უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკვე 34 დღეა, რუსეთი ღიად ამბობს უარს ცეცხლის შეწყვეტაზე.
„34 დღის წინ უკრაინამ დადებითი პასუხი გასცა ამერიკულ წინადადებას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ. უკვე 34 დღეა, გრძელდება რუსეთის აშკარა უარი ცეცხლის შეწყვეტაზე. ახლაც – ისევე როგორც წლების განმავლობაში – პუტინი ფოკუსირებულია ომის გაგრძელებაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები საკუთარ აუდიტორიას ამზადებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები და დიპლომატია შედეგს არ გამოიღებს.
„ამის მიზეზი მხოლოდ ერთია – მათ იქ, მოსკოვში ახლა არ ეშინიათ. თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ იმას, რასაც მიჩვეულნი არიან – ომს“, – დასძინა ზელენსკიმ.