რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვმა, დარტყმების შეჩერების ნაცვლად, აღდგომის დღესასწაულზე ქვეყნის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.
„რუსებმა მხოლოდ გააძლიერეს დარტყმები, რამაც ცაში სიჩუმე სააღდგომო ესკალაციად აქცია“, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სადღესასწაულო ზავის შეთავაზება კვლავ განიხილება, თუ მოსკოვი დათანხმდება და ეს შეტყობინება ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, სატელეფონო საუბრისას გადაეცათ.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია „სტაბილურია” და რუსეთის მხრიდან დიდი წინსვლის საფრთხე შეჩერებულია.

