რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ დაღუპულთა ცხედრების გადაცემა და სამხედრო ტყვეთა გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო.
რუსული მხარის თქმით, სპეციალურ კონტეინერებში მოთავსებულია ათასობით უკრაინელი სამხედროს ცხედარი, რომელთაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმები აცვიათ.
„ისინი მომზადებულია უკრაინული მხარისთვის გადასაცემად. ასევე მომზადებული გვაქვს დაჭრილი, მძიმედ დაავადებული და 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეთა სიები. საერთო ჯამში, თითოეული მხრიდან დაახლოებით 1200 სამხედრო ტყვეა და ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ გადავცეთ ისინი უკრაინელ მხარეს“ – აღნიშნა მედისნკიმ.
ვლადიმერ მედინსკი აღნიშნავს, რომ რუსული მხარე სტამბოლის მიღწეული შეთანხმებების მიხედვით გაცვლის ადგილზე მივიდა, მაგრამ უკრაინელი მომლაპარაკებლები არ გამოცხადდნენ.
„სტამბოლში შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, გაცვლა დღეს უნდა დაწყებულიყო. ჩვენი წარმომადგენლები საზღვარზე, გაცვლის ადგილას მივიდნენ., თუმცა სამწუხაროდ და ჩვენ არ ვიცით რატომ, მაგრამ ამ დრომდე არ არიან უკრაინის წარმომადგენლები, არ არის უკრაინული დელეგაცია და არ არის სიები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინელ მომლაპარაკებლებს, მკაცრად დაიცვან მიღწეული შეთანხმებები. ოჯახები ელიან თავიანთ ვაჟებსა და ქმრებს. ათასობით ოჯახს ექნება შანსი ღირსეულად და ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით დაკრძალონ თავიანთი სამხედროები. ჩვენ ადგილზე ვართ, მზად ვართ ყველა შეთანხმება შევასრულოთ. მოგიწოდებთ ჩაიბაროთ თქვენი სამხედროები. მოდით, მოვიქცეთ ისე, როგორც უნდა იქცეოდნენ ადამიანები“, – განაცხადა მედისნკიმ.