ევროკავშირი უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ყოველდღიური მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
„პირველ რიგში, ევროკავშირი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენასა და განახლებაში. ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ და მთავრობის წარმომადგენლები უკვე ამზადებენ შესაბამის სტრატეგიას რეკონსტრუქციისა და დაცვისთვის მომავალი ზამთრისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ევროკავშირის სანქციების ახალ, მე-20 პაკეტზე ისაუბრეს.
„ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთზე სანქციების ზეწოლა გააგრძელებს მუშაობას და ეფექტურად იმუშავებს. მადლობა დიდ ბრიტანეთს ახალი სანქციებისთვის. ავსტრალიამაც წარმოადგინა სანქციების ახალი პაკეტი, ახალმა ზელანდიამაც, ასევე კანადამ. გარდა ამისა, არის მხარდაჭერის პაკეტი კანადიდან. ასევე არის ახალი გადაწყვეტილებები ხორვატიიდან. ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ პარტნიორები ჩვენთან არიან, უკრაინასთან. მარტში ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ დიპლომატიურ მუშაობას, ბევრი რამ უკვე დაგეგმილია. ეს დღე ჯერ არ დასრულებულა – კიდევ ბევრი მოლაპარაკებები იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

