როგორი საუბრები აქვთ ამერიკელებს რუსებთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ, ჯერჯერობით არ ვიცი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკი ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ცნობილია თუ არა მისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის განხილვის დეტალები დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის ბოლო საუბრის დროს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს საკითხი, ზოგადად, განიხილებოდა უკრაინელებისა და ამერიკელების შეხვედრამდე და საუდის არაბეთში შეხვედრის დროს.
„ეს ჩვენი ელექტროსადგურია, ჩვენს გარეშე ის ვერ იმუშავებს. ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, რუსებს ძალიან სურთ, რომ ის ჩვენ გარეშე მუშაობდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი ექვსი ბლოკი. უკრაინული მხარე არ დაუშვებს, რომ ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ცდილობს ამაში „ჩაითრიოს” ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც, მაგრამ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ამ დრომდე არ ღალატობს უკრაინას.