კვირა, თებერვალი 15, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-სგან გვაქვს წინადადება 15-წლიან გარანტიებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა 20 და მეტი წელი

აშშ-მა უკრაინას 15-წლიანი უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა, თუმცა კიევი უფრო ხანგრძლივ ვადას ითხოვს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ზელენსკიმ თქვა, რომ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრისას აშშ-თან შესაძლო შეთანხმება განიხილა.

„ჩვენ ძალიან გვინდა უსაფრთხოების გარანტიების ვადის გაზრდა, რათა ისინი ინვესტორებისთვის უფრო ეფექტიანი იყოს. ახლახან გვქონდა შეხვედრა ინვესტორებთან, ბიზნესთან, და მათთვის საჭიროა გარანტიები, რომლებიც ხუთ, ათ წელზე მეტხანს იმოქმედებს და ასე შემდეგ. დღეს ამერიკული მხარისგან გვაქვს წინადადება 15-წლიან გარანტიებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა 20 წელი და მეტი: 30, 50. რას დათანხმდება აშშ-ს ადმინისტრაცია და კონგრესი, ამას ვნახავთ“, –  განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინა ამტკიცებს, რომ ომის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმების შემთხვევაში მან უნდა მიიღოს აშშ-სა და სხვა დასავლელი მოკავშირეებისგან სანდო უსაფრთხოების გარანტიები, რათა რუსეთის მხრიდან ხელახალი შეჭრა შეუძლებელი გახდეს.

მანამდე ზელენსკი აცხადებდა, რომ აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება „100 პროცენტით მზადაა“, თუმცა ამ კვირაში აღიარა, რომ მისი ზოგიერთი პუნქტი კვლავ შეუთანხმებელია.

გამოცემა „პოლიტიკოს“ წყაროების ცნობით, აშშ არ აპირებს ამ შეთანხმების ხელმოწერას, ვიდრე უკრაინა რუსეთთან ომის დასრულების პირობებზე შეთანხმებას არ მიაღწევს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წაიკითხოთ

დღეს, 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.ლოცვა, რომელიც მრევლმა მირქმის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოს.„ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.“

მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა "ქალწულმა მუცლად იღო" სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.მირქმა VI საუკუნემდე გამორჩეულად არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს საშინელი მიწისძვრა დაატყდა, რომელმაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა; სტიქიას შავი ჭირის ეპიდემიაც დაერთო, ყოველდღე რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცებოდა. ამ განსაცდელის დროს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ. როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს – ბიზანტიაში უბედურება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, რომ მირქმა (მიგებება)იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

ირანის ელჩი ალი მოჯანი პროფესორ გიორგი სანიკიძეს პასუხი: ისტორიის მიზანი განდიდება ან გამართლება კი არა, გააზრებაა-ისტორია არ არის მსჯავრი, ის პასუხისმგებლობის გაკვეთილია

''პროფესორ გიორგი სანიკიძესისტორიული თარიღების გახსენება, იქნება ეს მტკივნეული თუ სასიხარულო, არც ვინმეს განდიდებას ემსახურება და არც გამართლებას; მისი მიზანი გააზრებაა. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ პოლიტიკაზე, ომებსა და გადაწყვეტილებებზე, რომელთა ეპოქაშიც თავად არ გვიცხოვრია; თუმცა სრულად ვაგებთ პასუხს იმაზე, თუ დღეს როგორ ვეპყრობით ამ ისტორიულ გამოცდილებას. ისტორიოგრაფიის ამოცანა არ გახლავთ მორალური მსჯავრის გამოტანა, არამედ მის ამოცანას ადამიანური გამოცდილების დოკუმენტურად აღდგენა წარმოადგენს: როგორ შეძლეს საზოგადოებებმა იძულებითი გადაადგილებების, პოლიტიკური ძალადობისა და გეოპოლიტიკური ძალების დაპირისპირების პირობებში საკუთარი ენის, კოლექტიური მეხსიერების, ტრადიციებისა და სოციალური სიცოცხლის შენარჩუნება. ისტორიკოსი, რომელიც ურთიერთ თანაცხოვრებისა და კულტურული გაცვლა-გამოცვლის სირთულეთა გააზრების ნაცვლად მხოლოდ პოლიტიკური მსჯავრის გამოტანით შემოიფარგლება, ისტორიას იდეოლოგიურ იარაღად აქცევს. ძალაუფლება — იქნება ეს XVII საუკუნეში თუ XXI-ში — იშვიათად ზრუნავს ადამიანის ბედზე; ამიტომ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, დიალოგის, კვლევისა და დოკუმენტირებული თხრობის მეშვეობით, თავიდან ავიცილოთ წარსული ტრავმების გამეორება, გავაძლიეროთ სოციალური გამძლეობა, იმედი და თანაცხოვრების შესაძლებლობა. ისტორია სხვის შესარცხვენად კი არ არსებობს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ გავხდეთ უფრო პასუხისმგებლიანები''-ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.

გაშვილებული ბავშვების მამების 80 პროცენტმა არ იცოდა, რომ შვილები ჰყავდათ – თამუნა მუსერიძე

გაშვილებული ბავშვების მამების 80 პროცენტმა არ იცოდა, რომ შვილები ჰყავდათ - ამბობს ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოდკასტში „მამების დრო“.ის იხსენებს ერთ კონკრეტულ შემთხვევას. „ძმებმა გაშვილებული და იპოვეს, მოჰკიდეს ხელი ამ უფროს დას და ჩაუყვანეს კახეთში მამას. მწვადებს წვავდა ეს კაცი, უყვებიან შვილები დის პოვნის ამბავს, მიკროინფაქტი დაემართა ამ კაცს. და შემდეგ ჰკითხა ქალს, არც შვილი მყავდა, არც ცოლი მყავდა მაშინ, გეთქვა იქნებ მომყავდი ცოლადო. მაგრამ ქალებს იმდენად დიდი უნდობლობა ჰქონდათ კაცების მიმართ და ეგონათ, რომ ცოლად არ მოიყვანდნენ, არც მოიყვანდნენ ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უნდა ეთქვათ, რომ აი შენგან ორსულად ვარ, რომ შემდეგ ერთად რამე გადაწყვეტილება მიეღოთ“ - ამბობს თამუნა მუსერიძე.

მარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

ლიუბლიანაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ).ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან ბელგიელი ვიკი ვერხერი დაამარცხა. მანამდე მან ესპანელ, მონღოლ ძიუდოისტებს სძლია, თუმცა, ნახევარფინალი ფრანგ ემა ფეილეტ-ნგუიმგოსთან დათმო.

ბოლო სიახლეები