უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-თან ხელშეკრულების საბოლოო ვერსია მზად არის.
ზელენსკის თქმით, შეერთებულ შტატებთან მინერალების შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსიაში არსად არის ნათქვამი, რომ უკრაინა არის მოვალე წარსულში მიწოდებული დახმარებისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ოფიციალური პირები ძალიან კარგად აფასებენ მომავალი შეთანხმების საბოლოო ვერსიას.
„მთავარი კითხვები, რომლებიც იქ დავამატე – იქ ძალიან კარგად ჟღერს. გუნდები მუშაობდნენ, როგორც უკრაინელები, ასევე ამერიკელები. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ მოვალეები არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიაში ისმის. ხელშეკრულებაში 500 მილიარდი ვალი არ არის, არც 350 და არც 100 მილიარდი, იმიტომ, რომ ჩვენთვის უსამართლო იქნებოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფონდზე, ეს ასევე გადაწყვეტილი საკითხია ამ ჩარჩოხელშეკრულებაში. მზად ვართ, ვისაუბროთ პარტნიორობაზე, და მნიშვნელოვანია, რომ ვართ პარტნიორები. ეს ფონდი უკრაინულ-ამერიკელია და არა ამერიკული. შემდეგი შეთანხმება არის ფონდთან დაკავშირებით. უკვე იქნება გარკვეული პარტნიორობა, ფული და ა.შ. და შემდეგ კონტრაქტს უკვე ექნება სავალდებულო რატიფიკაცია უკრაინის პარლამენტში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერი იმედოვნებს, რომ პირველადი შეთანხმება აშშ-თან „შემდგომ გარიგებებს გამოიწვევს“.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჯერ არ არის შეთანხმებული ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები.