შაბათი, ივნისი 21, 2025

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი არ მიისწრაფვის უკრაინის მხრიდან კაპიტულაციისკენ

რუსეთი არ მიისწრაფვის უკრაინის მხრიდან კაპიტულაციისკენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტიმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„ჩვენ მოვითხოვთ რეალობის აღიარებას, რომელიც ადგილზე წარმოიშვა“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც პუტინი აღნიშნავს, ერთი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ უნდა ხდებოდეს მეორე სახელმწიფოს ხარჯზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ახლა ბოლო სერია გავახმოვანე. იცით, როგორი განცდაა? 30 წლის ვხდები და ყველაზე ღირებული, რაც კი შემიქმნია, ესაა“ – ემოციური მიმართვა მაყურებელს

აგერ უკვე ოთხი თვეა, რაც ალექსი მოსიაშვილი ქართულად ახმოვანებს ბერძნულ სერიალს "მამა პაისი ფარასადან - ზეცაში". მეორე სეზონის ბოლო სერიასაც მალე შემოგვთავაზებს ფეისბუქგვერდები - "სარწმუნოება, ფოტო და ვიდეო არქივი" და "ტკბილ ხარ შენ უფალო".სერიალი სრულად ასახავს მეოცე საუკუნის ათონელი წმინდა მამის - პაისი ათონელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ფილმმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მის მაყურებელში. ბევრი დააფიქრა და ქრისტიანის არსი შეახსენა. ბევრსაც იესოს ლოცვა ასწავლა...აი, რას მიმართავს სერიალის მაყურებელს ალექსი."ხალხი გვწერს, როგორ შეცვალა ამ სერიალმა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ, როგორ სიღრმეებში ჩავიდა მათი ქრისტიანობა, როგორ შეეხო მათ გულს, როგორ ამოატრიალა დიალოგებმა და სცენებმა უკეთესობისკენ მათი დამოკიდებულება ადამიანების და ცხოვრების მიმართ.30 წლის ვხდები და ყველაზე დიდი და ღირებული, რაც კი შემიქმნია, ეს არის მრავალსერიანი ფილმის "მამა პაისი ფარასადან ზეცაში" გახმოვანება. ახლა ბოლო სერია გავახმოვანე. იცით, როგორი განცდაა? ოთხი თვე გავატარე ამ რეჟიმში. გახმოვანების ეს 4 თვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს რაღაც ეტაპი დასრულდა. რეალურად არაფერიც არ დასრულება. ამ დიდი საქმით დასაბამი დაედო იმას, რაც ასე აკლდა ქრისტიანებს. ვფიქრობ, ეს საქმე გავაგრძელო.ვერ აღგიწერთ, რა საოცრება გააკეთა მამა პაისიმ. დიდი მადლობა პირველ რიგში ღმერთს, ღვთისმშობელს, მამა პაისის, რომ ეს საქმე დაგვევალა მე, თამარ ბროლაძეს, ნანა ბეჟანიშვილსა და თამარ კიკალიშვილს, რომლებმაც უდიდესი შრომა ჩადეს თარგმნასა და მოწოდებაში. მეც, ჩემი მხრივ, მის გახმოვანებაში.უღრმესი მადლობა ყველას ვინც ამდენი ხნის მანძილზე  გვგულშემატკივრობდით, ცდილობდით მოტივაცია მოგეცათ თბილი შეტყობინებებით. ამ სერიალის საშუალებით ის ჩვენი მამა პაისი გახდა. მადლობა, მადლობა. ღმერთმა დაგვლოცოს" - ამბობს ალექსი მოსიაშვილი.

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.როგორც სააგენტო Tasnim-ი წერს, ეპიცენტრი სემნანის პროვინციის ქალაქ სორხესთან ათი კილომეტრის სიღრმეში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები ახლომდებარე დასახლებებშიც იგრძნობოდა.მიწისძვრის ეპიცენტრის ადგილზე გაემართნენ „წითელი ნახევარმთვარის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფები.

გია ხუხაშვილი – გავიჭირვოთ თბილისში, გავათენოთ 24 საათით და გაყალბების საშუალება არ მივცეთ, თბილისის მერი თუ კრიტიკულად განწყობილი იქნება, 3 თვეში მთელი ხელისუფლება ჩამოიშლება

რეჟიმის ფორმირების ბოლო ეტაპი 4 ოქტომბერი უნდა იყოს - 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, რითაც ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ დაასრულოს პროცესი, რომლის შემდეგაც ქვეყანაში უნდა აშენდეს კონტროლირებადი, ე.წ. სუვერენული დემოკრატია, სადაც ერთია დომინანტური პარტია და მისი სატელიტები იქნებიან,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.გია ხუხაშვილის თქმით, ახლა ხელისუფლებას ისეთი ოპოზიცია სჭირდება, რომელიც მოთვინიერებული ეყოლება და რომელსაც პრეტენზია არაფერზე არ ექნება.„ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია, რომ არსებული პარტიები, რომლებსაც პულსი ესინჯება, ისინი პოლიტიკურ სივრცეში 5 ან 10 პროცენტით შემოიყვანოს. მაგრამ თუ ეს არ გამოვა, უნდა შემოიყვანოს ისეთი პარტიები, რომლებიც პრობლემას არ შეუქმნიან, ასეთი პარტიები კი ჰყავს. თუმცა, არ მგონია, რომ ივანიშვილს ილუზია ჰქონდეს, რომ ჯაფარიძესა და ხაზარაძეს მოათვინიერებს, მაგრამ თამაში გრძელდება. მათ თავზე რაღაცას დაკიდებს, გახარიას თავზეც დაკიდებული აქვს ჩორჩანას საქმე. ხელისუფლების ამოცანა გასაგებია, მაგრამ ვის დაიჭერს და ვის აიძულებს ქვეყნიდან წავიდეს, ეს ცალკე თემაა.ხელისუფლების მიზანია, რომ 5 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ, ცხოვრება სრულად კონტროლირებადი იყოს როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც. ამ მიზნისთვის კი ყველა მეთოდს გამოიყენებს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.პოლიტოლოგის შეფასებითვე, ქვეყანაში საკმარისი პროცესი არსებობს, თუმცა მიაჩნია, რომ ოპოზიცია ამ მოცემულობას ვერ იყენებს.„ოპოზიცია არ არის აქტორი, აქტორი არის ხალხი და ოპოზიცია არის პოლიტიკური კლასი, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს ამ პროცესს. პროტესტი საკმარისია ქვეყანაში. ოპოზიციამ ვერცერთ ეტაპზე ვერ გამოიყენა და ვერ უსარდლა პროცესებს.გასაგებია, რომ უსამართლო ველია, რომ არჩევნებს გააყალბებენ, იმამაძაღლებენ, მაგრამ ალტერნატივა რა არის? ციხის კართან შენი ფეხით მიხვიდე, დანებდე და თავი დააჭერინო? რაც გააკეთა ნიკა გვარამიამ ეს დისიდენტის საქციელია. თავის ფეხით მივიდა ციხესთან - ვაფასებ, მაგრამ შედეგი რა არის, ჩაიგრიხინა მისმა დაპატიმრებამ. როგორც პირადი გმირობა შეიძლება ეს პატივსაცემი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაღაც ფასი უნდა გადავახდევინო ხელისუფალს და ამ ფასის გადასახდელად უნდა მოხდეს ბრძოლა უფლებებისთვის“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.მისივე თქმით, არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობით ხელისუფლება ლეგიტიმურობას ვერ მიიღებს და თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს ეს როგორც სახელმწიფო გადატრიალება ისე შეფასდება.„მორალურად ბოიკოტის პოზიციაც გამართლებულია, რატომ უნდა წახვიდე უსამართლო არჩევნებში, მაგრამ ალტერნატივა არ არის, ბოიკოტი რას მოიტანს? ხელისუფლება აღიარებული ისედაც არ არის! უნდა გავარჩიოთ - მიზნები და ამოცანები, მიზანი არის ასეთი მანკიერი მიდრეკილებების ხელისუფლების ცვლილება, დელეგიტიმაცია არის ინსტრუმენტი, რომელიც შემდეგ უნდა გამოიყენო ხელისუფლების ძალაუფლებიდან ჩამოშორებისთვის. მაგრამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია ვინმემ, რაიმეში გამოიყენა? ქვეყანაში 200 პარტიაა და რომელიმე სატელიტობას დათანხმდება, რამდენიმე პარტიაზე 30%-ს გადაანაწილებენ და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციაზე იტყვიან - „შეეშინდათ, იცოდნენ, რომ წააგებდნენო და ამიტომ არ შემოვიდნენო“.ბოიკოტში მყოფი პარტიები კი 5 ოქტომბერს რას გააკეთებენ? 200 დღეა ვიძახით, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და შედეგი რა მივიღეთ? თუმცა ლიდერებსაც არ აქვთ საკმარისი ავტორიტეტი, არჩევნებში მონაწილეობა კარგი არჩევანი კი არ არის, არამედ ეს იძულებითი არჩევანია, თუ ხელისუფლებას 4 ოქტომბერსაც მოუწევს გაყალბება, ლეგიტიმური რანაირად გახდება? თუ გააყალბებს ეს სახელმწიფო გადატრიალებად ჩაითვლება და ხალხი როგორც ძალაუფლების წყარო უფლებამოსილია ასეთ ხელისუფლებას ძალაუფლება ჩამოართვას.გავიჭირვოთ თბილისში, გავათენოთ 24 საათით და გაყალბების საშუალება არ მივცეთ, თბილისის მერი თუ კრიტიკულად განწყობილი იქნება, 3 თვეში მთელი ხელისუფლება ჩამოიშლება. მაშინ თუ ვერ დავიცავით ხმები, როდესაც პარტიებს ვენდეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ ხმებს დაიცავდნენ და ვერაფერი ვერ ქნეს, ჩვენ თვითონ დავიცვათ თბილისის არჩევანი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.აშშ-ის მიერ სასანქციო სიაში ხუთი ფიზიკური და 20 იურიდიული პირი მოხვდა.სანქცირებულთა შორის არის ჰონგ-კონგში ბაზირებული ორი კომპანია. შავ სიაში შეიყვანეს ასევე სამი ხომალდიც.

ვულოცავ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას, ეს დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგია – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს.ბიძინა ივანიშვილის მილოცვა „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.„გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ჩვენი ქვეყნის დროშა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სხვა დროშაზე მაღლა ააფრიალეს. ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ქალ და ვაჟ ძიუდოისტებს ერთობლივად მსოფლიოს პირველობა აქამდე არ მოუგიათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ბოლო სიახლეები