შაბათი, მარტი 1, 2025

ვლადიმერ გამყრელიძემ სარეიტინგო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხ წონით კატეგორიაში (79, 92, 97 და 125 კგ) შვიდმა ქართველმა იასპარეზა.

შეჯიბრებაზე ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იჭიდავა ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ). ქართველი ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალიკმაევთან დამარცხდა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

ტირანაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს გივი მაჭარაშვილმა (125 კგ) და დათო ფირუზაშვილი (97კგ), მაგრამ ორივე მათგანი დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 26 თებერვალს ტარიელ გაფრინდაშვილი (86კგ) ბრინაჯოს მედლის მფლობელი გახდა. მთლიანობაში კი ტირანაში დასრულებულ სარეიტინგო ტურნირზე ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში – შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი აზიარებს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „ასევე დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“.„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.2022 წლის 1 მარტი. ომი ხუთი დღის დაწყებულია“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

მარკ რუტე – ზელენსკის ვუთხარი, უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც ტრამპმა უკრაინისთვის აქამდე გააკეთა

ზელენსკიმ უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „ბიბისისთან“ განაცხადა.როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ ესაუბრა.როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მას არ შეუძლია გაასაჯაროოს, თუ რა განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერს უთხრს, რომ „პატივი უნდა ვცეთ“ იმას, რაც დონალდ ტრამპმა აქამდე გააკეთა უკრაინისთვის.მარკ რუტეს განცხადებით, დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს 2017-2020 წლებში, აშშ-მა უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა, და ეს დასაფასებელია.

ლაშა ოდიშარია ლატვიის სუპერთასის მფლობელია

ლაშა ოდიშარიას „რიგის ფუტბოლ სკოლა“ (რფს) ლატვიის სუპერთასისთვის „რიგას“ დაუპირისპრდა, 3:1 დაამარცხა და წლის პირველი ტიტულის მფლობელი გახდა.გასული წლის ნოემებრში რფს-მ ლატვიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამას გარდა, გუნდმა წარმატებით ითამაშა კონფერენს ლიგაზე, სადაც მთავარ ეტაპამდე გასვლა მოახერხა.საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი რფს-ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა.ანგარიში 36-ე წუთზე იანის იკაუნიეკსმა გახსნა, 73-ე წუთზე მოქმედი ჩემპიონის უპირატესობა სედრიკ კუადიომ გაზარდა, სამ წუთში დმიტრი ზელენკოვმა მესამე გოლი გაიტანა. „რიგის“ შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე რეგზას ანგარიშზეა.

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.პროკურატურა ბრალდებულისთვის 15 000-ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.პროკურატურამ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ ექიმს 28 თებერვალს წარუდგინა.გამოძიების მიხედვით, ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია. საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა.საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას გამოძიება  დოკუმენტების გაყალბებას ედავება.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა, რათა საერთო მიზნები რეალურად გვესმოდეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხისტი დიალოგის მიუხედავად, აშშ და უკრაინა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა „საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა“, რათა საერთო მიზნები რეალურად ესმოდეთ.„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს. არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად, ჩვენ ვცხოვრობთ ამ ომში. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის.როგორც ერთხელ პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „მშვიდობა არ არის ომის არარსებობა“. ჩვენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე ვსაუბრობთ – თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე. ცეცხლის შეწყვეტა პუტინთან არ იმუშავებს. მან 25-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა გასული ათი წლის განმავლობაში. რეალური მშვიდობაა გამოსავალი“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს.„რთული იქნება აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ ჩვენ ვერ დავკარგავთ ნებას, თავისუფლებას ან ჩვენს ხალხს. უკვე ვნახეთ, თუ როგორ შემოვიდნენ რუსები ჩვენს სახლებში და დახოცეს უამრავი ადამიანი. არავის სურს ოკუპაციის ახალი ტალღა. ჩვენ თუ არ მიგვიღებენ ნატო-ში, დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო სტრუქტურა ჩვენი მოკავშირეებისგან აშშ-ში“, – წერს ზელენსკი.ამასთან, უკრაინის ლიდერი მზადყოფნას გამოთქვამს მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.„ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ მინერალების შესახებ შეთანხმებას და ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამაზე მეტი გვჭირდება. ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სახიფათოა უკრაინისთვის. უკვე სამი წელია, ვიბრძვით, უკრაინელ ხალხს სჭირდება, იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენ გვერდითაა“, – აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.ზელენსკის თქმით, ევროპა მზად არის გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის და მზადაა, გაუწიოს ფინანსური დახმარება უკრაინულ არმიას, „მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების განსასაზღვრად ამერიკის როლია საჭირო, თუ რა სახის, რა მოცულობის იქნება ის და როდის“.„უსაფრთხოების გარანტიები როდესაც გვექნება, შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ რუსეთთან, ევროპასა და აშშ-თან დიპლომატიაზე“, – წერს ზელენსკი.

ბოლო სიახლეები