აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას ცოცხალი ძალის დანაკლისი აქვს, ამ დროს კი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე.
„თუ შეგიძლიათ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ახლა, გეუბნებით, რომ ისარგებლოთ ამით, რომ შეწყდეს ტყვიების ფრენა. მაგრამ ამბობთ, რომ არ გსურთ ცეცხლის შეწყვეტა“, – განაცხადა ტრამპმა.
საპასუხოდ ზელენსკიმ აღნიშნა: „რა თქმა უნდა, მინდა ომის შეჩერება, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა გარანტიებით უნდა მოხდეს“.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპს, ჯეი დი ვენსსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მწვავე კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.