უკრაინა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენებზე თავდასხმას გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„კიევის რეჟიმის ქცევა აგრესიულ ხასიათს ატარებს. ეს ძალიან საშიშია. ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, ისევე როგორც, ერთხელ უკვე ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადი“, კიევის რეჟიმი დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით „ლურჯი ნაკადისა“ და „თურქული ნაკადის“ აფეთქების ოპერაციას ამზადებს“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთმა „თურქი მეგობრები უკვე გააფრთხილა“.
„ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა, ეს ძალიან სახიფათო თამაშია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

