შაბათი, მაისი 10, 2025

ვიქტორ ყიფიანი: ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკური ბატალიების მეტად მძიმე ასპარეზი აქვს გამოვლილი, მისი მწყობრიდან გამოყვანა არც თუ ისე იოლი საქმეა

ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ არის მხოლოდ მისი შელახული უფლებების აღდგენის მცდელობა, ეს არის ერთი დიდი სევდიანი ისტორია ამხელა რეპუტაციის მქონე ბანკის შესახებ, რომელსაც შეუძლია გაფლანგოს აქტივები და ნულამდე დაიყვანოს მისდამი გამოცხადებული ნდობა, – ბერმუდის სასამართლოში განხილული ბიძინა ივანიშვილის საჩივრის შესახებ, მისმა ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„იმ პირობებში, როდესაც ბანკს არაფერი არ ჰქონდა ხელჩასაჭიდი, პროცესი იყო ბიძინა ივანიშვილის ნერვებზე თამაშის უბადრუკი მცდელობა. ბანკის ადვოკატები ფაქტების მანიპულაციებითა და კითხვების უცნაურად ჩამოყალიბებით ცდილობდნენ, ემოციური წონასწორობა დაერღვიათ მოწმისთვის და სასამართლოსთვის ეჩვენებინათ, რომ მისი ჩვენება არ იყო სარწმუნო. ჩვენ ეს ეტაპი წარმატები განვლეთ. ყველა პასუხი იყო კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული. ბიძინა ივანიშვილის არგუმენტირებულმა და გაწონასწორებულმა პასუხებმა ბანკის ადვოკატები გამოიყვანა წონასწორობიდან. მოსამართლემ ბატონი ივანიშვილის მიმართ დამატებითი შეკითხვები არ აქვს, მაგრამ მან არაერთი შენიშვნა მისცა მოპასუხე მხარის ადვოკატებს, რომ ისინი თანმიმდევრულები და პროცესთან დაახლოებულები ყოფილიყვნენ თავიანთი კითხვების ფორმულირებისას. ჯერჯერობით მთელი პროცესი არის ნერვების თამაში. ბანკმა ვერ გათვალა თავისი ტაქტიკის წარმატებულობა. სწორად ვერ შეაფასა ვისთან აქვს საქმე. ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკური ბატალიების მეტად მძიმე ასპარეზი აქვს გამოვლილი, მისი მწყობრიდან გამოყვანა არც თუ ისე იოლი საქმეა“, – აღნიშნა ყიფიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მექსიკა Google-ს “მექსიკის ყურის” ამერიკის ყურედ” ჩანაცვლებისთვის სასამართლოში უჩივის

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ქვეყანამ Google-ს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ კომპანიამ რუკებში "მექსიკის ყურე" "ამერიკის ყურეთი" ჩაანაცვლა, მიუხედავად მექსიკის მოთხოვნისა, ეს არ გაეკეთებინა. Google ამტკიცებს, რომ სახელის შეცვლა მხოლოდ აშშ-ის მომხმარებლებზე ვრცელდება და სხვა ქვეყნებში სახელწოდება უცვლელი დარჩება. მექსიკის პოზიციით, აშშ არ ფლობს უფლებას, შეცვალოს მთელი ყურის სახელი.აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რესპუბლიკელების ინიციატივით, ოფიციალურად დაუჭირა მხარი სახელის შეცვლას. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ ყურეს სახელი უნდა გადარქმეოდა.საგულისხმოა, რომ Associated Press-მა უარი თქვა სახელწოდება "ამერიკის ყურეს" გამოყენებაზე, რაც თეთრ სახლთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დავით სონღულაშვილი – არაერთი სახელმწიფო პროექტით მხარს ვუჭერთ ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში იმყოფებოდა, სადაც საწარმოში „ცივის ყველი“ სამუშაო პროცესს გაეცნო.ყველის საწარმო სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია, აგროსესხი 500,000 ლარს შეადგენს. საწარმოს, რომელიც დღიურად ერთ ტონა რძეს გადაამუშავებს, სხვადასხვა სახეობის ყველს ამზადებს, პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზეც ახდენს და ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გააქვს. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.დავით სონღულაშვილი ყველის მცირე მწარმოებლებს შეხვდა, სადაც დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.მინისტრმა ქართული აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მიღებულ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი პროდუქცია აქტიურად იმკვიდრებს ადგილს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც მთავარი მიზნის – ეკონომიკის გაძლიერების და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საფუძველია.დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაერთი პროექტით სახელმწიფო ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოების მხარდამჭერია.„არაერთი სახელმწიფო პროექტით მხარს ვუჭერთ ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოებას“, – აღნიშნა მინისტრმა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია, ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველომ იდეალურად იმოქმედა 2022 წლიდან, შეინარჩუნა სტაბილურობა, მშვიდობა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები – ირაკლი მეზურნიშვილი

ვფიქრობ, რომ საქართველომ იდეალურად იმოქმედა 2022 წლიდან, შეინარჩუნა სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში, შეინარჩუნა მშვიდობა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები, რაც კოვიდის შემდეგ კატასტროფულად იყო დაცემული და ეს იყო ლოგიკურიც, რადგან ჩაკეტილი იყო საზღვრები და ა.შ., - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, "პოს ტვ"-ის ეთერში განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ხოლო, 2024 წელი იმის ნათელი დადასტურება იყო, თუ რამდენად წარმატებულია ეკონომიკური გუნდის მიერ არჩეული პოლიტიკა."ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, 2022 წლის შემდეგ, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველ წელს, ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იმის ფონზე ხდება, რომ კოვიდი და სრული რეცესია იყო, გაჩერებული იყო ეკონომიკა. ახლა, რა თქმა უნდა, ამას უკვე ვეღარ დააბრალებ. 2024 წელი იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ წარმატებული იყო ჩვენი ეკონომიკური გუნდის ის სწორი პოლიტიკა, რაც ავირჩიეთ და სიტუაციამ, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, დამატებითი შესაძლებლობები მოგვცა, რასაც ძალიან კარგად ვიყენებთ," - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

რევაზ სოხაძე – ქვეყნის ისტორიაში არასდროს ყოფილა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ასეთი მასშტაბი, როგორც ,,ქართული ოცნების” მართველობის პერიოდშია

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს ბაღების, სკოლების და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისეთი, როგორიც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სენაკის ახალი საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ.„საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები მალე დასრულდება და ქალაქს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი ბაღი ექნება“, – აღნიშნა მინისტრმა.ახალი საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ყველა საჭირო სივრცე: საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები, გარე რეკრეაციული და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.სენაკის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, უკვე დასრულდა 11 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობაც. დაგეგმილია კიდევ 36 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ის, მის გუნდთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.„ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული პროცესში, მე და ჩემი კოლეგები, ის თანამშრომლები, რომელთაც კონკრეტულად ევალებათ ეს საქმე, ჩავალთ და ადგილზე მოვინახულებთ ყველა ობიექტს. ასე რომ, იქნება მუდმივი მონიტორინგი. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პრობლემები კონტრაქტორებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად დავიცავთ სახელმწიფო და საჯარო ინტერესს მათთან მიმართებაში“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„მანქანიდან 60 000 ზლოტი მოიპარეს…“ – პოლონეთში ქართველები დააკავეს

პოლონეთში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.დაკავებულებს ბრალად ედებათ, ავტომობილიდან 60 000 ზლოტის მოპარვა.პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 37 წლის და 29 წლის საქართველოს მოქალაქეები.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბოლო სიახლეები