმინდა ნიკოლოზის მადლით უფალმა დალოცოს ეს შესანიშნავი ტაძარი, სამღვდელოება ამ ტაძრისა; მამა მაქსიმე, მამებო, მადლობა დღევანდელი მსახურებისთვის. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ.ქრისტე აღდგა!”, – განაცხადა მეუფე შიომ თბილისის (ჩუღურეთის) წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ქადაგებისას.

მიხეილ ყაველაშვილი – ევროკავშირთან ჩვენი დამოკიდებულება გულწრფელია, თუ იქნება ჯანსაღი პროცესი, მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გვეუბნებიან, ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ

ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია, თუ იქნება ჩვენ შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ ფასდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახლა, გაყინულია თუ შეინიშნება რაიმე ტენდენცია ყინულის დნობის თვალსაზრისით.„ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია. ღია ვართ ჩვენ, თუ იქნება ჩვენ შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. ამისთვის მზად ვართ. მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გეუბნებიან, ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ. მარტივია, რომ სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საგარეო მინისტრი თუ სხვა ვინმე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები