უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განვლილ ზამთარსა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას, ენერგოუსაფრთხოებას ეხმაურება. ზელენსკის თქმით, არსებული პრობლემების მიუხედავად, გასული ზამთრის განმავლობაში, მათ შეძლეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის უზრუნველყოფა. მისი თქმით, სწორედ ენერგეტიკის საკითხი განიხილეს გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც ენერგეტიკული კომპანიები: „ნაფტოგაზი“, „ენერგოატომი“, „უკრენერგო“, „უკრჰიდროენერგო“, ასევე მთავრობა, სამხედროები და დაზვერვის წარმომადგენლების ესწრებოდნენ.
„დღეს გავმართეთ ენერგეტიკულ საკითხებზე შეხვედრა. მონაწილეობა მიიღო ყველამ, ვისზეც დამოკიდებულია ჩვენი ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა. ეს იყო ხანგრძლივი სამსაათიანი შეხვედრა.
ეს ზამთარი გავიდა. ის ძალიან რთული იყო და ეს სირთულე გაზვიადების გარეშე იგრძნო ყველა უკრაინელმა. მაგრამ მაინც შევძელით უკრაინისთვის ენერგიისა და სითბოს მიწოდება. დიახ, ენერგოსისტემას საფრთხე რჩება. მაგრამ ენერგეტიკულ სისტემაზე მუშაობა გრძელდება“,-განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მათ დააფიქსირეს მიმდინარე ამოცანები, რათა გათბობის ეს სეზონი ნორმალურად დასრულდეს და უკვე დაიწყეს ზრუნვა მომავალი სეზონისთვის.