ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტები, რაც ძალიან საშიშია ევროპისთვის, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის

რუსებმა დღეს კიდევ ერთხელ გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები, რაც ძალიან საშიშია როგორც ევროპისთვის, ასევე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის პარალელურად განვითარდება საომარი ტექნოლოგიები, რაც ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ეს ომი ჩვენს ტერიტორიაზე რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო განვითარდება საომარი ტექნოლოგიები და მით უფრო დიდი იქნება საფრთხე ყველასთვის. ეს საკითხი ახლავე უნდა გადაწყდეს და არა მაშინ, როდესაც ათასობით მოდერნიზებული „შაჰედის“ ტიპის დრონი და ბალისტიკური რაკეტა დაემუქრება სეულსა და ტოკიოს“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არ ჰყავს ქარიზმატული ფიგურები, ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს, მათი ინიციატივები ვერ იქნება...

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ოპოზიციას არის ის, რომ მათ არ ჰყავთ არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, არცერთი ასეთი პოლიტიკოსი არ არის ოპოზიციაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს, ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს.„იმ პირობებში, როდესაც აქვთ სერიოზული კრიზისი, მათ შორის, პერსონალურ დონეზე, ვერცერთი მათი ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ...

ჩვენ რაღაცნაირად მაინც მოვახერხებთ, რომ მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა ისევ გაიგონ, თუ რას ვფიქრობთ მათზე, - ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც იმას გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე, პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტზე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსების გამო ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის ჟორჟოლიანი სასამართლოში დაიბარეს.მისი ვარაუდით, აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეებით ხელისუფლება ფოკუსის გადატანას ცდილობს.„გუშინ 19:30 წუთზე დამირეკეს, როდესაც წესით სასამართლო აღარ უნდა მუშაობდეს. საინტერესოა, რომ გუშინ შევიდა სარჩელი სასამართლოში და დღეს ჩანიშნეს პროცესი, ჩქარობს ხელისუფლება, ფაქტია, საქმეში კი სტატუსები დევს - როდესაც მარიამ ლაშხმა „მასონებზე“ გააკეთა განცხადება, რომ მას მათი ხმა ესმის, მაშინ მას „დურა“ ვუწოდე, ბატის „სმაილთან“ ერთად. მარიამ ლაშხმა დაახლოებით 6 თვის წინ დაწერილი ეს პოსტი დღეს ჩათვალა შეურაცხყოფად და დღეს ჩივის. მეორე არის ფოტო, სადაც მარიამ ლაშხის სახლი ჩანს, მეტი არაფერია იმ სტატუსში, განა იმიტომ, რომ ვერ დავწერდი, არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ მას „რუსეთის მონას“ ვერ ვუწოდებდი. ასევე დღეს დილით გავიგე, რომ წულუკიანიც მიჩივის, როდესაც მან ანწუხელიძეზე გააკეთა განცხადება, ოთხასოიანი აბრევიატურა დავწერე, რაც მეტყველებდა იმაზე, რომ მე მას ვაგინებდი.მე მაინც მგონია, რომ რაღაც სხვა თემა იფარება. ერთი შეიძლება იყოს ის, რომ სამი დღის წინ გლდანის პოლიციის სამმართველოში მოქალაქე შემოაკვდათ და შემდეგ შს მინისტრის მოადგილეს ამ ამბის გაჟღერება მოუწია. რა უნოდა რეანიმაციაში, როდესაც წინა ღამით პოლიციაში იყო, არ ავრცელებენ ვიდეოკადრებს, თუ რა მდგომარეობაში შეიყვანეს და როგორ მდგომარეობაში გამოიყვანეს...მეორეა ის, რომ დღეს 16:00 საათზე არის მათე დევიძის სასამართლო და არსებობს ვარაუდი, რომ განაჩენი დადგება. ბოლო კვლევები ამბობს, რომ მოსახლეობის 75% აცხადებს, რომ პოლიტპატიმრები გარეთ უნდა გამოუშვან, ანუ ხელისუფლების ამომრჩეველიც ამას ამბობს. ფოკუსის გადატანა უნდათ“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.რაც შეეხება იმას, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბოლო პერიოდში ამოქმედებულ კანონებსა და რეგულაციებს პროტესტზე, ჟორჟოლიანის თქმით, გარკვეული გავლენა ექნება, თუმცა „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს.„რა თქმა უნდა, ამას გავლენა ექნება, მაგრამ ჯარიმებმა ვერ მოკლა პროტესტი და რუსთაველზე გზა ისევ იკეტება. იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, რომ მარიამ ლაშხი მონაა, მაგრამ მაინც დაიწერება. კი „დურაა“ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ „დიფ-სთეითისა“ და მასონების ხმები ესმის და ეს რუსული სიტყვა სპეციალურად არის შერჩეული! ყველას დედაც, ვინც ანწუხელიძის გმირობას ეჭვს ქვეშ აყენებს! დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანის პასუხი შესაბამისი იქნება. მათთვის ახლა წყევლაც პრობლემა გახდა, ამბობენ, რომ მუშაობენ, რომ წყევლაც აიკრძალოს, თუმცა ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხებთ, რომ მარიამ ლაშხმა და წულუკიანმა მაინც გაიგონ, თუ რას ვფიქრობთ მათზე.კანონი იცავს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირს, ანუ ეს კანონი, რომელიც მიიღეს რიგით მოქალაქეს არ იცავს. კანონი მიიღეს საკუთარი თავისთვის, ჩვენ მოქალაქეები თავს ამ კანონით ვერ დავიცავთ“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ირაკლი კობახიძე – დიდი ბრიტანეთი, ინგლისი არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა

დიდი ბრიტანეთი, ინგლისი არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიაა და მზად არის კონსულტაციებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ როგორც ბრიტანეთის, ისე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.„დიდი ბრიტანეთი, კონკრეტულად ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, სამართლიანობის იდეას მიეცა სხვა დატვირთვა და, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია ის, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამიკიდებულებას. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულება. როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის იმავე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რაც ფაქტებზეა დაფუძნებული, ჩვენ გვჭირდება ამასთან დაკავშირებით ჯანსაღი და მკაფიო, ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, თუმცა ვხედავთ, რომ არ ისმის არავითარი ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი. ერთადერთი, ვისმენთ კვლავ შანტაჟს, მუქარას, ვხედავთ ექსტრემიზმის მხარდაჭერას, არჩევნებში უხეშად ჩარევას, ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ კონსულტაციებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთის მხრიდან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორი გახდა

საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათი - ე.წ. შესაძლებლობების ქარდი გახდება ხელმისაწვდომი, რომლის ექსკლუზიური ლიცენზიორი თბილისის მერიაა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბარათი მის მფლობელებს სთავაზობს 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში.„სულ მალე საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი - ე.წ. შესაძლებლობების ქარდი, რომელიც ევროპის მასშტაბით აქტიურად გამოიყენება და აერთიანებს 9 მილიონამდე ახალგაზრდას.პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ამისთვის ბარათი მის მფლობელებს სთავაზობს 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში.ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია. იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი და თბილისის მერია 2025 წლის შემოდგომიდან ერთად უზრუნველყოფენ, რომ ამ შესაძლებლობით, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, ევროპული ახალგაზრდული ბარათი გახდება საქართველოში პირველი ფასდაკლებების/შესაძლებლობების ქარდი, რომელიც არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ, 30-წლამდე ახალგაზრდას მისცემს ხელშესახებ ბენეფიტს მათი ცხოვრების წესის გამრავალფეროვნებისა და საინტერესო გამოცდილებების მიღებისთვის.„ევროპის მასშტაბით ათასობით ფასდაკლება უკვე ელოდება ქართველ ახალგაზრდებს, ადგილობრივ ფასდაკლებათა ნუსხა კი დღითი დღე იზრდება. ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამა თბილისის მერიის მხრიდან ახალგაზრდების ხელშემწყობი ერთ-ერთი მასშტაბური ინიციატივა იქნება. ბარათების ფართო მასშტაბით გაცემა მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ირაკლი კობახიძე- პოლონეთის პარლამენტში რაც მოვისმინეთ დასანანი და სამწუხაროა, არ შეიძლება, ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ მათი არჩევანი

რეალურად, გუშინ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც არ აისახება საქართველოში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად, იმედი მაქვს, მომავალში ეს დამოკიდებულება შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი თქმით, არ შეიძლება, ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ მათი არჩევანი.„ქართველებმა გააკეთეს თავისი არჩევანი, შარშან მათ მხარი დაუჭირეს ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არა, ყველამ პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ. ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება, პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია, გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. ვფიქრობ, ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც, ეს მუქარები არის დასანანი და სამწუხარო“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები