უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება აშშ-თან მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც 28 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ამერიკელებთან და ემზადებიან მოლაპარაკებებისთვის, რომელი, ამ პარასკევს გაიმართება.
„შეთანხმება შეერთებულ შტატებთან. ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის მხარდაჭერა. მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიები – ეს არის გასაღები იმისთვის, რომ რუსეთმა აღარ დაანგრიოს სხვა ხალხის ცხოვრება. შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის შემდგომი დახმარების მნიშვნელობას, რადგან ძალა საჭიროა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე.