უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან იმ სიგნალებზე ისაუბრა, რომლებიც აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის „სამშვიდობო“ მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლაზე მიუთითებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყეტაზე შეთანხმების სირთულეზე მიუთითა.
„წარმოიდგინეთ, ყველას ესმის ტერიტორიების, სანქციების საკითხები – ეს რამდენად რთული იქნება. ამიტომ, არსებობს ისეთი სიგნალები, რომ, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ“, – დასძინა მან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, „რადგან ბევრი საკითხია, რაც მათთან კავშირშია“.
მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის „შუამავლის როლზე“, თუ მშვიდობის მიღწევის კუთხით პროგრესი არ იქნება.